ჰოროსკოპი

ასტროლოგიური პროგნოზი: როგორი იქნება 2022 წელი ვერძებისთვის? კარიერა და ფინანსები, სიყვარული და ჯანმრთელობა...

ასტროლოგიური პროგნოზი: როგორი იქნება 2022 წელი ვერძებისთვის? კარიერა და ფინანსები, სიყვარული და ჯანმრთელობა...

პირველ რიგში, ნუ გაგიკვირდებათ, რომ 2022 წლის ნელა დაიწყება. განსაკუთრებით კი, პირველი კვარტალი. ამ პერიოდში შეიძლება მოგიწიოთ წარსულიდან გარკვეული ტვირთის ტარება... მოდით ნუ ვიჩქარებთ და საკითხს მეტად დეტალურად, თანმიმდევრულად მივყვეთ - კარიერა და ფინანსები, სიყვარული და ჯანმრთელობა - როგორი იქნება 2022 წელი თქვენთვის?

კარიერა და ფინანსები ნელა, მაგრამ აუცილებლად განვითარდება! 

ასტროლოგიური პროგნოზი: როგორი იქნება 2022 წელი ვერძებისთვის? კარიერა და ფინანსები, სიყვარული და ჯანმრთელობა...

მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში სატურნი თხის რქაშია, თქვენც შეგიძლიათ მიაღწიოთ მიზნებს, ოღონდ დიდი შრომითა და მოთმინებით. მაგრამ თქვენ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს კარიერას, რადგან სატურნის ეს ტრანზიტი თხის რქაში შესაძლოა უსიამოვნო სიახლის წყაროც კი გახდეს. 

ჩვენ გირჩევთ, რომ წლის პირველ კვარტალში, თავიდან აიცილოთ კარიერული ცვლილებები, რადგან ეს არ არის ხელსაყრელი დრო. თუმცა, გასაუბრებაზე სიარული და სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ აპრილიდან. ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრიდან, თქვენი მუდმივი შემოსავლები გაიზრდება და თქვენც კმაყოფილი დარჩებით.

წინ სუპერ რომანტიული წელი გელოდებათ...

2022 წლის აპრილიდან 2022 წლის სექტემბრამდე, აუცილებლად შეხვდებით ვინმე განსაკუთრებულს. თუ პლანეტების ტრანზიტს სწორად გამოიყენებთ, აუცილებლად იპოვით თქვენი ცხოვრების ნამდვილ სიყვარულს. (დიახ, ეს ის დროა, რასაც მარტოხელების უმრავლესობა დიდი ხანია ელოდება!). ეს ახალი ნაცნობობა სერიოზულ და მყარ ურთიერთობა გადაიქცევა. ხოლო მათთვის, ვინც უკვე რომანტიკულ ურთიერთობაშია, ეს პერიოდი იდეალურია ქორწინებისთვის...

დროა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას!

2022 წელს თქვენ უფრო მეტად უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. დიახ, სწორად წაიკითხეთ. თუ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, გამოჯანმრთელებას ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდება.

ასე რომ, უმჯობესია გაძლიერდეთ და აიმაღლოთ იმუნიტეტი ისე, როგორც არასოდეს. აუცილებლად დაიცავით ჯანსაღი კვება და ივარჯიშეთ რეგულარულად.

2022 წელს, ჯანმრთელობა უნდა იყოს თქვენი მთავარი პრიორიტეტი!

წინ ახალი წელი და ახალი გამოწვევებია!