სილამაზე

ზამთრის თერაპიაა თქვენი კანისთვის: 3 ნატურალური სახის ნიღაბი, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

ზამთრის თერაპიაა თქვენი კანისთვის: 3 ნატურალური სახის ნიღაბი, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

მოდით, ვაღიაროთ, რომ არავის სურს სახეზე ტოქსიკური ნივთიერებების დადება!

მაგრამ თუ თქვენ არ ამოწმებთ კანის მოვლის პროდუქტების თითოეულ ინგრედიენტს, (სახის ლოსიონებიდან დაწყებული, გამწმენდებითა და თვალის კრემებით დამთავრებული), დიდი ალბათობით, ქიმიკატების მთელ კოლექციას მოიხმართ, რაც საბოლოოდ, თქვენს სხეულში შეიწოვება.

მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ საუკეთესო დამატენიანებელი თუ გამწმენდი პროდუქტები, თქვენს მაცივარსა და საკუჭნაოში იმალება!

ეს სწრაფი და მარტივი ნიღბების რეცეპტები კი, გამომშრალი კანის გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ! მზად ხართ ზამთრის თერაპიისთვის?

1. ავოკადო, ბერძნული იოგურტი და თაფლი

ინგრედიენტები:

· ½ მწიფე ავოკადო

· 1 ჩაის კოვზი ბერძნული იოგურტი

· 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი

რატომაა ეს ნიღაბი ეფექტური?

უბრალოდ მიენდეთ ბუნების საუკეთესო საკვებს - ავოკადოს. მაშინაც კი, როდესაც მიირთვით, ის შინაგანად ატენიანებს თქვენს კანს. ხოლო მისი ადგილობრივად გამოყენება, ნიღბის სახით, ამ პროცესს აჩქარებს. გარდა ამისა, ის გამდიდრებულია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც საუკეთესო საშუალებაა ანთების საწინააღმდეგოდ.

ასევე, თაფლი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული თვისებებით, ამიტომ ის შესანიშნავია აკნეს პროფილაქტიკისთვის. ხოლო რძემჟავა და ვიტამინი C, რომელსაც ბერძნული იოგურტი შეიცავს, მსუბუქად ასუფთავებს კანს და ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას.

2. თაფლი, ლიმონი და დარიჩინი

ინგრედიენტები:

· 2 სუფრის კოვზი თაფლი

· ½ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი

· 1 ჩაის კოვზი დარიჩინის სანელებელი

რატომაა ეს ნიღაბი ეფექტური?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თაფლს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები, რაც თქვენს კანს სისუფთავეს უნარჩუნებს. ლიმონი, კიდევ ერთი ტუტე საკვები, ხელს უწყობს კანის აქერცვლას და ამცირებს მზის დაზიანებებით წარმოქმნილ ლაქებს. ხოლო დარიჩინი, არა მხოლოდ აძლიერებს აქერცვლის პროცესს, არამედ ამცირებს ანთებას და სიწითლეს.

3. ქოქოსი და ყავისფერი შაქარი

ინგრედიენტები:

· 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი

· 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი

რატომაა ეს ნიღაბი ეფექტური?

ირწმუნეთ ქოქოსის სამკურნალო თვისებები! მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ამ საკვებ მცენარეულ ცხიმს შეუძლია სასწაულების მოხდენა. თანაც, არა მხოლოდ თქვენს სახეზე, არამედ თქვენს მკლავებზე, თმაზე, ფეხებზე. ის არის ბუნებრივი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება; ხოლო ყავისფერი შაქარი შესანიშნავი ამქერცლავია, რადგან ის ბევრად უფრო რბილია ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი, მაგრამ საკმარისად ძლიერია კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად.