ჰოროსკოპი

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის: ჰარმონია და ბედნიერება

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის: ჰარმონია და ბედნიერება

2022 წელს, შესაძლოა „ჰარმონია“ და „ბედნიერება“ თქვენი მთავარი სიტყვები გახდეს. თქვენ ნამდვილად დაიცავთ მშვიდობის პრინციპებს და ეს, სავარაუდოდ, ახალი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, სამსახურსა თუ სახლში, მეგობრებთან თუ თქვენს სტილისტთან - ყველას, ვისაც ამ წელს შეხვდებით, თქვენს წილ სიხარულს გაუზიარებთ!

კარიერა და ფინანსები

ამ წელს აუცილებლად გექნებათ სურვილი შეიცვალოთ სამსახური, რადგან არსებული პოზიცია აღარ დაგაკმაყოფილებთ. მაგრამ, სამწუხაროდ, სწორი ასტროლოგიური მომენტი ჯერ არ მოსულა. ასე რომ, კარგი იქნება, თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს. თუ ამჟამინდელი ხელფასი არ გაკმაყოფილებთ, ჩვენ რჩევაა დაიწყოთ შტატგარეშე სამუშაო და ასე მიიღოთ დამატებითი ფული.

ასევე, თავიდან აირიდეთ კონფლიქტები. ამის ნაცვლად, შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა თქვენს უფროსებთან, მენეჯერებთან, თანამშრომლებთან და დაქვემდებარებულ პირებთან.

არ დაიწყოთ თქვენი ოცნების პროექტი ახლა. უჩვეულოა, მაგრამ იმ დონეზე იქნებით საკუთარი შეგრძნებებითა და ფიქრებით გატაცებული, რომ თავს ზედმეტად მოდუნებულად და მეოცნებედ იგრძნობთ. ყოველდღიური რუტინა და სტრესიც კი ვერ შეძლებს თქვენი ჰარმონიული განწყობის გაქარვებას. ასე რომ, ისიამოვნეთ!

სიყვარული

2022 წელს, თქვენ აუცილებლად გახდებით სიყვარულის ობიექტი და ეს ურთიერთობა, თაფლივით ტკბილი იქნება. სწორედ აქ იმალება თქვენი ბედნიერების საიდუმლო.

იმ შემთხვევაში, თუკი დაქორწინებული ხართ, ან სტაბილურ ურთიერთობაში იმყოფებით, მაშინ თქვენი მეორე ნახევარი ხელახლა შეძლებს თქვენს შეყვარებას. დიახ, თქვენი ჰარმონიული და არაამქვეყნიური განწყობა ყველას და ყველაფერს მოხიბლავს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებთ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს წელი, თქვენი ქორწინების წელი გახდება!

ჯანმრთელობა

შინაგანი ჰარმონიისა და სიხარულის წყალობით, თქვენს ჯანმრთელობას პრობლემები არ ემუქრება. უფრო მეტიც, მოლოდინი, რომ დედა გახდებით, შესაძლოა ამ წელს ასრულდეს...