ჰოროსკოპი

ვერძების ბნელი მხარე: რომელია ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველაზე ცუდი და უარყოფითი თვისებები?

ვერძების ბნელი მხარე: რომელია ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველაზე ცუდი და უარყოფითი თვისებები?

ასტროლოგიაში ვერძი ზოდიაქოს კარდინალური ცეცხლის ნიშანია. ის სიმბოლურად პირველია, ვინც ტრადიციული ზოდიაქოს ნიშნების სიაში გამოჩნდა. თუ თქვენ ეძებთ ვერძის მეტაფორას, სცადეთ წარმოიდგინოთ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც ქარიშხალივით მოძრაობს - უცებ გადადის ერთი აქტივობიდან მეორეზე და ზედმეტად ღიზიანდება, როდესაც სხვა ბავშვი მის სათამაშოებს იღებს.

ვერძის პიროვნება წარმოუდგენლად ამბიციური და ლიდერულია. მას, ასევე, ძალიან უყვარს გამოწვევები. ისინი ყველაზე მწველ, ძლიერ და კაშკაშა სინათლეს ასხივებენ.

თუ ადამიანის ხასიათზე ვსაუბრობთ, ხშირად, ერთი და იგივე თვისება შეიძლება დადებითად ან უარყოფითად შეფასდეს, იმისდა მიხედვით, თუ როგორ უყურებთ მას...

მაგრამ თქვენ აქ იმისთვის ხართ, რომ გაიგოთ რა არის ვერძების ბნელი მხარე...

1. ის მიდრეკილია გაცეცხლებისკენ

ჭკვიანური იქნება, თუ შეეცდებით ვერძი არ გააბრაზოთ, რადგან ამბის დასასრული შემთხვევითი ძალადობა ან მკვლელობა იქნება! იმავდროულად, მათი მომაკვდინებელი ცოდვა კი, მრისხანებაა.

ვერძი სწრაფად ბრაზდება და ხშირად ნერვიულობს ყველაზე წვრილმანებზე. მაშინაც კი, როდესაც ამას არ ელოდებით, ის მოულოდნელად აფეთქდება და საბრძოლო მზადყოფნას გამოაცხადებს. ხოლო როდესაც რეალური პრობლემა არ არსებობს, ის მას გამოიგონებს... რათა შეძლოს თქვენთან დაპირისპირება და კამათის პროვოცირება. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თავს დაუცველად გრძნობს.

2. ის ყველაზე მოუთმენელია

ეს მარტივი გამოსაცნობია, რადგან ვერძს მოსწონს, როდესაც ყველაფერს სწრაფად იღებს. მას უყვარს სწრაფი მანქანები, სწრაფი ქალები და სწრაფი კვება.

მას აქვს მიდრეკილება ისეთი სპორტისკენ, რომელიც რისკის ელემენტებს შეიცვს: რბოლა, სრიალი, კლდეზე ცოცვა და თვითმფრინავიდან გადმოხტომა. მოკლედ რომ ვთქვათ, მას არ აქვს დასაკარგი დრო, ამიტომ ყველაფერი, აქ და ახლა უნდა მიიღოს. სხვა შემთხვევაში, ის ბრაზდება... (გადახედეთ წინა პუნქტს).

3. ის ძალიან ცეცხლოვანია

ბევრისთვის შეყვარებული ვერძი უბრალოდ ზედმეტად ცეცხლოვანია. თუ თქვენ მისი სიყვარულის ინტერესი გახდებით, მოემზადეთ აჯანყებისთვის. მას ნებისმიერ ურთიერთობაში უყვარს დევნა და ბრძოლა, თანაც იმდენად, რომ ეს ხშირად აუტანელია.

ის, ასევე, მიდრეკილია მესაკუთრეობისკენ და თქვენგან ყოველთვის აბსოლუტურ ერთგულებასა და თავგანწირვას ელოდება. თუმცა ამასთან, ვერძს ისევე სწრაფად შეუძლია ურთიერთობის დატოვება, როგორც წამოწყება. მისი ზედაპირული ყურადღება კი, ყოველთვის მარტივად პოულობს სიყვარულის ახალ ობიექტს... 

4. მას უყვარს იყოს საუკეთესო

ის შესანიშნავი მეხანძრე იქნებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხალხის გადარჩენაზე ზრუნავს, არამედ იმიტომ, რომ გმირობა უყვარს. 

იყო ვერძი ნიშნავს, რომ იყო ყოველთვის საუკეთესო. მას სძულს ყურადღების მიღმა დარჩენა და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყოველთვის პირველი იყოს.