LIFE

ქორწილი კიევის საგუშაგოზე - ყველაზე ბნელ დღეებშიც კი, სიყვარული გრძელდება

ქორწილი კიევის საგუშაგოზე - ყველაზე ბნელ დღეებშიც კი, სიყვარული გრძელდება

ლესია ივაშჩენკო და ვალერი ფილიმონოვი, კვირას, 6 მარტს დაქორწინდნენ. ამ ამბავში ყველაზე ამაღელვებელი ისაა, რომ საქორწინო ცერემონია კიევის გარეუბანში, საგუშაგოზე გაიმართა.

როგორც წყვილმა აღნიშნა, ისინი სულაც არ გეგმავდნენ დაქორწინებას. სულ რაღაც 2 კვირის წინ, ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ, უბრალო ცხოვრებით. ომის დაწყების შემდეგ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო მოხალისეები გამხდარიყვნენ და საკუთარი ქვეყანა დაეცვათ. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „მათ სურთ, რომ ერთად დაიცვან ჩვენი ქალაქი“.

ცერემონიას სამხედრო კაპელანი კურირებდა და პატარძალს სამხედრო ფორმა ეცვა. რამდენადაც ეს ქორწილი არაორდინალური იყო, ის მაინც ტრადიციულ ხასიათს ატარებდა. ცერემონიაზე შეხვდებოდით თეთრ საბურველს, ყვავილების თაიგულს, ბეჭდების გაცვალას, აღთქმის დადებასა, ბედნიერ დამსწრეებს - ამ შემთხვევაში, წყვილის თანამებრძოლებს, შამპანიურსა და ტორტსაც კი! რაც შეეხება გვირგვინს, რომელიც ქრისტიანული ჯვრისწერის განუყოფელი ნაწილია, ეს ფუნქცია ტაქტიკურმა სამხედრო ჩაფხუტმა შეითავსა.

ქორწილი კიევის საგუშაგოზე - ყველაზე ბნელ დღეებშიც კი, სიყვარული გრძელდება

ივაშჩენკო და ფილიმონოვი 20 წელზე მეტია ერთად არიან და 18 წლის ქალიშვილი ქალიშვილი, რომელმაც ცერემონიაზე დასწრება Zoom-ის საშუალებით შეძლო. ასეთი გაურკვეველი მომავლის გამო, მათ გადაწყვიტეს ფორმალური ვალდებულება აეღოთ:

"მიხარია, რომ ცოცხლები ვართ, რომ ეს დღე დაიწყო, რომ ჩემი ქმარი ცოცხალია და ის ჩემთანაა."

ქორწილმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მაშინ, როდესაც ყველა უკრაინის თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის ლოცულობს, ეს ქორწილი მძაფრი შეხსენება იმისა, რომ ყველაზე ბნელ დღეებშიც, სიყვარული გრძელდება.