ჯანმრთელობა

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყავას უზმოზე სვამთ?

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყავას უზმოზე სვამთ?

თუ პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებთ, არის ფინჯანი ყავის დალევა, მაშინ დროა ამ ჩვევის სარგებელზე დაფიქრდეთ. მიუხედავად იმისა, რომ რთულია დღის დაწყება ყავის გარეშე, საუზმემდე მისი მიღება მავნებელია! მაგრამ კონკრეტულად რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როდესაც ყავას უზმოზე სვამთ?

შესაძლოა გაიზრდოს სისხლში შაქრის დონე

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყავას უზმოზე სვამთ?

თუ ყოველ დილით, პირველად თქვენს სხეულში ყავა ხვდება, მაშინ დაიმახსოვრეთ - მას შეუძლია სისხლში შაქრის დონე 50%-ით გაზარდოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა დაივიწყოთ თქვენი საყვარელი სასმელი და უკოფეინო ალტერნატივაზე გადახვიდეთ - კვლევებით დასტურდება, რომ ამ მავნე ეფექტის განეიტრალება შესაძლებელია, თუ უბრალოდ ჯერ ისაუზმებთ და შემდეგ მიიღებთ ყავას.

შესაძლოა დაგეწყოთ ფეხის კრუნჩხვები, ე.წ. „კვანძები“

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყავას უზმოზე სვამთ?

ჩვენგან უმეტესობას, დროდადრო ძილის პრობლემები აწუხებს, მაგრამ თუ თქვენ მიჩვეული ხართ უზმოზე ფინჯანი ყავის მიღებას, შესაძლოა ეს იყოს პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი. იმის გამო, რომ კოფეინი ზრდის სისხლში შაქრის დონეს, შეიძლება დაგეწყოთ ფეხების კრუნჩხვები, ე.წ. „კვანძები“, რაც დაგვეთანხმებით და, ღამით მოულოდნელი გამოღვიძების არც თუ იშვიათი მიზეზია.

შესაძლოა კანი გამოგიშრეთ

რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყავას უზმოზე სვამთ?

ყავა ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია თქვენი ორგანიზმის გამოშრობა. მიუხედავად იმისა, რომ ფინჯანი ყავა არ იწვევს სერიოზული დეჰიდრატაციას, ის მაინც აკარგვინებს თქვენს ორგანიზმს სითხეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში საკმარისი წყალი მიიღოთ. ხოლო თუ არ მიიღებთ იმდენ სითხეს, რამდენსაც დაკარგავთ, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კანზე და გამოიწვიოს მისი გამოშრობა.

შესაძლოა ძლიერი შფოთვა იგრძნოთ

როდესაც ვიღვიძებთ, ჩვენი კორტიზოლი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სტრესის ჰორმონი, ყველაზე მაღალია. თუ უზმოზე ყავას სვამთ, მაშინ კოფეინი „ეჯახება“კორტიზოლს, რაც კიდევ უფრო მეტი სტრესის მიზეზია. უმჯობესია, გაღვიძების შემდეგ მოიცადოთ დაახლოებით 1 საათი, შემდეგ ისაუზმოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ ყავა. ხოლო იდეალურ ვარიანტში, გაღვიძებისთანავე მიიღოთ ჭიქა წყალი და ამ ჯანსაღი ჩვევით დაიწყოთ ყოველი ახალი დღე!