LIFE

„სექსი დიდ ქალაქში“ დაბრუნდა! რომელი პერსონაჟი ხარ ახლა? - ტესტი

„სექსი დიდ ქალაქში“ დაბრუნდა! რომელი პერსონაჟი ხარ ახლა? - ტესტი

საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ დაბრუნდა. საქვეყნოდ ცნობილი პერსონაჟები უკვე თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს უმკლავდებიან. თუ მუდამ გაინტერესებდა, რომელი პერსონაჟი შეიძლებოდა ყოფილიყავი: ქარიშხლიანი, თუმცა ზედმეტად ანალიტიკური კერი; პრაგმატული და ამბიციური მირანდა; ან თავმდაბალი შარლოტა, მაშინ ეს ტესტი შენთვისაა!

მთავარი შეკითხვაა: ახლა როგორები არიან „სექსი დიდ ქალაქში“-ის პერსონაჟები და რომელი მათგანი ხარ შენ? თუმცა როგორც მირანდა იტყოდა: „ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ, ის ადამიანები დავრჩეთ, ვინც ვიყავით, არა?“

ამჟამად შენთვის, როგორც მშობლისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევაა:

a. თინეიჯერმა ვაჟმა, შენი ძველი, მყუდრო ბინა, სექსის ბუნაგად გადააქცია.

b. დაარწმუნოთ თქვენი ქალიშვილი, რატომ უნდა ატაროს ყვავილებიანი კაბა...

c. რომელი შვილები?

შენ ახლახან შეიძინე ახალი საუკეთესო მეგობარი. ის არის:

a. ცნობილი სამართლის პროფესორი

b. შეშლილი დედა და ქალი, რომელიც სამ ბავშვთან ერთად სადილობს.

c. უცნაური ახალგაზრდა, რომელიც მარიხუანას საჯაროდ ეწევა.

შენს სამეგობროს ერთი ადამიანი გამოაკლდა. როგორ უმკლავდები?

a. არც კი გახსოვს, თითქოს არც არსებულა...

b. [მხრებს იჩეჩავ]

c. საყვარელ კაფესთან გავლისას, აუცილებლად სწერ, როგორ მოგენატრა...

ამჟამად შემდეგი პრობლემის წინაშე ხარ:

a. შვილის ნივთებში გამოყენებული პრეზერვატივი აღმოაჩინე...

b. ძვირფასი თოჯინების კოლექცია კარგად არ ინახება!

c. Instagram...

სტრესის შესამსუბუქებლად შენ:

a. ქაღალდის ჭიქებით სვამ ღვინოს.

b. ეფერები შენს საყვარელ შინაურ ცხოველს.

c. კარტოფილი ფრი უებარი წამალია.

როგორ ვლინდება შენი ქმრის შუახნის კრიზისი?

a. მას სექსუალური აპათია აქვს.

b. მან სკეიტბორდი იყიდა.

c. ის გამუდმებით ვარჯიშობს

რომელ გაბედულ ტენდენციას მისდევ ახლა?

a. ატარებ ბუნებრივ, ჭაღარა თმას

b. მისდევ იოგასა და მედიტაციას

c. ორ ჩანთას ერთდოულად ატარებ

ტრაგიკული გარდაცვალების ამბავი შეიტყვე... შენი პირველი იმპულსი არის:

a. ყავას მოამზადებ

b. ეს ყველაფერი პირადად შენ გეხება!

c. მარტინი საუკეთესო არჩევანია

მზად ხარ პასუხებისთვის? მაშინ დავიწყოთ:

თუ ყველაზე მეტი a პასუხი დაგიგროვდა, შენ ხარ მირანდა:

„სექსი დიდ ქალაქში“ დაბრუნდა! რომელი პერსონაჟი ხარ ახლა? - ტესტი

შენ ხარ „ბიჭის დედა“, რომელიც ცდილობს არ მოდუნდეს და წარმატებას მიაღწიოს როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. გაწუხებს ის ფაქტი, რომ ბერდები და გამუდმებით ეძებ სრულყოფილებას. ამ მიზნის მისაღწევად კი, სწავლასაც დაუბრუნდი, რათა ახალი დიპლომი აიღო, თანაც ადამიანის უფლებათა მიმართულებით. ის მეგობარი ხარ, რომელიც მაშინ გამოჩნდება, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება...

მაგრამ თუ გულწრფელად ვისაუბრებთ: დილით დალევის ჩვევა ცოტათი შემაშფოთებელია!

თუ ყველაზე მეტი b პასუხი დაგიგროვდა, შენ ხარ შარლოტა:

„სექსი დიდ ქალაქში“ დაბრუნდა! რომელი პერსონაჟი ხარ ახლა? - ტესტი

გილოცავთ! შენ დაქორწინებული ხარ წარმატებულ, შემდგარ მამაკაცზე და ხარ ორი ლამაზი ქალიშვილის დედა. ასევე, ცხოვრობ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ უბანში... კიდევ რას აკეთებ? ზრდი წარმატებულ გოგონებს, რომლებიც სულ მალე კლასიკურ მუსიკის ორკესტრს შეუერთდებიან და ალბათ, საუკეთესო უნივერსიტეტსაც დაასრულებენ. რამდენი წლისაც არ უნდა გახდე, გული მაინც ბავშვივით გიფორიაქდება, კვლავ თავდაჯერების პრობლემები გაქვს და კვლავ დაუცველი ხარ...

ჩვენი რჩევაა, შემდეგი კვირა დღე საკუთარ თავს დაუთმო: ცხელი აბაზანა და სახის ნიღბები ისაა, რაც ნამდვილად გჭირდება!

თუ ყველაზე მეტი c პასუხი დაგიგროვდა, შენ ხარ კერი:

„სექსი დიდ ქალაქში“ დაბრუნდა! რომელი პერსონაჟი ხარ ახლა? - ტესტი

შენ ხარ საკულტო ქალი, ძველი მედიის მომხიბლავი ვარსკვლავი, რომელიც ახალ ციფრულ ლანდშაფტს ებრძვის და ახალ რეალობას ერგება. როგორ უნდა დაიწყო რომანი, თუ 50 წელს უკვე გადააბიჯე? ან რა ჯანდაბაა ეს TikTok? თუმცა კვლავ ძველებურად სვამ მაგარ კოქტეილებს, იცვამ ბრჭყვიალა ფეხსაცმელებს და Instagram-ის ალგორითმებში იკარგები....

N/A: შენ სამანტა ხარ

„სექსი დიდ ქალაქში“ დაბრუნდა! რომელი პერსონაჟი ხარ ახლა? - ტესტი

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ მოგწონს, სავარაუდოდ უკვე ახალი ცხოვრება დაიწყე და სხვა ქალაქში, საკუთარი თავის აღმოსაჩენად გაემგზავრე...