LIFE

7 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც 2021 წელს ვისწავლეთ

7 მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც 2021 წელს ვისწავლეთ

ახალი წელი ახლოსაა. 2021 წელი არ ყოფილა ადვილი, მაგრამ ის იყო საუკეთესო, რადგან ჩვენ საშუალება მოგვცა გვასწავლა:

1. ცვლილება შეიძლება იყოს საშიში - მაგრამ არა აუცილებლად

საკუთარი თავის პოვნა ახალ გარემოში, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, ძალიან რთულია. წინა გამოცდილების გარეშე რაიმესთან შეხვედრის გაურკვევლობა, სტრესის მთავარი წყაროა. თუმცა, ნებისმიერი კრიზისი, შესაძლებლობაცაა. მთავარია, რა პერსპექტივიდან იყურებით.

2. ყოველთვის არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეიძლება

იოგა სახლში? ონლაინ კულინარიის გაკვეთილები? ონლაინ ხატვა? ონლაინ გაკვეთილები? - დიახ, ყოველთვის არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც შეიძლება.

3. სწავლის პროცესი არასოდეს ჩერდება

უკანასკნელ ორ წელში, განათლების სისტემამ დაამტკიცა, რომ არ არსებობს ბარიერი, რასაც ის ვერ გადალახავს. თანაც, ონლაინ სისტემების პირობებში...

4. იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე აქამდე ფიქრობდი

ამ წელს ყველა მივხვდით, რომ იმაზე მეტის გადალახვა შეგვიძლია, ვიდრე გვეგონა.

5. ზრუნვა სხვებზე = ზრუნვა საკუთარ თავზე

თუ გსურს, რომ სხვა ადამიანებზე იზრუნო, მაშინ უნდა საკუთარ თავზე უნდა იზრუნო... თუ გსურს, რომ სხვა ადამიანები დაიცვა, მაშინ საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდე...

6. შენ მარტო არ ხარ

ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ. ამ ომში, ყველა ერთი იარაღით ვიბრძვით. შენ არ ხარ მარტო, ჩვენ ყველანი ერთად ვართ. სოლიდარობისა და თანადგომის ის ნიმუშები, რაც 2021 წელს ვიხილეთ, უბრალოდ შეუფასებელია!

7. იყავი ოპტიმისტი, მაგრამ იყავი რეალისტიც

ეს ნიშნავს, რომ უნდა ფოკუსირდე იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლია; აღიარო, რომ საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ხარ და ისწავლო, რომ ყველაფერი ან შავი, ან თეთრი არ არის - უფრო მეტიც, სამყარო ხშირად ნაცრისფერია...