LIFE

როგორ აზროვნებთ: კრიტიკულად თუ ნეგატიურად?

როგორ აზროვნებთ: კრიტიკულად თუ ნეგატიურად?

ყოველი სიტუაცია, რომელშიც ვხვდებით, გვეხმარება რაღაცის სწავლაში. ჩვენ უბრალოდ უნდა მივიღოთ სწორი გაკვეთილი და კრიტიკულად გავაანალიზოთ ის. ამის გაკეთება აუცილებელია, მაგრამ ხშირად, კრიტიკული აზროვნების ნაცვლად ნეგატიურ აზროვნებას ვირჩევთ...

ადამიანების უმეტესობას აქვს წინასწარგანწყობა, რაც აადვილებს სიტუაციის ყველა ნეგატიური ასპექტის ამოცნობას, თუმცა, ეს იშვიათად ქმნის მთლიანი სიტუაციის რეალურ სურათს. 

როდესაც ზედმეტად ნეგატიურები ვართ, შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ სიტუაციას კრიტიკულად და ზუსტად ვაფასებთ. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მას ნეგატიურად ვაფასებთ.

ძალიან კარგია, თუ ყველაზე უარესი შედეგისთვის ემზადებით და აუცილებლად ითვალისწინებთ სიტუაციის უარყოფით მხარეებს, მაგრამ როდესაც ცუდის მოლოდინი გვაქვს, მაშინ ვზღუდავთ ჩვენს აზროვნებას და ცუდის მეტს, ვერც ვერაფერს ვხედავთ. 

ნეგატიურ აზროვნებას აქვს გარკვეული უპირატესობები. არავინ დავობს, რომ ცუდის დანახვა და შემჩნევა დადებითი თვისებაა. მისი წყალობით, ჩვენ უკეთ ვახერხებთ ფინანსებისა თუ დროის მენეჯმენტს.

თუმცა, ნეგატიურ აზროვნებას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვზღუდავთ საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს და უარს ვამბობთ ნებისმიერი სახის რისკზე. შედეგად კი, ვერც საკუთარ მიღწევებს და წარმატებებს ვხედავთ და ვერც სამომავლო შესაძლებლობების გამოყენებას ვახერხებთ.

ნეგატიური აზროვნება არ არის კრიტიკული აზროვნება.

იყო კრიტიკული ნიშნავს გქონდეს ანალიტიკური მიდგომა და შეგეძლოს ყველაფრის დანახვა - კარგის, ცუდის და ნეიტრალურის. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ უფრო ობიექტური და მართებული დასკვნის მისაღებად, მტკიცებულებები გამოვიყენოთ.

იყო ნეგატიური ნიშნავს ყველაფერი ბნელი ფილტრის საშუალებით დაინახო და მხოლოდ ერთი ტიპის ინფორმაცია მოიპოვო. როდესაც გსურთ იყოთ კრიტიკული, გაითვალისწინეთ დადებითი მხარეებიცა და ყველა სხვა ინფორმაციაც.

ჩვენ მიდრეკილნი ვართ ნეგატივის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა, რათა დადებით მოვლენებზე მოვახდინოთ ფოკუსირება. დარწმუნდით, შეგიძლიათ დაინახოთ როგორც ცუდი, ასევე კარგი ასპექტები. თუ ზოგჯერ ეს ძალიან ძნელია... აღიარეთ, რომ პრობლემა გაქვთ და დაასახელეთ სიტუაციის რამდენიმე სარგებელი ან კარგი შედეგი.

ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გადაიქცეთ ოპტიმისტად. მაგრამ კრიტიკული აზროვნების კულტივირება გულისხმობს სიტუაციის ყველა მხარის შეფასებას და ლოგიკური დასკვნის გამოტანას.