5 ნივთი, რომელიც ყოველთვის იქნება მოდაში: თანამედროვე რჩევები ჩვენი ბებიებისგან
- 07.10.2021
არსებობს ნივთები, რომლებიც ყოველ ათწლეულში ხელახლა ცოცხლდება, რათა ახალმა თაობებმა მოირგონ...
1. ბებიას ნაქსოვი სვიტერი
ძველად სულაც არ იყო ამდენი ტანსაცმლის ყიდვის შესაძლებლობა, ამიტომ ჩვენი ბებიები ზამთრის საღამოებს თბილი ტანსაცმლის ქსოვაში ატარებდნენ. თუმცა დღესაც კი, თბილი, უზარმაზარი სვიტერები საპატიო ადგილს იკავებენ შემოდგომა - ზამთრის გარდერობში.
2. ნაქსოვი ჩანთა
დიახ, დიახ, ეს უცნაური საბჭოთა ჩანთა კვლავ პოპულარობის პიკზეა. მოდური ქალბატონები ამ აქსესუარს ნებისმიერ ლუქს უხამებენ, მაგრამ თუ ამის გამბედაობა არ გყოფნით, მაშინ დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ: წაიღეთ მაღაზიაში, რათა შეძენილი პროდუქტები მოათავსოთ, თანაც მოდურად!
3. მერი-ჯეინის ფეხსაცმელი
ეს ფეხსაცმელი მე-20 საუკუნეში გამოჩნდა და მომენტალურად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნივთი გახდა. თანამედროვე მსოფლიოში, ასეთ ფეხსაცმელს ყველა მოდური ქალის გარდერობში შეხვდებით. ტიტველი ფეხი თუ თბილი წინდა - არჩევანი თქვენზეა, ორივე შემთხვევაში, მერი-ჯეინი ყველაზე ტრენდული არჩევანია.
4. ნაქსოვი ჟილეტი
90-იანების ეს ნაქსოვი ჟილეტები დიდი ხანია მოდის გავლენიანი ბლოგერების ფავორიტი ნივთია. ბოლო წლებში კი, ჟილეტები ნამდვილად გახდა ფართომასშტაბიანი მოდის ტენდენცია.
5. სამკაული მარგალიტით
უკვდავი კლასიკა, რომელიც ადვილად გადაეცემა თაობიდან თაობას. ასე რომ, თუ ბებიის სამკაულების ყუთს დაათვალიერებთ, აუცილებლად აღმოაჩენთ საყურის წყვილსა ან მარგალიტის ყელსაბამს, რომელიც, როგორც წესი, თქვენმა ბებიამ დედისგან მიიღო სამახსოვროდ.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, Trend, 2021 წლის მოდა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია