როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტური სიტუაციები
24.03.20247 ფრაზა, რომელიც შვილს არასდროს უნდა უთხრათ
23.03.2024
ტანსაცმლისა და მაკიაჟის მსგავსად, თმის ვარცხნილობაც ბევრს ამბობს ჩვენზე...
· გრძელი და უდარდელად გაშლილი თმა
გრძელი და გაშილი თმის ტარება იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ხართ უდარდელი და ქარიზმატული პიროვნება. თქვენ არ გაინტერესებთ რას ფიქრობენ თქვენზე, თუმცა ზოგჯერ, სიმორცხვისა და დაუცველობის განცდა გაწუხებთ.
· მოკლე ან „პიქსი“ვარცხნილობა
თუ თქვენ გაქვთ მოკლე ან პიქსი თმის ვარცხნილობა, ეს ნიშნავს, რომ არ იმალებით და ნებისმიერ პრობლემას პირდაპირ აგვარებთ. ეს სტილი ასევე აჩვენებს, რომ დაკავებული ადამიანი ხართ და ბევრს მოგზაურობთ.
· მჭიდრო „ცხენის კუდი“
თქვენ გაბედული, ამბიციური და დომინანტი ადამიანი ხართ. არ გეშინიათ აჩვენოთ ხალხს, თუ ვინ არის აქ მთავარი.
· თავისუფალი „ცხენის კუდი“
თქვენ ხართ მშვიდი, მიმზიდველი და სასიამოვნო ადამიანო. ეს ვარცხნილობა ასევე მიუთითებს, რომ აქტიური და დაკავებული პიროვნება ხართ, რადგან არ გაქვთ დრო, საათები დაკარგოთ ვარცხნილობაზე.
· ნაწნავები და ლენტები
ნაწნავებისა და ლენტების თმის ვარცხნილობაში მათი ინტეგრირება აჩვენებს, რომ არტისტული ადამიანი ხართ და მოგწონთ კრეატიულობა. ეს ასევე ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მიწიერი და მხიარული ადამიანი.
· განზრახ აჩეჩილი სტილი
მიზანმიმართულად აჩეჩილი „ცხენის კუდი“ და ნაწნავები ახლა ძალიან პოპულარულია. ეს სტილი ნიშნავს, რომ თქვენ უდარდელი და მშვიდი ადამიანი ხართ, რომელსაც არ სურს ყოველთვის გლამურულად გამოიყურებოდეს.
· კარე
მოკლედ და გრძელი კარე არის სტილი, რომელიც ტოვებს კლასიკურობისა და ელეგანტურობის შთაბეჭდილებას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ამბიციური და შრომისმოყვარე პიროვნება, მაგრამ ასევე, ამაყობთ თქვენი გარეგნობით.
· ექსტრავაგანტული ვარცხნილობები
თქვენი თმის ექსტრავაგანტული ან თვალისმომჭრელი სტილი ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ხელოვანი, თავდაჯერებული პიროვნება. ასევე, მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ არ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები.
· ზურგს უკან გადაყრილი თმები
თქვენ მოგწონთ სიტუაციების კონტროლი, წესრიგი და გრაფიკით მუშაობა. თუმცა, თქვენ ხართ თავშეკავებული ადამიანი და დამოუკიდებლად მიუყვებით ცხოვრების გზას.
· გასწორებული თმა
თუ თმას ხშირად ისწორებთ, ეს ნიშნავს, რომ პერფექციონისტი ხარ. თქვენ გსურთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, იყოს საუკეთესო. თქვენ ასევე ძალიან მოგწონთ სიტუაციების კონტროლი.
· ხვეული თმა
ბუნებრივად თუ ხელოვნურად დახვეული თმა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მხიარული და უდარდელი პიროვნება. თქვენ არ გაწუხებთ თქვენი თმის ასიმეტრიული და აწეწილი ვიზუალი - თქვენ სიმშვიდის განსახიერება ხართ.
· „კოსა“
მჭიდრო თუ თავისუფალი „კოსა“ ნიშნავს, რომ თქვენ კლასიკური ადამიანი ხართ, მაგრამ ასევე გსურთ იყოთ პრაქტიკული. თქვენ არ გეშინიათ გამოაჩინოთ საკუთარი სახე; ხართ პატიოსანი, მაგრამ თბილი ადამიანი.
თემები: თმა, სტილი, ვარცხნილობა, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი