სილამაზე

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

1. ატარეთ ქუდი

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის თვეებში აუცილებლად ატაროთ ქუდი, რათა თმა მშრალი ჰაერისგან, თოვლის, ქარის და წვიმის ზემოქმედებისგან დაიცვათ.

გაითვალისწინეთ, რომ ისეთი ქსოვილები, როგორებიცაა მატყლი და ბამბა, დაზიანებულ თმას კიდევ უფრო აშრობენ. გარდა ამისა, ყველამ ვიცით, თუ როგორ აფუჭებენ ვარცხნილობას. ამიტომ, შეარჩიეთ ქუდი აბრეშუმის ან ატლასის სარჩულით, ხოლო დამუხტულ თმას ზეთოვანი სპრეის საშუალებით შეებრძოლეთ.

2. შეიძინეთ ჰაერის დამატენიანებელი

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

გსურთ იცოდეთ მშრალ თმასთან ბრძოლის გასაოცარი გზა? ესაა ჰაერის დამატენიანებელი. გათბობის სისტემა ჰაერს მაქსიმალურად აშრობს, ეს კი თმას ბუნებრივ ტენიანობას აცლის. ეს დამატენიანებლები ხელს უწყობენ ჰაერის რეჰიდრატაციას, შედეგად კი თქვენი თმა კვლავ ჯანმრთელად გამოიყურება.

3. რეგულარულად შეიჭერით თმა

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

ყოველ 4-8 კვირაში თმის მხოლოდ ნახევარი სანტიმეტრით შემოკლება დაგავიწყებთ გამომშრალი და გაყოფილი ბოლოების პრობლემას.

4. დაიბანეთ გრილი წყლით

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

მიუხედავად იმისა, რომ ცხელი შხაპი შეიძლება ზუსტად ისაა, რაც ცივ ზამთარში გჭირდებათ, ცხელი წყალი თმიდან ტენიანობის გამოდევნის. შედეგად კი თმა ხდება დაუცველი, მტვრევადი და მშრალი.

5. სველი თმით გარეთ არ გახვიდეთ

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

იცოდით, რომ სველი თმა უფრო დაუცველია, ვიდრე მშრალი? შესაბამისად, ზამთარში სველი თმით სეირნობამ, შესაძლოა გამოიწვიოს თმის გაყინვა და დაზიანება.

6. ზეთის სამკურნალო თერაპია

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

რეკომენდებულია, რომ ზამთარში დაკარგული ტენიანობა ზეთოვანი თმის მოვლის საშუალებებით აღიდგინოთ. შეარჩიეთ მსუბუქი ფორმულა არგანის ზეთით, რათა მყისიერად გააცოცხლოთ მშრალი და დაზიანებული თმა. თმის ბოლოებში, ყოველდღიურად გამოიყენეთ მკვებავი ზეთი, რათა თმას ტენის აღდგენაში დაეხმაროთ.

7. ყოველკვირეულად გამოიყენეთ ძლიერი დამატენიანებელი

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი თმა ზამთარში? - 7 ოქროს წესი

დატენიანება, დატენიანება და დატენიანება - ესაა ცივ ამინდში თმის მოვლის ოქროს რეცეპტი. ძლიერი დამატენიანებელი კონდიციონერები თუ ნიღბები, იდეალური საშუალებაა ზამთრის გადასაგორებლად. გამოიყენეთ ისინი კვირაში ერთხელ და გააძლიერეთ თმა ყინვისა თუ გამომშრალი ჰაერის წინაშე. თანაც, თმის ნიღბები სწრაფი და მარტივი გამოსაყენებელია. ისინი ისეთ უპირატესობებს გვთავაზობენ, როგორიცაა დარბილება, დატენიანება და ბზინვარება.

დამატებით, მოერიდეთ თმის ხშირ დაბანას! თუ თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც თმას ყოველდღიურად იბანს, დროა დაფიქრდეთ. თმის ხშირი დაბანა აშორებს მას ბუნებრივ ზეთებს, ეს კი, განსაკუთრებით საზიანოა ზამთარში. სცადეთ მაქსიმალურად გაზარდოთ შუალედი - თუ ჩვეულებრივ თმას ყოველდღიურად იბანთ, გადადით ყოველ მეორე დღეზე; ხოლო თუ თვლით, რომ თქვენი თმა ძალიან მშრალია, სცადეთ ყოველ სამ დღეში ერთხელ დაბანა.