LIFE

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ამ თემით სამყაროს აკვიატება ძალიან შორს წავიდა, მაგრამ სხვებს, კიდევ უფრო მეტი ფილმი თუ სერიალი სურთ საყვარელ პრინცესაზე. 

რატომ პრინცესა დიანა? რატომ არ კარგავს მისი ისტორია აქტუალობას? რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესას შესახებ? 

დიანას ისტორია ბევრ ქალს ეხმიანება

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

მას შემდეგ, რაც დიანა სამეფო ოჯახის წევრი გახდა, მან ბევრი მძიმე მომენტი განიცადა, მათ შორის განქორწინება და მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ამ ბრძოლებმა მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ ის საკმარისად ძლიერი იყო - შეებრძოლა პრობლემებს და ასობით სხვა ადამიანს დაეხმარა მსგავსი ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში. სიკეთისა და გულწრფელობის წყალობით, დიანამ საშუალება მოგვცა დაგვენახა გულღია და დაუცველი ადამიანი, რომელიც უელსის პრინცესას მიღმა იმალებოდა. ბევრმა ადამიანმა იპოვა ძალა საკუთარ თავში, რადგან მათ დაინახეს, როგორ გააკეთა ყველასთვის საყვარელმა პრინცესამ.

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

მისი ისტორია ზღაპარივით დაიწყო და ათწლეულების შემდეგ, კვლავ მომაჯადოებელია

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

სამეფო ქორწილი მომხიბვლელი თემაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პატარძალი ისეთი მოკრძალებული ახალგაზრდა ქალია, როგორიც იყო დიანა. პრინცზე დაქორწინება მრავალი ზღაპრის ტიპიური ბედნიერი დასასრულია, რომელსაც ბავშვობაში ვკითხულობდით და როდესაც ნამდვილი გოგონა ნამდვილ პრინცზე დაქორწინდა, ეს ოცნება ახდა. 1981 წელს, დიანას და ჩარლზის ქორწილის დღეს, მთელი მსოფლიო ამ ზღაპრით იყო შეპყრობილი.

ცნობილია, რომ სამეფო ქორწილს, დაახლოებით 750 მილიონი ადამიანი უყურებდა. დიანას ისტორიით შთაგონებული თანამედროვე ფილმები და სატელევიზიო შოუები კი, საშუალებას გვაძლევს ეს მომხიბლავი მომენტები განმეორებით ვიხილოთ და ახალი დეტალები აღმოვაჩინოთ.

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

ძალიან რთულია მისი პერსონაჟის განსახიერება

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

პრინცესა დიანამ არც ისე დიდი ხნის წინ დაგვტოვა და ბევრს დღემდე კარგად ახსოვს მისი იმიჯი. ზოგს ახსოვს ის დღე, როდესაც ტელევიზორში უყურეს მის ქორწილს, ზოგს კი, ტრაგიკული ავარიის საზარელი ამბავი აგონდება... ჩვენ ვხედავთ ასობით ფოტოს და ათობით ინტერვიუს და, როგორც ჩანს, კარგად ვიცნობთ საყვარელი პრინცესას ყოველი გამოხედვას, ყოველი ღიმილსა და ყოველი ჟესტს.

ბოლო ათწლეულებში, ბევრმა მსახიობმა განასახიერა დიანა ეკრანზე. ყოველ ახალ ფილმთან ან სერილთან ერთად ვიწყებთ შედარებებს. ჩვენ ვცდილობთ გადავწყვიტოთ, ახერხებენ თუ არა ეს მსახიობები მისი ჟესტების, პოზების, გარეგნობისა თუ ინტონაციის განმეორებას.

ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მისი ნამდვილი ხმა

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

პრინცესა დიანა ერთ-ერთი ყველაზე გადაღებადი ადამიანი იყო მსოფლიოში. სამეფო ოჯახში შესვლის დღიდან, ის მუდამ იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. თუმცა ის, რაც მისი პიროვნების შესახებ ვიცით, ძირითადად სხვა ადამიანების მოგონებებია - პაპარაცების მიერ გადაღებული ათასობით სურათი, ბიოგრაფების მიერ დაწერილი ათობით წიგნი და მის ირგვლივ არსებული ადამიანების მოგონებები...

რატომ გვჭირდება მეტი ფილმი პრინცესა დიანას შესახებ?

დიანას ამბავზე დაფუძნებული დრამები გვაძლევს საშუალებას დავინახოთ მოვლენები მისი პერსპექტივიდან, ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობდა და რას გრძნობდა. ეს დროში მოგზაურობას ჰგავს - სადაც ხელახლა შეგვიძლია დავინახოთ პრინცესა - თითქოს ის არც არსად წასულა. ხოლო ჩვენ, მუდამ მზად ვართ ამ ტკბილ ილუზიებს ისევ და ისევ დავნებდეთ...