სილამაზე

8 უნიკალური პროდუქტი, რომელსაც Perfect Skin-ის გაზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

8 უნიკალური პროდუქტი, რომელსაც Perfect Skin-ის გაზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

Perfect Skin კანის მოვლის საშუალებების ამანათია, რომელის შეძენაც სეზონურადაა შესაძლებელი. ყველა პროდუქტი შერჩეულია დერმატოლოგების მიერ, მომხმარებლის კანის ტიპის შესაბამისად: მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ის ქართულ ბაზარზე არსებულ ყველაზე ხარისხიან, საუკეთესო ბრენდებს აერთიანებს. 

გაზაფხულის დადგომისთანავე, Perfect Skin-მა ახალი პროდუქტები წარმოგვიდგინა. როგორც აღმოჩნდა ამ სეზონის ფავორიტი, ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი, SVR-ია. 

SVR ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეფექტური, ჰიპოალერგიული, კოსმეტიკის ფრანგული ბრენდია, რომლის ისტორიაც, ჯერ კიდევ 1962 წელს დაიწყო. მისი პროდუქცია მსოფლიოს 52 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ის თავდაჯერებული ქალების საყვარელი ბრენდია. პროდუქციის წარმატებას, აქტიური ინგრედიენტების მინიმალური კონცენტრაცია და ინოვაციური ფორმულები განაპირობებს. SVR-ის ფორმულას გავლილი აქვს 100%-იანი ტესტირება - ის ყველა ტიპის კანისთვისაა შექმნილი და რაც მთავარია, უსაფრთხოა ორსულებისთვის. 

Perfect Skin-ის გაზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ:

· SVR SEBIACLEAR: დამატენიანებელი, შეფერილი კრემი

8 უნიკალური პროდუქტი, რომელსაც Perfect Skin-ის გაზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

დამატენიანებელი, შეფერილი კრემი, მგრძნობიარე და აკნესადმი მიდრეკილი კანისთვისაა შექმნილი. მისი კონცენტრირებული ფორმულა, მიკრონიზებული მინერალური პიგმენტით, ფარავს ლაქებს, ფერისმჭამელებსა და გაფართოვბულ ფორებს, ატენიანებს კანს 8 საათით და უზრუნველყოფს გამონაყარის შემცირებას. ეფექტი მიიღწევა 7 დღეში. 

· SVR SENSIFINE Ar: მზისგან დამცავი კრემი SPF 50+ 

მზისგან დამცავი განკუთვნილია სიწითლისა და როზაცეასკენ მიდრეკილი კანისთვის. კრემი მომენტალურად ანიჭებს კანს სიახლისა და სიგრილის შეგრძნებას, ამშვიდებს მას დიდი ხნის მანძილზე, აქრობს კანის სიწითლეს, იცავს კანს მზის მავნე სხივებისგან. 

· SVR SEBIACLEAR: გელ-მუსი 

8 უნიკალური პროდუქტი, რომელსაც Perfect Skin-ის გაზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

გელ-მუსი წარმოადგენს კანის გამწმენდსა და ექსფოლიანტს. რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. განკუთვნილია სახისა და ტანისთვის. კრემის ტექსტურის აქაფებადი გელი ნაზად წმენდს კანს, აშორებს ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს, ისე რომ არ აშრობს მას.

· SVR SEBIACLEAR: სახის დამატენიანებელი კრემი 

დამატენიანებელი საშუალება, რეკომენდებული ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის. ეფექტურია აკნეს მედიკამენტოზური მკურნალობისას, რომელიც კანის სიმშრალეს იწვევს. ღრმად ატენიანებს კანს და ანიჭებს მას კომფორტის შეგრძნებას. ამცირებს გამონაყარს. ებრძვის წითელ და ყავისფერ ნარჩენ ლაქებს. აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას და ამცირებს ანთებით გამოწვეულ გამონაყარს.

· SVR SEBIACLEAR: სახის კრემი გლუვი ეფექტი

BO-16 Custom embed code

რეკომენდებულია მგრძნობიარე კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის. არეგულირებს ცხიმის სეკრეციას, ავიწროვებს გაფართოვებულ ფორებს და ერთგვაროვანს ხდის კანს. ატენიანებს მას. გააჩნია ნაზი პილინგის ეფექტი. აუმჯობესებს კანის ტექსტურას. ხდის მას ხავერდოვანსა და ერთგვაროვანს.

· SVR HYDRALIANE: სახის გაჯერებული კრემი 

8 უნიკალური პროდუქტი, რომელსაც Perfect Skin-ის გაზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ

დამატენიანებელი დღის კრემი, რეკომენდებულია ყველა ტიპის მშრალი და გაუწყლოვებული კანისთვის. გამდიდრებულია ფიზიო - ადაპტირებული წყლით, რომელიც ახდენს კანის დამატენიანებელი ფაქტორის იმიტირებას და უზრუნველყოფს კანის დატენიანებას გამოყენებისთანავე. ატენიანებს კანს 24 საათით. ანიჭებს კანს ბზინვარებას და კომფორტის შეგრძნებას. ჰიპოალერგიული. გავლილი აქვს დერმატოლოგიური კონტროლი. წარმოადგენს საუკეთესო ბაზას მაკიაჟისთვის. 

· SVR SENSIFINE AR: სახის გაჯერებული კრემი

BO-18 Custom embed code

 გაჯერებული ტექსტურის მქონე კრემი, მატებს კანს მომენტალურ სიახლეს, ამშვიდებს კანს, აქრობს კანის სიწითლეს. მომწვანო ფერის მიკროპიგმენტები ნიღბავს სიწითლეს, კუპეროზსა და როზაცეას. შეიცავს დაპატენტებულ კომპლექს Endothelyol, რომელიც ეფექტურად ამცირებს სიწითლეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აფერხებს კაპილარების წარმოქმნას კანის ზედაპირზე. ამაგრებს სისხლძარღვებს. განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის. 

კიდევ ერთი ახალი ბრენდი, რომელსაც Perfect Skin-ის გაზაფხულის ამანათში აღმოაჩენთ, ასევე ფრანგული, Pharmaceris-ია. 

· Pharmaceris: სახის დამატენიანებელი კრემი

BO-19 Custom embed code

სახის კრემი განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ის ამცირებს შავ და თეთრ წერტილებს, ღრმად ასუფთავებს ფორებს, აქრობს აკნეს შემდეგ ნაწიბურებს და არეგულირებს ჭარბი ცხიმის სეკრეციას. 

Perfect Skin ამანათების ფასი, სამივე ტიპის კანისთვის 49 ლარია. მასში თქვენი კანის ტიპზე მორგებულ 3-4 ცალ სრული ზომის და 3-4 ცალ სამოგზაურო ზომის პროდუქტს აღმოაჩენთ. ბოქსში მოთავსებული პროდუქტების ჯამური ღირებულება 250 ლარამდეა. ყველა პროდუქტის შეძენა, PSP-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.