ჯანმრთელობა

მოტივაცია ვარსკვლავებისგან: როგორ დაიკლეს წონაში ცნობილმა ადამიანებმა?

მოტივაცია ვარსკვლავებისგან: როგორ დაიკლეს წონაში ცნობილმა ადამიანებმა?

წონის დაკლება არასოდესაა ადვილი: სპორტდარბაზში გატარებული საათები, კალორიების თვლა და საყვარელ საკვებზე უარის თქმა...

მოდი გავიგოთ, რა გახდა ამ ვარსკვლავების მოტივაცია და როგორ დაიკლეს წონაში ცნობილმა ადამიანებმა? 

· ადელი

მოტივაცია ვარსკვლავებისგან: როგორ დაიკლეს წონაში ცნობილმა ადამიანებმა?

მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა მუსიკოსმა, 2019 წელს პოპულარობა სულ სხვა კუთხით მოიპოვა: მან წონაში საგრძნობლად დაიკლო. როგორც თავად ამბობს:

„დილით სიმძიმეებით ვვარჯიშობ, შემდეგ ფეხით დავდივარ, საღამოს კი კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებ. არანაირი შიმშილი, არანაირი დიეტა, არაფერი. იმაზე მეტსაც კი ვჭამ, ვიდრე აქამდე, მაგრამ ძალიან ბევრს ვვარჯიშობ“.

· კრისტინა აგილერა

მოტივაცია ვარსკვლავებისგან: როგორ დაიკლეს წონაში ცნობილმა ადამიანებმა?

მომღერალმა და მსახიობმა კარიერული შესვენება აიღო, რათა ყურადღება გაამახვილოს ოჯახსა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე.

„3 წლის განმავლობაში სავარძელში ჯდომას ძალიან დიდი ენერგია მიაქვს და ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ საბოლოოდ დასვენება გადავწყვიტე. სიმართლე გითხრათ, ჩემი საიდუმლო ისაა, რომ ვიგრძენი, დრო იყო უბრალოდ მესუნთქა და მეცხოვრა. განსაკუთრებით კი, როდესაც ხელოვანი ხარ, ძალიან რთულია იჯდე, იმუშავო, არ იყო შემოქმედებითი და რაც მთავარია, არ იყო დედა...“

· ქლოი კარდაშიანი

მოტივაცია ვარსკვლავებისგან: როგორ დაიკლეს წონაში ცნობილმა ადამიანებმა?

რეალითი შოუს ვარსკვლავი ამბობს, რომ კალათბურთელ ლამარ ოდომთან დაშორებამ მას წონის დაკლების მოტივაცია მისცა.

„ლამართან მიჭირდა. ჩვენი კავშირი დასასრულისკენ მიდიოდა და ეს იმდენად მძიმე იყო, რომ გათავისუფლება მჭირდებოდა. თავიდან ძალიან რთული იყო. პირველი 45 დღე დაღლილი ხარ, გტკივა და თანაც, უფრო მსუქნად გრძნობ თავს, ვიდრე რეალურად ხარ. ამიტომ მივხვდი, რომ დრო იყო ჩემს თავზე მეფიქრა, დრო იყო მემოქმედა...“

· მელისა მაკარტი

მოტივაცია ვარსკვლავებისგან: როგორ დაიკლეს წონაში ცნობილმა ადამიანებმა?

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ამბობს, რომ ძალიან უჭირდა იმ დიზაინერის პოვნა, ვინც წითელი ხალიჩისთვის კაბას შეუკერავდა. ამიტომ მან გადაწყვიტა შეეცვალა აზროვნება და საკუთარი წონისთვის სხვა თვალით შეეხედა. უცნაურია, მაგრამ ამან ყველაზე უკეთ იმუშავა:

”მე ნამდვილად შევწყვიტე საკუთარ წონაზე ფიქრი და დარდი. ვფიქრობ, ეს არის მთავარი საიდუმლო, რაც დამეხმარა უკან ჩამომეტოვებინა ემოციური მიდგომა საკვების მიმართ და შემდეგ, წონაშიც შევძელი დაკლება...“