სტილი

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

ჩვენს დროში მოდის ტენდენციები ისე სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, რომ თვალის დევნის დრო არ გრჩება. მაგრამ არსებობს ისეთი ტრენდებიც, რასაც ყველა აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რადგან სულ მცირე, ძალიან უცნაურია...

1. თოჯინის ტუჩები 

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

ეს ბოლო წლების მაკიაჟის მნიშვნელოვანი ტრენდია. ამისთვის საჭიროა გამოკვეთოთ ტუჩები, გასცდეთ კონტურებს და ტუჩის კიდეებს. ეს ქმნის გაბუტული ტუჩების და პატარა „თოჯინის“ ილუზიას.

2. 3D ფრჩხილები

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

ამოზნექილი მანიკურის მოდა კორეიდან და იაპონიიდან წამოვიდა და ის სიამოვნებით აირჩიეს ჰოლივუდის მთავარმა მოდელებმა - კაილი ჯენერმა და დუა ლიპამ... შემდეგ კი, მთელმა მსოფლიომ...

3. „ბუზის სათვალე“

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

დიზაინერები ამტკიცებენ, რომ ახლა მოდაშია უზარმაზარი ზომის სათვალე, მეტსახელად "ბუზის სათვალე".

4. ფეხსაცმელი მაღალ პლატფორმაზე

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

ჯერ კიდევ როდის ამტკიცებდა ლედი გაგა, რომ როდესაც საქმე ფეხსაცმლის პლატფორმას ეხება, სიმაღლე პრობლემას არ წარმოადგენს...

5. დიდი ზომის ჯინსი

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

როგორც ჩანს, დიდი ზომის ტანსაცმელს შევეჩვიეთ, მაგრამ ახლა მოდაშია შარვალი, რომელიც გძვრება...

6. სათვალე ბეწვით

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

2021 წელს ხელოვნური ბეწვისგან დამზადებულმა ნივთებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. მოდაშია ბეწვის ქურთუკები, ჩანთები, ქუდები, ფეხსაცმელი... და ყველაზე საკამათო ბეწვის აქსესუარი - სათვალე.

7. "ბაბუის ჟილეტი"

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

ჟილეტებმა უკვე შეაღწიეს თითქმის ყველა მოდური ქალის გარდერობში. სტილისტები ამბობენ, რომ ტენდენციის პოპულარობა უახლოეს მომავალში არ ჩაცხრება, ამიტომ დროა შეიძინოთ ნაქსოვი ჟილეტი „ბაბუას“ სტილში...

8. პლასტმასას სამკაულები

 

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

დროა გავიხსენოთ ბავშვობა და პლასტმასის ბრჭყვიალა სამკაულები. ახლა ის მოდური და ტრენდულია.

9. შლემი

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

დიზაინერები მოგიწოდებენ დაძლიოთ სიმორცხვე და ჩვეულებრივი ქუდის ნაცვლად შეარჩიოთ შლემი. სხვა თუ არაფერი, თბილი მაინცაა...

10. "თხელი თმა"

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

საუბარია არა თხელ თმაზე, არამედ სუპერ გლუვ და ბზინვარე თმაზე. თმა უნდა იყოს იდეალურად გასწორებული, თანაბრად გლუვი, მაგრამ რბილი და დამყოლი.

11. მკვეთრი კონტური

„მირჩევნია ვიყო არამოდური“ – 11 ტრენდი, რომელიც სჯობს, რომ არ არსებობდეს

გამოიყენეთ ტუჩის მკვეთრი ფერის კონტური - ტუჩსაცხზე 2 ტონით მუქი, თანაც, ტუჩის კონტურს გარეთ. ეს ძალიან მოდურია!