LIFE

7 მიზეზი, თუ რატომ არის ჩახუტება ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება: სასწრაფოდ ჩაეხუტეთ ძვირფას ადამიანებს!

7 მიზეზი, თუ რატომ არის ჩახუტება ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება: სასწრაფოდ ჩაეხუტეთ ძვირფას ადამიანებს!

ზოგჯერ საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ სხვა ადამიანისთვის, არის ის, რომ შესთავაზოთ მას კომფორტი, სითბო და სიყვარული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაეხუტოთ. და თუ თქვენ არ ხართ ფიზიკური კონტაქტის დიდი მოყვარული, აუცილებლად შეიცვლით აზრს, როდესაც ამ სტატიას წაიკითხავთ...

რატომ არის ჩახუტება ასე მნიშვნელოვანი?

7 მიზეზი, თუ რატომ არის ჩახუტება ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება: სასწრაფოდ ჩაეხუტეთ ძვირფას ადამიანებს!

ადამიანის შეხება, ჩახუტება კომუნიკაციის ყველაზე ინტიმური ფორმაა და ის ბუნებრივად სასარგებლოა. ადამიანები, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ, ხშირად ხვდებიან, რომ რაღაც აკლიათ. მაგრამ მათ არ იციან, რომ ეს ისეთი მარტივი რამაა, როგორიცაა ჩახუტება...

კვლევის თანახმად, ადამიანები ჩახუტებას ყველაზე ხშირად უკავშირებენ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: „სიმშვიდე“, „სითბო“ და „სიყვარული“.

რატომ არის ხანგრძლივი ჩახუტება უკეთესი?

ხალხი შეჩვეულია ხანმოკლე ჩახუტებას, მაგრამ არსებობს დიდი მიზეზი, რის გამოც უნდა ეცადოთ მის გახანგრძლივებას. კვლევის თანახმად დასტურდება, რომ 1 წამიანი ჩახუტება ყველაზე ნაკლებად სასიამოვნოა, ხოლო 10 წამიანი ყველაზე მეტად სასიამოვნო.

მხოლოდ ჩახუტებასთან დაკავშირებული სარგებელი უზარმაზარია და დამატებით ისეთი მარტივი ქმედებები, როგორიცაა ზურგზე ხელის შემოხვევა, მხოლოდ აძლიერებს მას.

ჩახუტება ამცირებს სტრესს და ზრდის ბედნიერებას...

ჩახუტება წარმოქმნის ერთ-ერთ „ბედნიერების ჰორმონს“, ანუ ოქსიტოცინს, რომელსაც ხშირად „ჩახუტების“ ან „სიყვარულის“ ჰორმონს უწოდებენ. რაც უფრო მეტ ხანს ვეხებით ან ვეხუტებით საყვარელ ადამიანს, ეს ჰორმონი უფრო დიდი რაოდენობით გამოიყოფა და მით უკეთ ვგრძნობთ თავს. დადასტურებულია, რომ ოქსიტოცინს გააჩნია სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება.

...ებრძვის შფოთვასა და შიშს...

7 მიზეზი, თუ რატომ არის ჩახუტება ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება: სასწრაფოდ ჩაეხუტეთ ძვირფას ადამიანებს!

ჩახუტება აუცილებელია შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის. უფრო კონკრეტულად კი, მათთვის, ვისაც სიკვდილის შიში აქვს. კვლევის თანახმად დასტურდება, ჩახუტების შემდეგ, შფოთვის დონე უბრალოდ იკლებს.

...ამცირებს ავადმყოფობის რისკს და ზრდის გულის ჯანმრთელობას

დიახ, კვლევის მიხედვით ასევე დასტურდება, რომ ჩახუტებას აქვს „ანტივირუსული“ მოქმედებაც და ამცირებს ინფექციის რისკს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის: ის ამცირებს გულისცემას და არტერიულ წნევას.

ჩახუტება ამცირებს ფიზიკურ ტკივილსაც

საყვარელი ადამიანის ჩახუტება მოგიტანთ არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ სარგებელს, არამედ ფიზიოლოგიურსაც. კვლევის თანახმად, საყვარელი ადამიანის ჩახუტება ამსუბუქებს ტკივილს. უფრო მეტიც, ამავე კვლევის მიხედვით, მშობიარობის დროს, საყვარელი ადამიანის თანადგომა და ფიზიკური კონტაქტი - ჩახუტება ან ხელების დაჭერა, ამცირებს სამშობიარო ტკივილების ინტენსივობას...

რა არის ჩახუტების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის?

7 მიზეზი, თუ რატომ არის ჩახუტება ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება: სასწრაფოდ ჩაეხუტეთ ძვირფას ადამიანებს!

ამისთვის არსებობს მარტივი ფორმულა: დღეში 4 ჩახუტება აუცილებელი მინიმუმია; დღეში 8 ჩახუტება მნიშვნელოვანია, რათა იგრძნოთ სიყვარული და თანადგომა; ხოლო დღეში 12 ჩახუტება დაგეხმარებათ ზრდასა და განვითარებაში.

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება იმდენი ჩახუტება, რამდენის მიღებაც შეგვიძლია - ჩახუტებას უბრალოდ არ აქვს უარყოფითი მხარეები...