LIFE

თუ ვერ აკონტროლებთ მდინარის დინებას, ნუ შეებრძოლებით - უბრალოდ, მას მიჰყევით

თუ ვერ აკონტროლებთ მდინარის დინებას, ნუ შეებრძოლებით - უბრალოდ, მას მიჰყევით

„მიჰყევი დინებას, არაფერს შეეწინააღმდეგო. დაე მოხდეს ის, რაც მოსახდენია ... გქონდეს რწმენა, რომ რაც შენთვისაა განკუთვნილი, თავისთავად მოვა. ხოლო ყველაფერი, რაც ახლა ხდება, უკეთესობისთვისაა“.

უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი ყოველთვის ისე წავიდეს, როგორც დაგეგმილი გვქონდა. იქნება ეს დილის რუტინა, რესტორანში სადილი თუ ოჯახთან ერთად დროის გატარება. ეს სურვილი იმდენად ძლიერია, რომ თუ რამე იცვლება, ჩვენ ვგრძნობთ იმედგაცრუებას და შიშს, რომ კონტროლს ვკარგავთ... 

იქნებ, ასეთ მომენტებში თავს ნება დართოთ, რომ მიენდოთ მოვლენათა განვითარებას და უბრალოდ, დინებას გაჰყვეთ? არც იფიქროთ, რომ ეს სისუსტის ან არაკომპეტენტურობის ნიშანია. არა, არ არის! 

თუ ვერ აკონტროლებთ მდინარის დინებას, ნუ შეებრძოლებით - უბრალოდ, მას მიჰყევით

თქვენ საკუთარ თავს უნდა უთხრათ, რომ გასაგებია, ისე არ მოხდა, როგორც გეგმავდით. მაგრამ იქნებ ასე უკეთესია? იქნებ, მოგვიანებით უნდა სცადოთ? იქნებ, მოგვიანებით უკეთესი შედეგი მიიღოთ? დიახ, ჩვენი რჩევაა ეს „მოგვიანებით“ ჩაინიშნოთ, რათა არ დაგავიწყდეთ... 

წარმოიდგინეთ: თქვენ უკვე დაგეგმეთ ხვალინდელი დღე და მშვიდად დაიძინეთ. დილით კი რა ხდება - სამზარეულოს ონკანიდან წყალი ჟონავს... ეს თქვენს ყველა გეგმას ცვლის. ეჭვგარეშეა, რომ ეს ცვლილებები, შესაძლოა, რთული გადასატანი იყოს, მაგრამ უნდა აირჩიოთ, რომ დინებას მიჰყვეთ. სხვა შემთხვევაში, მთელი დღის გატარება ბრაზსა და ნერვიულობაში მოგიწევთ. 

თუ ვერ აკონტროლებთ მდინარის დინებას, ნუ შეებრძოლებით - უბრალოდ, მას მიჰყევით

ეს სიტუაცია გულისხმობს, რომ რომ თქვენ აუცილებლად დაგაგვიანდებათ სამსახურში ან ცუდ ვარიანტში, საერთოდ ვერ მოახერხებთ წასვლას. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, ნუ გაბრაზდებით! რადგან ეს მთელს დანარჩენ დღეს წაგართმევთ... 

„თუ თქვენ ვერ აკონტროლებთ მდინარის დინებას, მაშინ ნუ ებრძვით. უბრალოდ დინებას მიჰყევით“. 

დაიმახსოვრეთ: დრო არასოდეს ჩერდება და ნამდვილად არ გჭირდებათ მისი დაკარგვა გაბრაზებასა თუ მრისხანებაში, რადგან რომელიმე ეს გრძნობა, ვერასოდეს დაგეხმარებათ არსებული პრობლემის მოგვარებაში.

სანამ ნეგატიური აზრებისა და ემოციების ჭაობში ჩაეშვებით, თქვენ „პირველ რიგში“ უნდა აღიაროთ, რომ სიტუაცია კონტროლის მიღმაა. შემდეგ კი, უნდა განიხილეთ პრობლემის მოგვარება პროფესიონალების დახმარებით. (ამ შემთხვევაში, სანტექნიკოსის გამოძახება). ხოლო როდესაც კონკრეტულ, მთავარ პრობლემას გადაჭრით, მის შემდეგად გამოწვეული მცირე პრობლემების მოგვარებაღა დარჩება. (ამ სიტუაციაში, არეული სახლის დალაგება).

თუ ვერ აკონტროლებთ მდინარის დინებას, ნუ შეებრძოლებით - უბრალოდ, მას მიჰყევით

თუ საკითხს ასე მიუდგებით, თქვენ მალევე მოაგვარებთ მიმდინარე უსიამოვნებას და კვლავ უამრავი საათი დაგრჩებათ პროდუქტიული დღის გასაგრძელებლად, ან უბრალოდ, სასიამოვნო დროის გასატარებლად. 

დაივიწყეთ სრულყოფილი ცხოვრების წესი, რომელსაც, ყველაზე ხშირად, სოციალურ მედიაში ხედავთ. სიმართლე ისაა, რომ სხვები მხოლოდ იმას პოსტავენ, რაც უნდათ, რომ თქვენ შეამჩნიოთ. სხვების სრულყოფილ ცხოვრებაზე ფიქრის ნაცვლად, კონცენტრირდით საკუთარ თავზე და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება, რომლითაც ყოველთვის იამაყებთ. 

დაიმახსოვრეთ: თუ სიტუაცია კონტროლის მიღმაა, თქვენ მხოლოდ ბედნიერებისა და სიმშვიდის აღდგენისკენ უნდა განაგრძოთ გზა.