16 ხრიკი, რომელსაც ცნობილი სახეები იყენებენ, რათა ფოტოებში ყოველთვის განსაცვიფრებლად გამოიყურებოდნენ
- 15.11.2021
ცნობილმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ კარგი ფოტოს გადასაღებად, მხოლოდ სწორად შერჩეული სამოსი, სრულყოფილი ვარცხნილობა და მაკიაჟი არ კმარა!
კარგი ფოტოსთვის, აუცილებელია სწორად შერჩეული პოზიციაც. ამიტომ, ცნობილ ადამიანებს უნიკალური ხრიკები აქვთ, რომელთა საშუალებითაც, ფოტოებში ყოველთვის განსაცვიფრებლად გამოიყურებიან.
1. რიანა, ყველაზე ხშირად, თავისი ლამაზი მხრების დემონსტრაციას ახდენს. დიახ, იდუმალი მზერა მხრის ზემოდან - ესაა მისი ცნობილი ხელწერა.
2. ჯენიფერ ლოურენსი კი, კამერების წინ ყოველთვის წელზე შემოდებული ცალი ხელით პოზირებს.
3. ხოლო ჯორჯ კლუნი, ხშირად, ნერვიულად ისრისავს ხელებს - თითქოს მორიგი ჯილდოს მოლოდინშია.
4. კრისტენ სტიუარტი კი, თავს სულ ოდნავ გვერდით სწევს...
5. ჟიზელ ბუნდჰენმა კარგად იცის მისი მთავარი ღირსება - ფეხები. ფოტოებში კი, ძალიან ხშირად, ცალ მუხლს უდარდელად ხრის.
6. ხოლო აიშვარია რაი, მთელს თავდაჯერებას, წელზე შემოდებული ორი ხელით წარმოგვიჩენს.
7. რაც შეეხება ჯენიფერ ენისტონს, ის მჭიდროდ ეხუტება თავის სახელგანთქმულ პარტნიორებს.
8. პარიზ ჰილტონის ფეხები კი, თითქმის ყველა ფოტოზე გადაჯვარედინებულია.
9. ერთი ფეხი წინ - ეს ხრიკი ეხმარება ჯენიფერ ლოპესს განსაცვიფრებლად გამოიყურებოდეს.
10. ამ წესს იყენებს ვიქტორია ბექჰემიც და ამავდროულად, ხელებს სულ ოდნავ უკან სწევს.
11. კეტი პერი კი, ცალ მუხლს სულ ცოტათი ხრის, ხოლო მხრებს მაღლა სწევს.
12. რობერტ პატინსონი ძალიან დარდობს თავის თმაზე და გამუდმებით ისწორებს.
13. ამანდა სეიფრიდი კი, ფეხებს ძალიან აშორებს ერთმანეთს.
14. ხოლო ევა მენდესი თაყვანისმცემლებს ჰაეროვან კოცნებს უგზავნის.
15. პენელოპა კრუზი კი, თბილად ესალმება ყველას, ზუსტად ისევე, როგორც დედოფალი.
16. და ბოლოს - ნიკოლ კიდმანი მორცხვად უჭერს ხელებს ერთმანეთს. თითქოს, კამერების წინ პირველად მოხვდა.
თემები: სტილი, მოდა, ქალები, რჩევები, ვარსკვლავები