სტილი

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

ყოველთვის გვსურს, მოდურად გამოვიყურებოდეთ. მაგრამ თავის დანებება იმისთვის, რაც გასულ წელს იყო მოდაში ზოგჯერ რთულია.

გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელ მოდურ ტენდენციაზე უნდა თქვათ 2017 წელს უარი და რით ჩაანაცვლოთ ის:

1. წელს შავ ყელსაბამებს თვლებით გაწყობილი მეტალის სამკაული ჩაანაცვლებს - დროა, დაემშვიდობოთ 2016 წლის ყველაზე პოპულარულ შავ ყელსაბამებს. ახლა მოდაშია მეტალის ყელსაბამების კომბინაცია. შესაძლოა, ეს იყოს ერთი დიდი ყელსაბამი, რომელიც დაკავშირებული იქნება ორ უფრო მცირე ზომის ყელსაბამთან.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

2. უარი თქვით თვლებით გაწყობილ სამოსზე და ის უბრალოდ სამკაულების კომბინაციით ჩაანაცვლეთ - თვლებით მორთული სამოსი წელს მოდაში აღარ არის. ამის ნაცვლად მოდურია სამკაულების კომბინაცია - საყურე, მძივი, რომელთა ფერებიც ერთმანეთს უნდა შეუხამოთ.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

3.აღარაა მოდაში კონტურული მაკიაჟი, წელს უპირატესობა ბუნებრიობას ენიჭება - კანის ბუნებრივი ტონი ოდნავ სველი ეფექტით ანაცვლებს კონტურულ მაკიაჟს. უარი თქვით „ჰაილაითერებზე“. შეგიძლიათ, უბრალოდ და მარტივად თქვენი კანის ფერი პუდრი თხელ ფენად წაისვათ სახეზე.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

4. მოდაშია ოდნავ დატალღული თმა კულულების ნაცვლად - გარდა იმისა, რომ ოდნავ დატალღული თმა წელს საოცრად მოდურია, მისი გაკეთება სახლშის პირობებში უფრო მარტივია, ვიდრე მსხვილი კულულების.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

5.ჯინსის ნაცვლად ხავერდი - ჯინსის სამოსი ისეთი მოდური, როგორც გასულ წელს იყო, აღარაა. ხავერდის სამოსით დიზაინერებმა ელეგანტურობა და დახვეწილობა შემოიტანეს.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

6. კლასიკური ქვედაბოლო ე.წ. ბალირინას კაბის ნაცვლად - „ბალერინას კაბები“ მოდიდან გადავიდა. წელს მოდაში მუხლს ოდნავ ქვემოთ, სწორი, კლასიკური კაბებია. ასეთი კაბები ხაზს უსვამს თქვენს ფიგურასა და ფეხებს.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

7. ღამის პენუარის მსგავსი კაბა ანაცვლებს ტანზე მომდგარ კაბებს - ასეთი კაბები თვალწარმტაცია და გაბედული ნაბიჯია მისი ჩაცმა. კაბა აკორექტირებს თქვენს სილუეტს და ფარავს ნაკლს.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

8.ტანზე მომდგარი პალტო, დიდი ზომის პალტოს ანაცვლებს - დიდი ზომის პალტო მოდიდან გადადის და მას ტანზე კარგად მომდგარი მოსაცმელი ანაცვლებს. მაგრამ ნუ იჩქარებთ ძველი პალტოების გადაყრას. გახსოვდეთ, რომ მისი მოდა ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდება.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

9. ფერთა უჩვეულო კომბინაცია კლასიკურის ნაცვლად - სამოსის ფერი ფეხსაცმლის ჩაცმა ცუდ ტონად ითვლებოდა. თანამედროვე ტენდენციები კი გვეუბნება, რომ ასე აღარ უნდა მოვიქცეთ. ახლა შეგიძლიათ, ფეხსაცმლის ფერი პალტოს ფერს შეუსაბამოთ.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს

10. ე.წ. მარენტებს წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ანაცვლებს - ქალი, რომელიც წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. წელს კი ეს ფეხსაცმელი საოცრად ტრენდულია. იმდენად, რომ მან კომფორტული მარენტები ჩაანაცვლა.

10 რამ, რაც 2017 წელს მოდაში აღარ იქნება - რჩევები ყველაზე მოდურ ქალბატონებს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>