გაიცანით ვარსკვლავები, რომლებიც ისე კარგად იკეთებენ მაკიაჟს, რომ პროფესიონალებს არ მიმართავენ...
- 10.01.2022
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ცნობილი ადამიანები ხშირად მიმართავენ სტილისტებსა და ვიზაჟისტებს, რათა იდეალურად გამოიყურებოდნენ. მაგრამ არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც თავადვე იკეთებენ მაკიაჟს და კვლავ იდეალურად გამოიყურებიან!
1. დიტა ფონ ტიზი
დიტა ფონ ტიზი ძალიან ხშირად იკეთებს მაკიაჟს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მას პროფესიონალებიც ეხმარებიან, ის ამტკიცებს, რომ 90% თავად ქმნის საკუთარ გარეგნობას. ალბათ ამიტომაცაა მისი სტილი ასეთი უნიკალური!
2. ჯენიფერ ლოპესი
ცნობილია, რომ ის არა მხოლოდ თავად იკეთებს მაკიაჟს, არამედ ექსპერტის როლსაც თამამად ირგებს და სხვებსაც ეხმარება პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთებაში...
3. მირანდა კერი
ცნობილი მოდელი მთელს მსოფლიოს უზიარებს სახის მოვლისა ხრიკებს. თუმცა ის სრულყოფილად ფლობს მაკიაჟის ხელოვნებასაც - ქორწილამდე მან ეტაპობრივად განმარტა მაკიაჟის რუტინა, რომელიც ცერემონიისთვის აარჩია.
4. რიანა
მიუხედავად იმისა, რომ მის გარეგნობას ნიჭიერი პროფესიონალები ქმნიან, რიანამ სოციალურ ქსელებში რამდენიმე ვიდეო გაავრცელა და ყველას დაუმტკიცა, რომ ის ექსპერტია.
5. დაიან კრუგერი
ცნობილ მსახიობს ურჩევნია, რომ წითელი ხალიჩისთვის მაკიაჟი თავად გაიკეთოს. თავად ამბობს, რომ სამოდელო გამოცდილებამ ასწავლა, თუ როგორ გამოკვეთოს სახის ნაკვთები. ასევე, ის მიიჩნევს, რომ ლამაზი მაკიაჟის გარდა, მნიშვნელოვანია ადამიანი თავის თავს ჰგავდეს და ამიტომ, მაქსიმალურად ინარჩუნებს ბუნებრივ იერსახეს.
6. კაილი ჯენერი
კაილი ჯენერისთვის მაკიაჟი ხელოვნების ფორმაა. მიუხედავად იმისა, რომ ის სისტემატურად მუშაობს პროფესიონალ ვიზაჟისტებთან, მის ინსტაგრამზე შეგვიძლია ვიპოვოთ სრულყოფილი ლუქები, რომლებიც თავად შექმნა...
7. სოფია ვერგარა
საკულტო მსახიობი, სოფია ვერგარა ამბობს, რომ მაკიაჟის გაკეთება პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ის ასევე ამტკიცებს, რომ სერიალ Modern Family-ში მონაწილეობისას, ის 11 წლის განმავლობაში ზრუნავდა საკუთარ მაკიაჟზე!
თემები: მაკიაჟი, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, რჩევები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია