ჰოროსკოპი

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის: ფინანსები და კარიერა, სიყვარული და ჯანმრთელობა...

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის: ფინანსები და კარიერა, სიყვარული და ჯანმრთელობა...

2022, მრავალი აღმასვლისა და დაღმასვლის წელია, ძვირფასო ქალწულებო. ამიტომ, სტატიის დასაწყისშივე უნდა გირჩიოთ: გამოიჩინეთ სიფრთხილე ყველა ქმედებაში. 

იქნება ეს თქვენი პროფესიული თუ პირადი ცხოვრება, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ორჯერ დაფიქრდით. ასევე, სწორი იქნება ოჯახის წევრებთან კონსულტაცია და საერთო გადაწყვეტილების მიღება. როცა იგრძნობთ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მაინც ვერ იღებთ, იმ ადამიანს ესაუბრეთ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.

ასევე, მიენდეთ ინსტინქტებს და ცხოვრებაში პირველად, დანებდით საკუთარ ფიქრებს...

კარიერა და ფინანსები

ძვირფასო ქალწულებო, 2022 წელს, უმეტეს თქვენგანს ექნება იუმორის შესანიშნავი გრძნობა და ბავშვური, სპონტანური ენთუზიაზმი. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ადვილად შეძლებთ კარიერული წარმატების მიღწევას. შედეგად, თქვენ გახდებით ცნობილი ადამიანი თქვენს სოციალურ წრეში. ისინი, ვინც ბევრს მუშაობდნენ, მარტივად მიიღებენ სასურველ შედეგებს.

თუმცა ფინანსური თვალსაზრისით, წელს მძიმე ფინანსურ წნეხთან გაქვთ საქმე...

ამიტომ, იზრუნეთ თქვენს ფინანსებზე, განსაკუთრებით 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე. შეადგინეთ ფინანსური გეგმა, მიჰყევით და დარწმუნდით, რომ ხარჯებს ამ გეგმის მიხედვით უმკლავდებით. ეს სიტუაციას ბევრად შეამსუბუქებს.

მიუხედავად ამ რეალობისა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დააგროვოთ ინვესტიცია, ამისთვის კი შრომისმოყვარეობა, მონდომება და ხარჯების შემცირებაა საჭირო.

სიყვარული...

2022 წელს, არც სიყვარული იქნება ადვილი...

ისევე როგორც ფინანსებში, თქვენი ცხოვრების ამ სფეროშიც მოგიწევთ დაბრკოლებების გადალახვა, მაგრამ - რა არის სიყვარული გარკვეული დაბრკოლებების გარეშე, არა?

ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით ძალიან მომთმენი. მიუხედავად იმისა, რომ ეგოის შეკავება გავლენას მოახდენს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მოთმინება დაგეხმარებათ გონივრულად მართოთ ნებისმიერი კრიზისული სიტუაცია.

როგორც ჩანს, მხოლოდ წლის პირველი ნახევარი იქნება დაღმავალი, რადგან, 2022 წლის ივნისიდან მოყოლებული, სიყვარულის და ქორწინების იდეალური დროა.

თანაც, ეს კარგი პერიოდია მარტოხელებისთვის! დიდი ალბათობით, ისინი მარტივად იპოვიან განსაკუთრებულ ადამიანს და თანაც, მალევე დაქორწინდებიან.

მზად ხართ 2022 წლის მეორე ნახევრისთვის?

ჯანმრთელობა

2022 წელს აუცილებლად შეიცვლება თქვენი განწყობა, რადგან თქვენ არ იმოქმედებთ თქვენი მორალური პრინციპების შესაბამისად. ამ ცვლილებამ კი, შესაძლოა გონებრივი და ემოციური აღელვება მოგიტანოთ. ამიტომ ჯანმრთელობის გასაძლიერებლად, აუცილებელია ხანგრძილივი დასვენება. ნუ იტყვით უარს კუთვნილ შვებულებაზე!

თანაც, ამ წელს გათავისუფლდებით იმ დაავადებისგან, რომელიც უკვე დიდი ხანია გტანჯავთ...

როგორც ხედავთ, 2022 წელს, ჯანმრთელობის ერთადერთი პრობლემა ემოციებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ, მაქსიმალურად განიტვირთეთ, მოდუნდით და შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე!