კლაუდია შიფერის ამაღელვებელი სილამაზე: 20 კადრი 90-იანი წლებიდან
- 14.10.2021
ძალიან ღია ცისფერი თვალები და ოქროსფერი ქერა თმა - ეს არის კლაუდია შიფერის სილამაზის ხელწერა, რამაც მას მსოფლიოს ულამაზესი ქალის ტიტული მიანიჭა.
გოგონა, რომელმაც იურისტის პროფესია აირჩია, 17 წლის ასაკში შენიშნეს დიუსელდორფის ღამის კლუბში. შედეგად კი 90-იანი წლების სუპერმოდელი დაიბადა: მან დაამშვენა 700 -ზე მეტი ჟურნალის გარეკანი, ითანამშრომლა ეპოქის ყველაზე ცნობილ დიზაინერებთან თუ ფოტოგრაფებთან და შექმნა სილამაზის ხატი, რომელიც დღემდე აღაფრთოვანებს ადამიანებს.
დაათვალიერეთ ფოტოები 90-იანი წლებიდან და გაიხსენეთ ქალი, რომელიც მაგნიტურ სილამაზეს ასხივებდა...
თემები: სტილი, ტრენდი, ჩაცმულობა, კლაუდია შიფერი, მოდელი