LIFE

ის, რასაც პირველად დაინახავ, ბევრს ამბობს თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე...

ის, რასაც პირველად დაინახავ, ბევრს ამბობს თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე...

დააკვირდით ამ ორმაგ ილუზიას. ეს უკრაინელი მხატვრის, სოფია ლევიცკაიას ცნობილი ნამუშევარია, სახელად „კოცნა“. წინა პლანზე გამოსახული ფიგურა, შესაძლოა იყოს როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის. პასუხი თქვენს პირად ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული.

· თუ თქვენ ქალი ხართ და პირველად ქალის სახე დაინახეთ:

ეს ნიშნავს, რომ ამჟამად კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით და გჯერათ, რომ ყველა გამოწვევას გაუმკლავდებით. ეს იმიტომ, რომ სურათზე გამოსახული ქალის სახე ცისკენაა მიმართული, რაც იმედისა და მოლოდინის სიმბოლოა.

ასევე, თქვენ ძალიან კომფორტულად ხართ საკუთარ კანში და ეს თავდაჯერება მომავლის დაგეგმვაში ძალიან გეხმარებათ.

· თუ თქვენ მამაკაცი ხართ და პირველად ქალის სახე დაინახეთ:

ეს ნიშნავს, რომ ახლა, კონკრეტულ ქალზე ფიქრობთ. ზოგადად, თქვენ ეძებთ პარტნიორს, რომელთანაც შეძლებთ ცხოვრების გაზიარებას. იმდენად ხართ ორიენტირებული ამ საკითხზე, რომ ხშირად ზედმეტებიც მოგდით.

ჩვენი რჩევაა, მიეცით დრო საკუთარ თავს, რათა ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს.

· თუ თქვენ ქალი ხართ და პირველად მამაკაცის სახე დაინახეთ:

ეს ნიშნავს, რომ ახლა, ძალიან გინდათ თქვენი მეორე ნახევრის პოვნა. ასევე, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ უკვე შეყვარებული ხართ და მასზე ფიქრს ვერ წყვეტთ. ასევე, ეს მიუთითებს, რომ ახლა, ძლიერი სექსუალური სურვილები გაქვთ.

ხოლო თუ უკვე გაქვთ ურთიერთობა, ეს ნიშნავს, რომ უკვე ძლიერად ხართ დაკავშირებული ამ ადამიანთან.

· თუ თქვენ მამაკაცი ხართ და პირველად კაცის სახე დაინახეთ:

ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეშფოთებული ხართ სხვა მამაკაცთან თქვენი ინტერპერსონალური ურთიერთობებით. სოციალურ წრეში, ოჯახსა თუ სამსახურში, თქვენი სტრესის მიზეზი სხვა მამაკაცია, როგორც კარგი, ასევე ცუდი თვალსაზრისით. თქვენ ძალიან ნერვიულობთ იმაზე, თუ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე.

ჩვენი რჩევაა, დაისვენეთ და სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება.