ცნობილი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან მანამ მეგობრობდნენ, სანამ მათ მთელი მსოფლიო გაიცნობდა
- 11.10.2021
ცნობილი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან მანამ მეგობრობდნენ, სანამ მათ მთელი მსოფლიო გაიცნობდა - პრინცესა დიანა, ტილდა სუინტონი, ადელი და სნუპ დოგი...
1. ნაომი უოტსი და ნიკოლ კიდმანი
ავსტრალიელი მსახიობები, ნიკოლ კიდმანი და ნაომი უოტსი სიდნეიში ერთ საშუალო სკოლაში დადიოდნენ. დიახ, ისინი ბავშვობის მეგობრები არიან!
2. პრინცესა დიანა და ტილდა სუინტონი
მსახიობი ტილდა სუინტონი სკოლა-ინტერნატში, არც მეტი და არც ნაკლები, მომავალი პრინცესას თანაკლასელი იყო...
3. გვინეტ პელტროუ და მაია რუდოლფი
გვინეტ პელტროუს და მაია რუდოლფის მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ - მათი მამები ჯგუფელები იყვნენ, ხოლო თავად ერთ კლასში სწავლობდნენ.
4. პრინცი უილიამი და ედი რედმეინი
დიახ, დიახ - პრინცი უილიამი და ედი რედმეინი ერთ კოლეჯში სწავლობდნენ. უფრო მეტიც, ისინი ერთი და იმავე ნაკრებში თამაშობდნენ რაგბის.
„ის კარგი ადამიანია“ - ამბობს მსახიობი - „მე ყოველთვის თანავუგრძნობდი, რადგან ყველას სურდა ინგლისის მომავალი მეფის დამარცხება. ამიტომ, მას ყველასთან გამკლავება უწევდა“.
5. ჯესი ჯეი და ადელი
მუსიკოსები ერთსა და იმავე სკოლაში ეუფლებოდნენ მუსიკისა და დრამის ხელოვნებას..
6. კამერონ დიაზი და სნუპ დოგი
კამერონ დიასი და სნუპ დოგი ერთ სკოლაში სწავლობდნენ, თანაც, პოლიტექნიკურ კოლეჯში...
7. სკარლეტ იოჰანსონი და ჯეკ ანტონოვი
ვინ იფიქრებდა, რომ მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და გიტარისტი ჯეკ ანტონოვი არამხოლოდ ერთ სკოლაში სწავლობდნენ, არამედ გამოსაშვებ საღამოზეც ერთად წავიდნენ...
თემები: ცნობილი ადამიანები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები