LIFE

ახალი კვლევის მიხედვით, დაბალი ქალი და მაღალი მამაკაცი, ისტორიულად, ყველაზე ბედნიერი წყვილია!

ახალი კვლევის მიხედვით, დაბალი ქალი და მაღალი მამაკაცი, ისტორიულად, ყველაზე ბედნიერი წყვილია!

სამხრეთ კორეაში ჩატარებული საინტერესო კვლევის მიხედვით, დაბალი ქალები და მაღალი მამაკაცები ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი. რა თქმა უნდა, სიმაღლე ყველაფერი არ არის ყველაფერი - წყვილის ბედნიერებისთვის ფიზიკურ მიზიდულობაზე მეტია საჭირო. მაგალითად, ღია კომუნიკაცია, მოთმინება, ურთიერთგაგება და ნდობა. თუმცა, ეს ელემენტები მოგვიანებით, ურთიერთობის პროცესში ხდება მნიშვნელოვანი...

ახალი კვლევის მიხედვით, დაბალი ქალი და მაღალი მამაკაცი, ისტორიულად, ყველაზე ბედნიერი წყვილია!

მართალია, როდესაც ადამიანები პირველად ხვდებიან ერთმანეთს, ისინი მყისიერად აფასებენ ერთმანეთის გარეგნობას. ფიზიკური მიზიდულობა დიდ როლს თამაშობს ურთიერთობის საწყის ეტაპზე. თუ ქალი და მამაკაცი, თავიდანვე არ გრძნობენ ამ ნაპერწკალს, ურთიერთობა უბრალოდ არ ვითარდება.

ამასთან, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ დაბალი ქალები ყველაზე დიდ ბედნიერებას მაღალ მამაკაცებთან გრძნობენ. და რაც უფრო დიდია განსხვავება, მით უკეთესი. აღსანიშნავია, რომ ევოლუციური ფაქტორები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქალის გადაწყვეტილებაში, აირჩიონ მაღალი მეწყვილე.

ახალი კვლევის მიხედვით, დაბალი ქალი და მაღალი მამაკაცი, ისტორიულად, ყველაზე ბედნიერი წყვილია!

რატომ არის სიმაღლე ასე მნიშვნელოვანი?

კვლევისთვის მეცნიერებმა 7850 წყვილის მონაცემები შეისწავლეს. დასკვნის თანახმად, დაბალი ქალი ყველაზე ბედნიერი მაღალ მამაკაცთანაა. თანაც, რაც უფრო დიდია სიმაღლის სხვაობა, მით უფრო კმაყოფილია ქალი ურთიერთობაში. აღსანიშნავია, რომ თაფლობის თვის ეს ეტაპი დროთა განმავლობაში ქრება...

ახალი კვლევის მიხედვით, დაბალი ქალი და მაღალი მამაკაცი, ისტორიულად, ყველაზე ბედნიერი წყვილია!

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ, მამაკაცის სიმაღლე ქალის ბედნიერებაზე გავლენას აღარ ახდენს. ამ დროისთვის, ქალის ბედნიერებას სხვა ფაქტორები ქმნიან.

„ის ფაქტი, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე, მამაკაცის სიმაღლე ძლიერ გავლენას ქალის ფსიქოლოგიაზე, სავარაუდოდ ევოლუციით არის განპირობებული“.

ისტორიულად, დაბალი ქალები ყოველთვის მაღალ მამაკაცებს ირჩევდნენ

თანამედროვე დროშიც კი, ევოლუცია კვლავ დიდ როლს თამაშობს პარტნიორების არჩევის საკითხში. დაბალი ქალები უპირატესობას ანიჭებენ მაღალ მამაკაცებს, რადგან სიმაღლე უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის გრძნობებთანაა დაკავშირებული. მაღალი მამაკაცი აღიქმება როგორც დომინანტური ხასიათის პარტნიორი, რაც მას ქალისთვის მიმზიდველ მეწყვილედ აქცევს. ამის მიზეზი ისაა, რომ ევოლუციურად, ქალისთვის მნიშვნელოვანი იყო ოჯახის დაცვა მტაცებლებისგან, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ის ძლიერ მამაკაცს აირჩევდა.

ახალი კვლევის მიხედვით, დაბალი ქალი და მაღალი მამაკაცი, ისტორიულად, ყველაზე ბედნიერი წყვილია!

თანამედროვე დროში ეს მსჯელობა ჯერ კიდევ მართებულია, თუმცა არა იგივე მიზეზით. ჩვენ აღარ გავურბივართ დათვებსა და ვეფხვებს, მაგრამ მაინც გვსურს უსაფრთხოება. სავარაუდოდ, კიდევ ბევრი საფრთხე არსებობს ჩვენს კონსტრუირებულ გარემოში; თუმცა, ეს აღარაა ისეთი უშუალო, როგორც გარეული ცხოველები.

დღეს, სიმაღლე დაკავშირებულია წარმატებასთან. SSRN-ზე გამოქვეყნებულმა კვლევის მიხედვით, რეკრუტერები მაღალ მამაკაცებს უფრო სანდო და რესპექტაბელურ კანდიდატად თვლიან.

ქალისთვის უფრო მიმზიდველია ფინანსურად უზრუნველყოფილი მამაკაცი, ამის მიზეზი, კვლავ უსაფრთხოების განცდაა. ქვეცნობიერ დონეზე, მაღალი მამაკაცი უკავშირდება სტაბილურობასა და წარმატებას, რაც ითარგმნება როგორც საიმედო და უსაფრთხო პარტნიორი.

ცხადია, ფული არ არის ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობის განცდას. მაგრამ, ამის მიუხედავად, ქალი, რომლებიც ცდილობს გადაწყვეტილების მიღებას, აუცილებლად განიხილავს მამაკაცის ფინანსურ მდგომარეობას.

რა თქმა უნდა, ურთიერთობაში სიმაღლის სხვაობა არაა წყვილის ბედნიერი მომავლის გარანტია. საინტერესოა, რომ 2014 წლის კვლევის მიხედვით, დაბალი მამაკაცებისთვის უფრო ნაკლებადაა განქორწინება დამახასაითებელი. ალბათ, ამის ევოლუციური მიზეზი არსებობს, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა...