1. ახალშობილები არ ტირიან

თქვენ ალბათ ფიქრობთ: „რას გულისხმობთ?ეს ერთადერთია, რასაც ისინი აკეთებენ?“ - მაგრამ ეს ასე არ არის.

სინამდვილეში, ახალშობილები ხმას გამოსცემენ და ტირილის მიმიკას იღებენ, მაგრამ არ ტირიან. მათი ცრემლსადენი არხები დახურულია, ამიტომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ ცრემლებით ტირილი.

2. ახალშობილები წყალქვეშ თავს შესანიშნავად გრძნობენ

ამას მყვინთავის რეფლექსი ეწოდება. ის მაშინ ქრება, როდესაც ჩვილი დაახლოებით ექვსი თვისაა.

როდესაც ახალშობილი წყალქვეშაა, ის ბუნებრივად იკავებს სუნთქვას და კიდურებთ ცურვის მოძრაობებს იწყებს.

3. ახალშობილები ერთდროულად ყლაპავენ და სუნთქავენ

ჩვილებში, ფარინქსი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. როდესაც ისინი ყლაპავენ, მათი სასუნთქი გზების შესასვლელი ეპიგლოტის მიერ არ არის გადაკეტილი.

4. საჭიროების შემთხვევაში, ახალშობილებს შეუძლიათ განუწყვეტლივ ცემინება

ახალშობილების სასუნთქი მილები გაცილებით ვიწროა, ვიდრე მოზრდილების. ამიტომ, მათ უფრო ხშირად სჭირდებათ გაწმენდა.

ვინაიდან ბავშვს არ აქვს ცხვირის გამოწმენდის შესაძლებლობა, მან უნდა გამოიყენოს უპირობო რეფლექსები. ასე რომ, ახალშობილს შეუძლია გაუჩერებლად აცემინოს მანამ, სანამ მისი ცხვირი გამღიზიანებლებს არ მოიშორებს.

5. ახალშობილები ადვილად იძინებენ

ბევრს ჰგონია, რომ თუ ახალშობილს სძინავს, ფეხის წვერებზე უნდა იაროს და ჩურჩულით ისაუბროს.

ახალბედა მშობლები, როგორც წესი, ძალიან იბნევიან, როდესაც ხედავენ, როგორ ტკბილად სძინავს ჩვილს რემონტის ან მაღალი მუსიკის ფონზე.

6. ახალშობილებს ბუნებრივი აქცენტი აქვთ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვები განსხვავებული აქცენტით ტირიან. ამ უნარს კი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს, დედის ხმის მოსმენისას იღებენ.

7. ახალშობილებს შეუძლიათ ცოცვა

გასაკვირია, რომ ახალშობილ ბავშვს შეუძლია დედის მკერდამდე მიცოცება. თუმცა ამისთვის ჯერ დედის მუცელზე უნდა მოათავსო. მეცნიერთა აზრით, ჩვილებს რძის სუნი ისე იზიდავთ, რომ ისინი თავისუფლად იწყებენ გადაადგილებას.

8. ახალშობილები ძალიან მოქნილები არიან.

ბავშვის ჩონჩხს დაახლოებით 300 ძვალი აქვს. ასაკთან ერთად, ბევრი მათგანი იზრდება და ერთიანდება. მაგრამ სანამ ძვლები შეერთდება, ახალშობილის სხეული უკიდურესად მოქნილია. ეს ბუნებრივი თვისება მშობიარობისთვისაა საჭირო.

9. ახალშობილების თმა მკვეთრად იცვლება

დროთა განმავლობაში, ახალშობილის თმა შეიძლება მთლიანად შეიცვალოს. თმა, რომელიც მუცლადყოფნიდან მოსდევს, სულ მალე იწყებს ცვენას. ამის გამო, ქერა თმა, შეიძლება გამუქდეს, კულულები კი, სწორი თმის ღერებით შეიცვალოს.

თმის გარდა, დროთა განმავლობაში, მათი თვალის ფერიც რადიკალურად იცვლება...