LIFE

სამეფო ოჯახის წევრები, რომლებმაც სიყვარულის გამო, სამეფო ტიტულზე უარი თქვეს

სამეფო ოჯახის წევრები, რომლებმაც სიყვარულის გამო, სამეფო ტიტულზე უარი თქვეს

ღირსებისა და სიყვარულის დილემა, მრავალი მოთხრობისა და უთვალავი წიგნის სიუჟეტის მთავარი თემაა. თუმცა, არჩევანი მოვალეობასა და ურთიერთობას შორის არ არის გამოგონილი სიუჟეტი. ჩვენი სტატიის გმირები ამ დილემის წინაშე, რეალურ ცხოვრებაში აღმოჩნდნენ და წიგნის პერსონაჟების მსგავსად, მათ ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღეს...

იაპონიის პრინცესა მაკო

სამეფო ოჯახის წევრები, რომლებმაც სიყვარულის გამო, სამეფო ტიტულზე უარი თქვეს

იაპონიის პრინცესა მაკო, სულ ახლახანს დაქორწინდა კოლეჯის შეყვარებულზე, კეი კომუროზე. მათ ერთმანეთი 2012 წელს, კოლეჯში სწავლისას გაიცნეს, ხოლო 2017 წელს დაინიშნენ და ქორწილის სამზადისი დაიწყეს.

ეს ამბავი ზღაპარი მხოლოდ იმიტომ არ არის, კეი კომურო ჩვეულებრივი ადამიანია. იაპონიის კანონმდებლობის თანახმად, როდესაც სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ქალი უბრალო ადამიანზე ქორწინდება, მან უნდა დათმოს თავისი ტიტული - თუმცა ასეთი კანონი არ არსებობს სამეფო ოჯახის მამაკაცებისთვის.

მაკომ მხოლოდ ტიტული კი არ დათმო, არამედ უარი თქვა 1 მილიონ დოლარზეც, რომელიც ტრადიციულად სამეფო ოჯახის პატარძალს გადაეცემა.

პრინცი ფილიპი

სამეფო ოჯახის წევრები, რომლებმაც სიყვარულის გამო, სამეფო ტიტულზე უარი თქვეს

დაქორწინების შემდეგ, ფილიპ მაუნტბატენს სხვადასხვა ტიტული ერგო, მათ შორის ედინბურგის ჰერცოგი. თუმცა, დედოფალ ელიზაბეტზე დაქორწინებისთვის, მას მოუწია საკუთარ ტიტულებზე უარის თქმა და ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღება. საბერძნეთისა და დანიის პრინცმა, სიყვარულის სახელით, უარი თქვა სამეფო ტახტზე და დედის გვარი, მაუნტბატენი მიიღო.

ქორწინების პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, ფილიპი ჰერცოგის ტიტულს ატარებდა. სამეფო იერარქიაში, ეს გაცილებით დაბალი წოდებაა, ვიდრე მას დაბადებით ერგო. მხოლოდ 1957 წელს მიიღო მან პრინცის წოდება.

პრინცი ჰარი

სამეფო ოჯახის წევრები, რომლებმაც სიყვარულის გამო, სამეფო ტიტულზე უარი თქვეს

დისკუსიები პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილების შესახებ, დაეტოვებინათ სამეფო ოჯახი, მწვავე და ხანგრძლივი იყო. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ჰარიმ თქვა, რომ მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა უარი ეთქვა სამეფო ტიტულზე შესახებ, მისი ოჯახი იყო.

მისი თქმით, ორსულ მეგანს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მათი ვაჟი, არჩი დაიბადა, მათ გადაწყვიტეს ჩამოშორებოდნენ სამეფო ოჯახს, რათა მეგანსა და ბავშვის კეთილდღეობა დაეცვათ.

უბოლრატანა, ტაილანდის პრინცესა

სამეფო ოჯახის წევრები, რომლებმაც სიყვარულის გამო, სამეფო ტიტულზე უარი თქვეს

იაპონიის პრინცესას მსგავსად, უბოლრატანამ, ტაილანდის პრინცესამ, უარი თქვა სამეფო სტატუსზე და უბრალო ადამიანზე დაქორწინდა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უბოლრატანამ ეს გადაწყვეტილება 1972 წელს მიიღო და ცოლად გაჰყვა ამერიკელ პიტერ ლად ჯენსენს. 1998 წელს წყვილი დაშორდა, მაგრამ პრინცესას ტიტულები არ დაუბრუნებია. ახლა ცნობილია როგორც „ტუნკრამომ იინგი“, რაც ნიშნავს „დედოფალ რეგენტის ქალიშვილს“.

ტექნიკურად, მას ისე ექცევიან, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, მაგრამ მას არ ეხება ის კანონები, რაც სამეფო ოჯახის ღირსების შეურაცხყოფას კრძალავს.

მეფე ედუარდ VIII

სამეფო ოჯახის წევრები, რომლებმაც სიყვარულის გამო, სამეფო ტიტულზე უარი თქვეს

მეფე ედუარდ VIII-ის, დედოფალ ელისაბედის ბიძის ისტორია, ალბათ, ყველაზე ცნობილია. მაგრამ ჩვენი სტატია მის გარეშე ვერ დასრულდებოდა.

1930 წელს ედუარდმა ამერიკელი მსახიობი, უოლის სიმპსონი, გაიცნო. როდესაც მათი ურთიერთობა დაიწყო, უოლისი უკვე ორჯერ იყო განქორწინებული. ხოლო როდესაც ედვარდი მეფედ აკურთხეს, მას არჩევანი გვირგვინსა და სიყვარულს შორის უნდა გაეკეთებინა.

1936 წელს ედუარდმა ტახტი დატოვა, ხოლო რადიომაუწყებლობის საშუალებით ერს მიმართა: „მაგრამ უნდა გჯეროდეთ, რომ შეუძლებელია შევასრულო მეფის მოვალეობა ისე, როგორც მე მსურს, ქალის დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე ... იმ ქალის, რომელიც მიყვარს. ”