LIFE

7 სულიერი კანონი, რომელიც წარმატებულმა ადამიანებმა კარგად იციან

7 სულიერი კანონი, რომელიც წარმატებულმა ადამიანებმა კარგად იციან

დიპაკ ჩოპრა წარმოშობით ინდოელი მწერალია, რომლის წიგნი, „წარმატების 7 სულიერი კანონი“ ბოლო წლების ერთ-ერთი ბესტსელერია. 

1. წმინდა პოტენციურობის კანონი

7 სულიერი კანონი, რომელიც წარმატებულმა ადამიანებმა კარგად იციან

ზოგჯერ, ჩვენ გვაქვს სურვილი გავაკონტროლოთ ის სიტუაციები, რომელთა შეცვლა შეუძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია მივიღოთ მოვლენები ისე, როგორც ის არის.

„როდესაც ვხვდებით, რომ ჭეშმარიტი მე არის წმინდა პოტენციალი, ჩვენ ვუერთდებით იმ ძალას, რომელიც სამყაროს შემოქმედია“.

ნამდვილი წარმატების მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ჩვენ არ შევებრძოლებით იმას, რაც უნდა მოხდეს. 

მოცემულ მომენტზე ფოკუსირების საუკეთესო გზა კი მედიტაციაა. 5 წუთიანი კონტროლირებადი სუნთქვაც კი დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. ასევე სასარგებლოა ბუნებასთან ურთიერთობა: სეირნობა, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, მზის ამოსვლა ან უბრალოდ, ყვავილების სურნელით ტკბობა.

დაიწყეთ ყოველი დღე იმაზე ფიქრით, რომ „დღეს მე არ განვსჯი არაფერს, რაც მოხდება“. 

2. გაცემის კანონი

ძალიან ხშირად, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ ცხოვრებაზე და გვავიწყდება რამხელა მნიშვნელობა აქვთ სხვა ადამიანებს. ყოველდღიურად, ჩვენ სხვა ადამიანებს უნდა შევთავაზოთ კომფორტი და ბედნიერება, იქნება ეს კომპლიმენტები, ყვავილები თუ ჩახუტება.

გაუზიარეთ თქვენი დადებითი ენერგია ყველას: მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან უბრალოდ უცხო ადამიანებს. როდესაც სხვას დაინახავთ, გულში კარგად ყოფნა და ბედნიერება უსურვეთ. დაიმახსოვრეთ, სამყაროში არაფერი არ იკარგება!

„გაცემა და მიღება სამყაროს ენერგიის ნაკადის განსხვავებული ასპექტებია“.

3. კარმის კანონი 

7 სულიერი კანონი, რომელიც წარმატებულმა ადამიანებმა კარგად იციან

დაიმახსოვრეთ, კარმა არის რწმენა იმისა, რომ ყველაფერი, რასაც გასცემ, აუცილებლად დაგიბრუნდებათ. როგორც კარგი, ასევე ცუდი. 

ამიტომ, უნდა გააანალიზოთ, რომ თითოეული გადაწყვეტილება გავლენას ახდენს მომავალზე. ამიტომ, აუცილებელია, რომ ყველა ჩვენი მოქმედება შეესაბამებოდეს ჩვენს მიზნებს. თითოეული ქმედების დროს, უნდა შეგვეძლოს პასუხი გავცეთ კითხვას - „რისთვის ვაკეთებ ამას“?. ხოლო შემდეგ დაფიქრდეთ, რა შედეგი მოჰყვება თქვენს ქმედებას. 

4. უმცირესი ძალისხმევის კანონი

7 სულიერი კანონი, რომელიც წარმატებულმა ადამიანებმა კარგად იციან

ეს კანონი წმინდა პოტენციალურობის კანონის შესაბამისია.

თუ დააკვირდები, ბუნებაში ყველაფერი თავისთავად ხდება - წვიმა თავისით მიდის, მზე თავისით ანათებს... ამიტომ აუცილებელია, რომ დანებდეთ და აღიაროთ, არის მოვლენები, რისი კონტროლიც შეუძლებელია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყველა მოვლენა უნდა გიხაროდეთ. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ უნდა აღიაროთ, სამყაროში ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც თქვენ გსურთ. 

5. განზრახვისა და სურვილის კანონი

7 სულიერი კანონი, რომელიც წარმატებულმა ადამიანებმა კარგად იციან

არ იფიქროთ, რა იქნება მომავალში. მთელი ყურადღება მიმდინარე დროს დაუთმეთ - გამოკვებეთ საკუთარი თავი აწმყო ენერგიით, ხოლო ეს ენერგია, თქვენი მომავალი თავის კვებას დაიწყებს. შესაბამისად კი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ ყველაფერს, რაც გსურთ. 

ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენმა გულმა ყველაზე უკეთ იცით რა გჭირდებათ. უბრალოდ მიენდეთ მას და ყველაფერი კარგად იქნება! 

6. თავისუფლების კანონი

გაუშვით ყველაფერი, ნუ ფიქრობთ რა გამოგდით კარგად და რა ცუდად. ეს ფიქრები ხელს გიშლით მოქედებაში. გჯეროდეთ, რომ ვერც წარსული და ვერც მომავალი ვერ განსაზღვრავს თქვენს შესაძლებობებს აქ და ახლა. წარმატების მისაღწევად მთავარია გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების და უბრალოდ იმოქმედოთ.

7. დჰარმის კანონი 

7 სულიერი კანონი, რომელიც წარმატებულმა ადამიანებმა კარგად იციან

დჰარმა ჩვენი ცხოვრების მიზანია. გიფიქრიათ რისთვის დაიბადეთ? რა არის თქვენი ნიჭი? რა არის თქვენი არსებობის საბოლოო მიზანი? დჰარმას კანონს სურს, რომ თქვენ გამოიყენოთ თქვენი მიზანი, როგორც სხვათა მიმართ მსახურების საშუალება.

„როდესაც ჩვენს უნიკალურ ნიჭს სხვა ადამიანების გაბედნიერებას ვახმართ, ვგრძნობთ სულიერ ბედნიერებას, რაც ჩვენი ცხოვრების საბოლოო მიზანია“.

დაფიქრდით, რა არის თქვენი ნიჭი და როგორ მოახმაროთ ის სხვა ადამიანებს, როგორ შთააგონოთ გარშემომყოფები და როგორ აამაღლოთ თქვენს ირგვლივ არსებული დადებითი ენერგია.

დაიმახსოვრეთ, ადამიანის თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის ეს კომბინაცია უზარმაზარ წარმატებას ქმნის!