LIFE

შეიყვარე შენი თავი - დაინახე სამყარო ახლებურად

შეიყვარე შენი თავი - დაინახე სამყარო ახლებურად

„სხვა ადამიანებს ზუსტად ის უყვარხარ, როგორც შენ გიყვარს შენი თავი“.

შესაძლებელია იმის თქმა, რომ გიყვარს საკუთარი თავი, თუ გამუდმებით სხვებისგან ელოდები სიყვარულს? 

სიმართლე ის არის, რომ ვერავინ შეძლებს შენს შეყვარებს ისე, როგორც შენი თავი. კარგი ამბავი ისაა, რომ არ არსებობს ცხოვრების პერიოდი, როდესაც საკუთარი თავის შეყვარება ზედმეტად ადრე, ან გვიანია. იმ მომენტში, როდესაც გადაწყვეტ გიყვარდეს და მიიღო საკუთარი თავი, გაგიჩნდება სურვილი, დაიწყო მოქმედება.

მოდით, ერთად ვუპასუხოთ რამდენიმე კითხვას:

ბოლოს როდის დაუთმე დრო ისეთ რამეს, რაც თავს ბედნიერად გაგრძნობინებს?

შეიყვარე შენი თავი - დაინახე სამყარო ახლებურად

იქნებ შენთვის ეს მშვიდ გარემოში კითხვაა, ან დამსახურებული არომატული აბაზანის მიღება, იქნებ დაუსრულებელი სეირნობაა ბუნებაში... მნიშვნელოვანია, რომ შენ სულაც არ გჭირდება ბევრი ფული საკუთარი თავის გაბედნიერებისთვის. შეგიძლია დაიწყო მარტივი ყოველდღიური საქმეებით, როგორიცაა საყვარელი კერძის მომზადება, მედიტაცია, ხატვა ან იოგა ღია ცის ქვეშ.

უბრალოდ დარწმუნდი, რომ რასაც აკეთებ გამოხატავს შენს სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ და ნამდვილ ბედნიერებასა თუ კმაყოფილებას განიჭებს.

რამდენად ხშირად აყენებ საკუთარ თავს პირველ ადგილზე?

ეს არ არის ეგოისტობა. საკუთარი თავის ყოველთვის პირველ ადგილზე დაყენება ერთ-ერთი ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა განივითარო. თუ შენ მუდამ სხვებს ემსახურები, მაგრამ სანაცვლოდ დამსახურებულ უკუკავშირს ვერ იღებ, მაშინ დროა საკუთარ თავს შეეკითხო - „ჩემზე ვინ იზრუნებს“ ?

„არა“ არ არის უარყოფითი სიტყვა, ხანდახან „არა“-ს თქმა ცხოვრების უდიდესი იმედგაცრუებისგან გიხსნის!

ზოგჯერ ჩვენ ძალიან გვეშინია უარის თქმის, რადგან გვსურს ყველა ჩვენს მეგობარსა თუ ახლობელს მოვწონდეთ და არ გვინდა ვაწყენინოთ.

თუ გინდა, რომ ყველა თხოვნაზე ყოველთვის თქვა „დიახ“, მაშინ გაითვალისწინე, რომ ეს შეუძლებელია - ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც შენით უკმაყოფილო იქნება. შენ არ უნდა გაინტერესებდეს ვის მოსწონხარ და ვის არა, განსაკუთრებით თუ საქმე „ყველა სხვა ადამიანს“ ეხება. ამიტომ, დაივიწყე ეს უაზრო ჩვევა - ის შენს საუკეთესო ნაწილს წაგართმევს. უფრო მეტიც - შეუძლებელია ყველას მოსწონდე, ამიტომ, ამის მცდელობაც კი შეწყვიტე!

მხოლოდ მაშინ შეგეძლება დრო დაუთმო რეალურად მნიშვნელოვან საკითხებს, თუ ხშირად იტყვი „არას“.

ივარჯიშე, როგორ უთხრა უარი ყველა იმ შემოთავაზებასა თუ თხოვნას, რომელიც სინამდვილეში არ მოგწონს. გაბედე და თქვი „არა“. სულ მალე დაინახავ, რომ სხვებმა შენი წესებით დაიწყეს თამაში...

შეიყვარე შენი თავი - დაინახე სამყარო ახლებურად

საკუთარი თავის შეყვარება არ არის ისეთი რამ, რაც შესაძლოა ერთ ღამეში მოახერხო. არც ისეთი რამაა, რომ დღეს, მომდევნო ორშაბათს ან 1 თვის შემდეგ დაგეგმო. ესაა პროცესი, თუ როგორ აირჩიო საკუთარი თავი; თუ როგორ დააყენო შენი სურვილები და საჭიროებები სხვებზე წინ. ეს არის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთო ყოველდღე, მანამ, სანამ შენი ჩვევა არ გახდება.

ყურადღება მიაქციე საკუთარ თავს - იყიდე საჩუქრები შენთვის; გამოყავი დრო საკუთარ თავზე ზრუნვისთვის; შეაქე შენი თავი; დააჯილდოვე ყველა წარმატება და ზუსტად ისევე მოექეცი, როგორც ყველაზე საყვარელ ადამიანებს ექცევი.

არ დაელოდო ვინმეს, რათა შეგიყვაროს. აირჩიე შენი სიყვარული, იზეიმე შენი უნიკალურობა და მოუსმინე საკუთარ გულს. სულ მალე, თავადაც გაოცდები, როგორ შეიცვლება მთელი სამყარო - ის მთლიანად შენი ოცნებების, სურვილებისა თუ მიზნების ასრულებას დაიწყებს!