საზოგადოება გვაიძულებს გვჯეროდეს, რომ ცხოვრების სიყვარულს გარკვეული ასაკამდე უნდა შევხვდეთ. მაგრამ როგორც ამბობენ, მთავარია ადამიანს ლოდინი შეეძლოს და ის ყველაფერს მიაღწევს. მათ შორის კი, ცხოვრების სიყვარულსაც იპოვის. ასევე ამბობენ, რომ სიყვარული სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები.

ეს ცნობილი ადამიანები კი, ამ ცხოვრებისეულ გამონათქვამების სიმართლეში დაგარწმუნებენ..

· მადონა

მადონა ცხოვრების სიყვარულს, მოცეკვავე აჰამალიკ უილიამსს 2018 წელს შეხვდა. მომღერალი 60 წლის იყო.

· ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

მართალია ისინი 2000-იანი წლების დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა 2004 წელს ურთიერთობა დაასრულეს. თითქმის 17 წლის შემდეგ კი, მათ ურთიერთობა განაახლეს. დღეს ლოპესი 52 წლისაა, ხოლო აფლეკი 49 წლის.

· ევა ლონგორია

„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ მსახიობი მექსიკელ ბიზნესმენ ხოსე ანტონიო ბასტონ პატინოზე 2015 წელს დაინიშნა. ევა ლონგორია უკვე 40 წლის იყო.

· კრის ჯენერი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დედა ცხოვრების სიყვარულს 2014 წელს შეხვდა. ამ დროისთვის ის 59 წლის იყო.

· სინტია ნიქსონი

ყველასთვის საყვარელი სინტია ნიქსონი 2009 წელს დაინიშნა, მაშინ ის 38 წლის იყო.

· პოლ მაკარტნი

ლეგენდარული მომღერალი და ნენსი შეველი 2011 წელს დაქორწინდნენ. „ბიტლების“ ვარსკვლავი, მაშინ 69 წლის იყო.