ჯანმრთელობა

ექიმები ამბობენ, რომ ცხელი წყლით სავსე ბოთლი ზამთრის საუკეთესო არჩევანია - ბებიების ხრიკი დაბრუნდა

ექიმები ამბობენ, რომ ცხელი წყლით სავსე ბოთლი ზამთრის საუკეთესო არჩევანია - ბებიების ხრიკი დაბრუნდა

ჩვენმა ბებიებმა სილამაზის საიდუმლოებებსა თუ ხალხურ მედიცინასთან დაკავშირებული მრავალი ბრძნული ხრიკი დაგვიტოვეს.

მაგრამ იცით რომელია მათ შორის საუკეთესო? - ყოველთვის მზად გქონდეთ ცხელი წყლით სავსე ბოთლი! 

ექიმები ამბობენ, რომ ცხელი წყლით სავსე ბოთლი ზამთრის საუკეთესო არჩევანია - ბებიების ხრიკი დაბრუნდა

ის დაგეხმარებათ ყველაფერში, მენსტრუალური ტკივილიდან დაწყებული, ცივ ზამთარში ფეხების ჩათბუნებით დასრულებული.

გქონდეს მენსტრუაცია, ნიშნავს იცოდე, რომ მისი თანმდევი სიმპტომები ყოველთვის ცვალებადია და რომ სეზონის ცვლილებაც კი მკვეთრად მოქმედებს მასზე.

მაგალითად, შემოდგომაზე, ჩვენ უფრო ნაკლებად ვმოძრაობთ და ვჭამთ უფრო კალორიულ საკვებს, რამაც შეიძლება გააძლიეროს როგორც თავად მენსტრუაციის, ისე მისი წინა სიმპტომები, განსაკუთრებით კი, სპაზმები. ტკივილების შესამსუბუქებლად, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მარტივი საშუალება არის მუცლის ქვედა ნაწილის დათბუნება. საუკეთესო საშუალება კი, რაღა თქმა უნდა, ცხელი წყლით სავსე ბოთლია. 

ექიმები ამბობენ, რომ ცხელი წყლით სავსე ბოთლი ზამთრის საუკეთესო არჩევანია - ბებიების ხრიკი დაბრუნდა

„ის გეხმარებათ დაძაბული კუნთების მოდუნებაში. სწორედ ესაა სპაზმური ტკივილის გამომწვევი მიზეზი“ - განმარტავს შერი როსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გინეკოლოგი - „სითბო ადუნებს საშვილოსნოს კუნთებს, რაც ზრდის სისხლის ნაკადს და საბოლოოდ, ამსუბუქებს ტკივილს“. 

ეს მეთოდი არა მხოლოდ მუცლის ტკივილის დამარცხებაში დაგეხმარებათ, არამედ გამოსადეგია სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც - „ბევრ ქალს აღენიშნება კისრის ტკივილი, როგორც უშუალოდ მენსტრუაციის, ასევე წინა პერიოდში. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ დროს, მაგნიუმისა და პროგესტერონის დონე ქვეითდება. ცხელი წყლით სავსე ბოთლი ამ პრობლემის გადაჭრაშიც დაგეხმარებათ“. 

ექიმები ამბობენ, რომ ცხელი წყლით სავსე ბოთლი ზამთრის საუკეთესო არჩევანია - ბებიების ხრიკი დაბრუნდა

„ასევე, ეს უკავშირდება სითბოს ფსიქოლოგიური გავლენას, რომელიც გვაძლევს შვების განცდას. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ თბილ ტემპერატურის ზემოქმედება ამაღლებს ადამიანის განწყობას“. 

აქედან გამომდინარე, ძილის წინ, ცხელი წყლით სავსე ბოთლით ფეხების დათბუნება, ბედნიერი და მშვიდი ძილის გარანტიაა. 

ცხელი წყლით სავსე ბოთლის თერაპიის გასაძლიერებლად, არსებობს სხვადასხვა სახის აქსესუარები: კლასიკური ნაქსოვი ჩასადები; ან ხელოვნური ბეწვის მხიარული ცხოველები; ასევე, მეტად დახვეწილი აბრეშუმის დიზაინები. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ ბედნიერი და კომფორტული ზამთრისთვის, მხოლოდ ცხელი წყლით სავსე ერთი ბოთლია საკმარისი...