ჯანმრთელობა

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად იბანთ სახეს ძილის წინ ან რამდენ პროდუქტს იყენებთ იმისათვის, რომ თქვენმა კანმა შეინარჩუნოს ახალგაზრდული და ჯანმრთელი იერი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის საკვებია, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმართ. და მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია, კოლაგენითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები კანის სილამაზის საიდუმლოა, არსებობს ისეთი პროდუქტებიც, რომელსაც უნდა მოერიდოთ, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები, აკნე და სხვა პრობლემები.

დერმატოლოგები მიიჩნევენ, რომ არსებობს მრავალი საკვები, რაც ნაოჭების, აკნეს, სიმშრალის და ზოგადად, ჩვენი კანის ტექსტურის ცვლილებების მიზეზია.

1. ცხიმიანი ხორცი

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

„როცა საქმე კვებას ეხება, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ იღებთ საუკეთესო საკვებს თქვენი ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება ხორცს, ის ყოველთვის სასარგებლო სულაც არ არის: ხორცის ცხიმოვანი ნაჭრები, როგორიცაა მოკლე ნეკნები, მდიდარია ნაჯერი ცხიმებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ინსულინის მაღალ კონცენტრაციასთან. ინსულინის მაღალი დონე ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებას, რამაც შეიძლება გაამწვავოს გამონაყარი. თუ ხორცი თქვენი დიეტის განუყოფელი ნაწილია, აირჩიეთ უცხიმო ან დაბალცხიმიანი ნაჭრები. ამისთვის მოძებნეთ ხორცი, რომელიც მინიმუმ 95% მჭლეა. მაგალითად, ინდაურის ან ქათმის მკერდი იდეალური პროდუქტებია“.

2. ბეკონი, ჰოთ-დოგი და პეპერონი

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

„ეს პროდუქტები შეიცავს ნიტრატებს, რაც კანი ანთებისა და ნაოჭების გამომწვევი მიზეზია. ზოგადად, დამუშავებული ხორცი შეიცავს ნატრიუმის მაღალ დონეს, რომელსაც შეუძლია თქვენი კანის გამოშრობა და კოლაგენის გამომუშავების შესუსტება“.

3. საკვები მაღალი გლიკემიური ინდექსით

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

„როგორიცაა თეთრი პური, თეთრი მაკარონი და კარტოფილი, აზიანებს თქვენს კანს. ის არა მხოლოდ აძლიერებს გამონაყარს, არამედ ნაადრევ დაბერებას უკავშირდება. ასევე, სისხლში შაქრის მაღალი დონე (რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებით) იწვევს პროცესს, რომელსაც ეწოდება გლიკაცია. ამ დროს, შაქრის მოლეკულები ერწყმის კანში არსებულ კოლაგენს. შედეგად კი თქვენ იღებთ ნაოჭებსა და მოშვებულ კანს. მიირთვით მთლიანი მარცვლეული და არა დამუშავებული ფქვილი“.

4. და ხელოვნური დამატკბობლები

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

„დადასტურებულია, რომ ხელოვნური დამატკბობლები ისევე მოქმედებენ ჩვენს ჰორმონებზე, როგორც გლუკოზა. ამიტომ, მათ შეუძლიათ გააძლიერონ გამონაყარი. ასევე, შაქრის ჭარბი მოლეკულები, გლიკაციის პროცესის მეშვეობით აკავშირებენ კოლაგენსა და ელასტინს. ეს პროცესის შემდეგ, კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სიძლიერე და მოქნილობა, უბრალოდ მცირდება. ეს კი, ხელს უწყობს კანის დაბერებას“.

5. რძე და რძის პროდუქტები

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

„ძროხის რძე ზრდის ინსულინის დონეს, რაც თავის მხრივ ზრდის მოცირკულირე კორტიზოლის დონეს. ეს კი ჩვენს ცხიმოვან ჯირკვლებთანაა დაკავშირებული. თუ არ არსებობს გენეტიკური მიდრეკილება, თავად რძე არ არის აკნეს გამომწვევი მიზეზი, თუმცა მისი მიღების შედეგად გააქტიურებული ცხიმოვანი ჯირკვლები, ნამდვილად არის. ვინაიდან ძროხის რძე დაკავშირებულია კანის პრობლემებთან, იგივე ეხება ძროხის რძის გამოყენებით დამზადებულ რძის პროდუქტებს, როგორიცაა ყველი, ნაყინი და სხვა“.

6. ალკოჰოლი

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

„ალკოჰოლს აქვს უნარი დააჩქაროს დაბერების პროცესი და გამოიწვიოს კანის ტექსტურის ცვლილებები, განსაკუთრებით ქალებში. ეს იმის გამო ხდება, რომ ალკოჰოლი მოქმედებს როგორც შარდმდენი და გამოაქვს სითხე ორგანიზმიდან. ამიტომ, იკარგება კანის ტენიანობა, რაც ხელს უწყობს კანის გამოშრობასა და დაბერებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეხება ყველა სახის ალკოჰოლს, როგორიცაა ღვინო, ლუდი, შამპანური და არაყი, ზოგჯერ სასმელი კარგია. ზომიერება სილამაზის და ჯანმრთელობის საიდუმლოა“.

7. სწრაფი კვება

დერმატოლოგების აზრით, ეს 7 საკვები აუარესებს კანის ჯანმრთელობას და აძლიერებს გამონაყარს

„აკნე ძლიერად არის დაკავშირებული მაღალკალორიულ, ცხიმოვან და ნახშირწყლებით გამდიდრებულ საკვებთან. სწრაფი კვების პროდუქტები, როგორიცაა ბურგერები, ნაგეტები, ჰოთ-დოგი, კარტოფილი ფრი, გაზიანი სასმელები და შეიკები, უბრალოდ კანის პრობლემების უპირველესი მიზეზია“.