ჰოროსკოპი

ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის: მოემზადეთ 2022 წლისთვის - ახლა თქვენი დღესასწაული იწყება!

ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის: მოემზადეთ 2022 წლისთვის - ახლა თქვენი დღესასწაული იწყება!

2022 წელი, წლის ყველაზე მაღალი ნოტებით დაიწყება, რაც შესანიშნავი ამბავია! ჩვენი რჩევაა, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს ენერგია და ყველა დაგეგმილი აქტივობა, სწორედ ამ პერიოდში დაიწყოთ. ძალისხმევა, რომელსაც ახლა გაიღებთ, აუცილებლად იქნება დაჯილდოებული და აღიარებული, თანაც, ამავე წელს...

ყოველთვის კარგი განცდაა, როდესაც ძალისხმევა გიფასდება!

განსაკუთრებით კი თქვენთვის, ძვირფასო კუროებო, რადგან შრომის ფასი, თქვენზე უკეთ არავინ იცის. ამიტომ, დროა 2022 წლისთვის მოემზადოთ - ეს თქვენი კარიერული წარმატების წელია. ახალი სამსახურ(ებ)ი, ახალი შეთავაზებები და ახალი, ბევრად მსუყე ხელფასი - თანაც, წლის დასაწყისიდანვე. მაქსიმალურად შეეცადეთ დროულად გამოხვიდეთ თქვენი „ბუნაგიდან“ და იმოქმედოთ.

ცხოვრება სიყვარულის გარეშე არასრულია, არა!?

როგორც ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, მარტოხელა კუროები, აუცილებლად იპოვიან ვინმე განსაკუთრებულს. ეს ურთიერთობა კი, დიდი ალბათობით, ქორწინებით დაგვირგვინდება...

დიახ, სწორად კითხულობთ, თუმცა, ნუ შეგეშინდებათ. თქვენი საუკეთესო თვისება ის არის, რომ თქვენ არ აფასებთ წიგნს მისი ყდის მიხედვით. ამიტომ, ადვილად გააანალიზებთ ყველაფერს პიროვნების შესახებ: დაწყებული გარეგნობიდან, კარიერითა და ფინანსებით დასრულებული.

ასევე, თქვენი ხასიათი იმდენად ჯიუტია, რომ არც კომპრომისზე გეგმავთ წასვლას. ამიტომ, ეს იქნება ნამდვილი სიყვარული, სადაც, თავს ისე იგრძნობთ, როგორც ღრუბლებში... 

კარგი ჯანმრთელობის საიდუმლო, ფიზიკური აქტივობა და სწორი კვებააა...

მთავარი პრობლემა, რომელიც 2022 წელს, ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება შეგექმნათ, ესაა ენერგიის ნაკლებობა. დიახ, ამ დატვირთულ და ემოციურ წელს, ნამდვილად გჭირდებათ ფიზიკური გამძლეობა. ამიტომ, მოერიდეთ უსარგებლო საკვების ჭამას და დარწმუნდით, რომ იღებთ ყველა საჭირო საკვებ ელემენტს. ამასთან, ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ ენერგიული განწყობის შენარჩუნებაში.

ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც - სცადეთ იოგა ან მედიტაცია. ან ნებისმიერი რამ, რაც აუმჯობესებს ძილის ხარისხს, აძლიერებს იმუნიტეტს და გავსებთ პოზიტიური, თუმცა მშვიდი ემოციით. გვერწმუნეთ, ასეთი მაღალი ენერგეტიკის, აქტიური და ამაღელვებელი წელი, აქამდე ნამდვილად არ გქონიათ!

ძვირფასო კუროებო, აი თქვენ კი, ნამდვილად უნდა გაამზადოთ შამპანიური და 2022 წელს სიხარულით შეეგებოთ!