LIFE

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წელი, რბილად რომ ვთქვათ უცნაური იყო, სავარაუდოდ, უკვე ფიქრობთ, როგორი შეიძლება იყოს 2022 წელი. უკვე დაიწყეთ მომავალი წლის საახალწლო წესების წერა? თუ არა, მაშინ ჩვენი რჩევაა, დაიწყეთ დღესვე და ნუ გადადებთ მომდევნო წლისთვის!

მაგრამ, ჩვენ უკვე გვინახავს ისეთი წესების სია, რომელიც სავსეა გრძელვადიანი გადაწყვეტილებებით, თუმცა 20 იანვრისთვის, ადამიანების უმეტესობას უკვე აღარ ახსოვს... ეს კი, აუცილებლად ბადებს კითხვას: „საერთოდ, საახალწლო წესები, ეფექტურია თუ არა?“

ჩვენ გთავაზობთ 11 მარტივ საახალწლო სია, რაც 2022 წელს აუცილებლად უნდა მიიღოთ! ცხადია, თუკი ბედნიერი ცხოვრება გსურთ...

1. გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

დაგეგმეთ შოპინგი, ვახშამი, კინო, სეირნობა ან უბრალოდ, მეგობრები სახლში მოიწვიე! სახლი ხომ არასოდეს იკეტება, სახლისთვის ხომ არასოდესაა გვიანი!

ამ რეზოლუციის წესი მარტივია - რაც შეიძლება მეტი დრო გაატარე მეგობრებთან ერთად!

2. მეტი დრო გაატარე ბუნებაში

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ ბუნების მოყვარული, დადასტურებული ფაქტია, რომ ბუნებასთან კავშირი ამცირებს სტრესს. ასე რომ, გაისეირნეთ, უყურეთ მზის ამოსვლას ან ჩასვლას საყვარელ ადამიანთან ერთად, ან გაიარეთ ერთი დამატებითი წრე პარკში, თქვენს ძაღლთან ერთად. სუფთა ჰაერი ძალიან სასარგებლოა!

3. მეტი კომპლიმენტი უთხარით სხვა ადამიანებს

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ზოგიერთისთვის უფრო რთული იყოს, ვიდრე სხვებისთვის უთხარით კომპლიმენტი ყველას - იქნება ეს თანამშრომელი, რომელმაც ახლახანს დაასრულა კვარტალური ანგარიშის პრეზენტაცია, თუ თქვენს წინ მყოფი ადამიანი. გაუზიარე სიყვარული ახლობლებსაც. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს განწყობას!

4. დილაობით საწოლი გაასწორეთ!

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

გაასწორეთ საწოლი ყოველდღე. ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება (არც კი!). შედეგად კი თქვენი დღე უკვე შესრულებული, წარმატებული საქმით დაიწყება!

5. გაზარდეთ რაღაც

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

მიუხედავად იმისა, რომ მებაღეობა შეიძლება საშიშად ჟღერდეს, დაიწყეთ მცირედით. სცადეთ საკუთარი ხელით გაზარდოთ ოთახის მცენარეები, (თქვენ პრაქტიკულად არაფერს აკეთებთ!) ან თუნდაც გაზარდეთ ბოსტნეული კონტეინერში (ვის არ უყვარს ახალი მწვანილი და ცოცხალი პომიდორი?).

6. დაწერეთ დღეში ერთი ხაზი

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

მხოლოდ ერთი ხაზი დღიურში, საშუალებას გაძლევთ დაადგინოთ ცხოვრების რიტმი და სწრაფად დაიჭიროთ ფიქრები. შეიძლება გაგიკვირდეთ, როგორ დაგეხმარებათ ეს მარტივი ჩვევა მოგონებების ჩაწერაში, ემოციების გამოხატვასა და კმაყოფილების პოვნაში.

7. მეტი იკითხეთ

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

ჩვენ ფსონს ვდებთ, რომ ეკრანთან გატარებული დროის საშუალო მაჩვენებელი შემცირდება!

8. დალიე მეტი წყალი

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

საჭიროა იმის ახსნა, რატომ უნდა დალიოთ მეტი წყალი? ცხადია, ყველამ ვიცით. ჩვენ არ გთავაზობთ პირველივე ჯერზე 2-2.5 ლიტრი წყლის მიღებას. დაიწყეთ მხოლოდ 1 ჭიქით და ყოველ მომდევნო თვეს დაამატეთ კიდევ 1 ჭიქა. (თუ იანვარში დაიწყებთ, მაშინ აგვისტო/სექტემბრის თვეში სასურველ მაჩვენებელზე იქნებით...)

9. ყოველთვიურად სცადეთ რაიმე ახალი

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

ახალი რეცეპტი? ახალი ჰობი? ახალი ადგილი? ახალი კურსი? ახალი ადამიანი? - არჩევანი თქვენზეა!

10. გაიარეთ დღეში 2 კილომეტრი

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

შესაძლებელია, რომ უკვე დადიხართ, ან დარბიხართ დღეში 2 კილომეტრს. ამ შემთხვევაში დაისახეთ მიზანი, რომ იყოთ ზოგადად უფრო აქტიური.

სხვა შემთხვევაში, დაისახეთ მიზანი, ყოველდღიურად ფეხით გაიაროთ მინიმუმ 2 კილომეტრი. ეს ენერგიის, ჯანმრთელობისა და ბედნიერების საიდუმლოა!

11. შეიყვარეთ...

11 საახალწლო წესი, რომელიც 2022 წელს აუცილებლად უნდა შეასრულოთ

ყველა და ყველაფერი; სამყარო; ადამიანები; საკუთარი თავი; ცხოველები და მცენარეები; სამსახური; ახალი ფეხსაცმელები - შეიყვარეთ თქვენი ცხოვრება, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, შეიყვარეთ მთელი სამყარო და მასაც აუცილებლად შეუყვარდებით!