კულინარია

ჩვენთან ერთად მოამზადეთ სპაგეტი ლიმონით! მზად ხართ კულინარიული ექსპერიმენტისთვის?

ჩვენთან ერთად მოამზადეთ სპაგეტი ლიმონით! მზად ხართ კულინარიული ექსპერიმენტისთვის?

ეს კერძი იტალიური სამზარეულოს კლასიკაა და მისი ათობით ვერსია არსებობს. თუმცა, დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ მარტივ რეცეპტს, რომლისთვისაც მხოლოდ 5 ნაცნობი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

 · 1 შეკვრა თქვენი საყვარელი სპაგეტი;

· 100 გრამი კარაქი;

· 1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი (ან, მეტი ექსპერიმენტებისთვის, სცადეთ სულგუნი)

· 3 ლიმონის წვენი და ცედრა;

· ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა - გემოვნებით.

ჩვენთან ერთად მოამზადეთ სპაგეტი ლიმონით! მზად ხართ კულინარიული ექსპერიმენტისთვის?

მომზადების წესი:

 დაიმახსოვრეთ, კერძის საიდუმლო, როგორც ამბობენ, სოუსშია. უკეთ რომ ვთქვათ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ამზადებთ სოუსს.

· პირველ რიგში, დავიწყოთ სოუსის მომზადება: 1 კოვზი დაფქული წიწაკა დაყარეთ მშრალ ტაფაზე და მოხალეთ დაბალ ცეცხლზე.

აქ მთავარია არომატი: როგორც კი წიწაკა ინტენსიურ სუნს გამოუშვებს, დაამატეთ ნახევარი ჭიქა ონკანის წყალი და გამორთეთ ცეცხლი.

· ამის შემდეგ, მარილიან წყალში მოხარშეთ სპაგეტი.

თუმცა გაითვალისწინეთ, არ გადახარშოთ მაკარონი. როგორც კი, შერბილდება, გამორთეთ ქურა.

· როდესაც მაკარონი მომზადდება, ამოიღეთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და დაამატეთ ცედრას.

ჩვენთან ერთად მოამზადეთ სპაგეტი ლიმონით! მზად ხართ კულინარიული ექსპერიმენტისთვის?

ეს სრულყოფილად ააქტიურებს ცედრას არომატს.

· გადაწურეთ მაკარონი, ჩაამატეთ წიწაკიან წყალში და მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე.

· დაუმატეთ ცედრა, კარაქი და პარმეზანი (ან სულგუნი). გამუდმებით ურიეთ მანამ, სანამ არ გადნება ყველი და კარაქი.

· გამორთეთ ცეცხლი და დაამატეთ ლიმონის წვენი. გააგრძელეთ მორევა მანამ, სანამ თქვენი მაკარონი მსუბუქი და კრემისებრი არ გახდება.

· ამოიღეთ თეფზე და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი.

და აი, კლასიკური, ორიგინალური და საოცრად არომატული სპაგეტიც მზადაა! გემრიელად მიირთვით!