შემოდგომა უკვე ოფიციალურად მიილია. წინ გრძელი ზამთარია, ამიტომ აუცილებელია დღესვე დაიწყოთ მომზადება. ჩვენ გთავაზობთ ზამთრის მოდის ხუთ ტენდენციას, რომლებსაც დაზამთრებისთანავე ყველგან ნახავთ!

1. დათბილული და გადათბილული

თუ დათბილულ ქურთუკებს მიანიჭებთ უპირატესობას, ზამთრის ცივი ამინდები ნამდვილად ვერაფერს დაგაკლებთ!

2. უჩვეულოდ ნათელი ფერები

რაც უფრო ნათელი, მით უკეთესი! უბრალოდ შეხედეთ ამ ლუქებს - ზამთრის ცივი დღეები ხომ რამენაირად უნდა გავახალისოთ!

3. მინი კაბები

შეიძლება ცივა, მაგრამ ამ ფაქტმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს გამოვიყურებოდეთ სექსუალურად. თანაც, შეგვიძლია დათბილული ქურთუკი შევუხამოთ...

4. ყველაფერი ნაქსოვი

აირჩიეთ ყველაფერი ნაქსოვი - თავიდან ფეხებამდე. შედეგად კი მთელი ზამთარი ტრენდული იქნებით... თანაც, სიცივეს ვერც კი შეამჩნევთ!

5. ფოჩები... დიახ, ფოჩები!

კაბები თუ ქურთუკები, აქსესუარები თუ ფეხსაცმელები - ფოჩები ამ სეზონის ყველაზე ხმამაღალი განაცხადია!