მოკლედ რომ შევაჯამოთ, 2022 წელს, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს, ფინანსური ზრდა და კარიერული წარმატება ელოდებათ. თუ უკვე დასაქმებული ხართ, მაშინ დიდი ალბათობით დაწინაურდებით სამსახურში. ეს წელი, კარგი იქნება ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც. ასევე, გაიზრდება ოჯახური ბედნიერებაცა და ჰარმონიაც. ამასთან, დიდი შანსია, რომ წელს ხშირად იმოგზაურებთ საზღვარგარეთ...

ფინანსები და კარიერა

ფინანსურად და კარიერულად ეს წელი თქვენთვის სტაბილური იქნება. მაგრამ გაგიჭირდებათ ფულის დაზოგვა. დიდი ალბათობით, იმაზე მეტს დახარჯავთ ვიდრე აქამდე. ხოლო, როდესაც თქვენი შემოსავლები გაიზრდება, პარალელურად გაიზრდება თქვენი ხარჯებიც. ჩვენი რეკომენდაციაა, ფრთხილად იყავით ნებისმიერი სახის საბუთების ხელმოწერისას, რადგან არსებობს შანსი, რომ მოგატყუებენ...

თუ მიმდინარე სამსახური გაკმაყოფილებთ, მაშინ წლის ბოლომდე არ მოძებნით სხვა ალტერნატივას. ხოლო თუ ძიების პროცესში ხართ, წლის დასაწყისშივე იპოვით სასურველ პოზიციას.

გაითვალისწინეთ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, გააქტიურდება სამსახურთან დაკავშირებული თემები - პროექტები, გეგმები და მიზნები. ფაქტობრივად, დრო არ გექნებათ იმისთვის, რომ სამსახურის შეცვლაზე იფიქროთ. სიტუაცია 2022 წელის ოქტომბრის თვიდან შეიცვლება. სწორედ ამ პერიოდიდან გაიზრდება თქვენი შემოსავლებიც.

სიყვარული

თხის რქებო, მოემზადეთ სასიყვარულო ცხოვრების ატრაქციონისთვის. 2022 წელს დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაიწყებთ ისეთ ურთიერთობას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდება. ამჯერად, თქვენ შეძლებთ დაივიწყოთ კარიერა და რომანტიკულ ურთიერთობებში გადაეშვათ. ვარსკვლავები ქორწინებასაც კი გიწინასწარმეტყველებენ!

ხოლო თუ უკვე დაქორწინებული ხართ, მაშინ თქვენს ოჯახში მეტი ბედნიერება და ჰარმონია შემოვა.

ჯანმრთელობა

2022 წელს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც აქვთ გულის პრობლემები, საჭმლის მომნელებელი ან სასუნთქი სისტემების დაავადებები. რეგულარულად მიაკითხეთ ექიმს და აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი პრობლემისგან იქნებით დაცული.

ჩვენი რეკომენდაციაა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ჭამთ და მაქსიმალურად დაიცავით ჯანსაღი კვების წესები.