მშობლები

მოამზადეთ თქვენი შვილი რეალური ცხოვრებისთვის - ნუ დაიცავთ მას ზედმეტად!

მოამზადეთ თქვენი შვილი რეალური ცხოვრებისთვის - ნუ დაიცავთ მას ზედმეტად!

კარგი მშობლები იცავენ შვილებს ტრავმული გამოცდილებისა და ასაკისთვის შეუფერებელი გამოცდილებისგან. მაგრამ ზოგიერთი მშობელი, როგორც წესი, ზედმეტად იცავს საკუთარ შვილებს. ეს რას ნიშნავს?

ისინი ცდილობენ დაიცვან საკუთარი შვილი ფაქტობრივად ყველაფრისგან, რაც იწვევს დისკომფორტს, ტკივილს ან შეშფოთებას. შედეგად კი, ბავშვს უჭირს რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება. თუ ცდილობთ იპოვოთ ბალანსი ბავშვის უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა!

1. მიეცით მათ მეტი პასუხისმგებლობა

მოამზადეთ თქვენი შვილი რეალური ცხოვრებისთვის - ნუ დაიცავთ მას ზედმეტად!

პირველი ნაბიჯი არის თქვენი შვილებისთვის პასუხისმგებლობის მიცემა. მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ეს კონკრეტული სფერო მათი კუთვნილებაა, ხოლო შედეგი, მათი პასუხისმგებლობა.

რა თქმა უნდა, აუცილებელია გაითვალისწინოთ მათი ასაკი და შესაძლებლობები - ხუთი წლის ბავშვი არ არის მზად აიღოს დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ, მას შეუძლია გახდეს პასუხისმგებელი კონკრეტულ სათამაშოზე.

თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ბავშვს, რეალურად, უფროსებს დახმარების გარეშე შეეძლოს ამ ვალდებულების აღება. უმჯობესია, მცირე პასუხისმგებლობებით დაიწყოთ და ბავშვსაც მისცეთ საშუალება გამოსცადოს შედეგები.

მიეცით მათ უფლება დამოუკიდებლად შეასრულონ საშინაო დავალებაში, აიღონ პასუხისმგებლობა შედეგებზე, მიიღონ თუნდაც ცუდი შეფასება და ამის შემდეგ ასწავლეთ, როგორ წარმართონ პროცესი შემდეგ ჯერზე.

2. დაე, აღმოჩნდნენ წარუმატებლობის წინაშე

მოამზადეთ თქვენი შვილი რეალური ცხოვრებისთვის - ნუ დაიცავთ მას ზედმეტად!

წარუმატებლობა მტკივნეულია, მაგრამ ის ცხოვრების განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. შეცდომების დაშვება და შედეგების გამოსწორება პიროვნული ზრდის აუცილებელი კომპონენტია. მშობლისთვის ძალიან მტკივნეულია იმის გაანალიზება, რომ ბავშვმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მათი დაცვის დამატებითი მიზეზი.

თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ ბავშვს დახმარება და ასწავლოთ იპოვოს საუკეთესო სტრატეგია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ, რომ ის წარუმატებლობის ან შეცდომის დაშვებისგან დაიცვათ.

3. მიეცით შვილებს საშუალება განიცადონ აღმასვლა და ვარდნა

მოამზადეთ თქვენი შვილი რეალური ცხოვრებისთვის - ნუ დაიცავთ მას ზედმეტად!

თქვენ უნდა გამოუცხადოთ შვილებს მხარდაჭერა, მაგრამ მაინც უნდა მისცეთ უფლება იმოქმედონ დამოუკიდებლად. კარგია, თუ ისინი ცუდ არჩევანს გააკეთებენ და შედეგად იმედგაცრუებულნი დარჩებიან. ამის შემდეგ, დაეხმარეთ ბავშვს შეიმუშაოს უფრო კონსტრუქციული შეხედულება თითოეულ სიტუაციაზე. ასწავლეთ, რომ ცხოვრება მხოლოდ წარმატებას არ მოიცავს - წარუმატებლობა, დაღმასვლა, ვარდნა - უწოდეთ ის, რაც თქვენ გსურთ, მაგრამ ეს მომენტები, სრულყოფილი ცხოვრების ნაწილია...

4. მიეცით მეტი და მეტი თავისუფლება ყოველწლიურად

მოამზადეთ თქვენი შვილი რეალური ცხოვრებისთვის - ნუ დაიცავთ მას ზედმეტად!

დღეს ბავშვები ხშირად უაღრესად რეგულირებულ ცხოვრებას ეწევიან. ეს გეხმარებათ დაიცვათ მათი უსაფრთხოება, თუმცა ბავშვებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლობა. ნახეთ, რა სახის ავტონომია შეგიძლიათ უზრუნველყოთ და სად არის ეს მიზანშეწონილი - ზოგიერთ გადაწყვეტილებას ბავშვები იღებენ ყოველდღიურად, როგორიცაა ტანსაცმლის ან საკვების არჩევა, ჰობის ან ინტერესების არჩევა - სწორედ აქ მიეცით მათ თავისუფალი არჩევანი.

ნელ-ნელა შესთავაზეთ მეტი ავტონომია, მაგრამ ამასთან მიეცით პასუხისმგებლობაც, რათა თავისუფლებისა და გადაწყვეტილებების დაბალანსება ისწავლონ.

5. გადადგით ნაბიჯი უკან!

მოამზადეთ თქვენი შვილი რეალური ცხოვრებისთვის - ნუ დაიცავთ მას ზედმეტად!

თქვენ მშობელი ხართ, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული, მისცემთ თუ არა შვილებს თავისუფლებას. მნიშვნელობა არ აქვს, ამას თავად მოგთხოვენ თუ არა - თქვენ მზად უნდა იყოთ მის გასაცემად. მიეცით საკუთარ თავს სივრცე, რათა გადადგათ ნაბიჯი უკან და მიეცით საშუალება თქვენს შვილს, გააკეთოს არჩევანი ან აიღოს პასუხისმგებლობა!

მათ შეიძლება შეცდომა დაუშვან, მაგრამ ეს წარმოუდგენლად ღირებული გამოცდილებაა. ამიტომ, თქვენ უბრალოდ უნდა მისცეთ ამის უფლება.