LIFE

ნდობა და მხარდაჭერა - რასაც მამაკაცები ურთიერთობიდან ელიან

ნდობა და მხარდაჭერა - რასაც მამაკაცები ურთიერთობიდან ელიან

ქალებს ხშირად ჰგონიათ, რომ ურთიერთობისთვის ყველაფერი გააკეთეს, პარტნიორმა კი უსინდისოდ მიატოვა. თუმცა, ხშირად რაც ქალებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, კაცებისთვის უპირატესი სულაც არ არის. ამიტომაც, ყველა ქალს ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „რა სურთ მამაკაცებს?“

5. ადამიანი, ვისთანაც ექნება შესანიშნავი სექსი — სექსი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში, მაგრამ მის გარეშე ურთიერთობა არაფერია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კაცს სექსის ქალღმერთი სჭირდება, მაგრამ სჭირდებათ ისეთი ვინმე, ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობენ.

ნდობა და მხარდაჭერა - რასაც მამაკაცები ურთიერთობიდან ელიან

4. ადამიანი, ვისაც სურს მასთან ერთად დროის გატარება, მაგრამ გააჩნია პირადი ცხოვრება — ქალი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ცხოვრება, ჰობი და გატაცებები ყოველთვის უფრო საინტერესოა ურთიერთობაში.

ნდობა და მხარდაჭერა - რასაც მამაკაცები ურთიერთობიდან ელიან

3. ადამიანი, ვისაც აქვს ამბიცია და მოტივაცია — მამაკაცს ისეთი ადამიანი სჭირდება გვერდით, ვინც მთელ დღეს სახლში, სოციალურ ქსელებში უქმად არ ატარებს. პირადი ბედნიერება ჯანმრთელი ურთიერთობის გასაღებია. უნდა გაგაჩნდეს მიზანი როგორც შენი ურთიერთობისთვის, ასევე შენი პირადი ცხოვრებისთვის.

ნდობა და მხარდაჭერა - რასაც მამაკაცები ურთიერთობიდან ელიან

2. ადამიანი, ვინც ყველანაირ სიტუაციაში მხარში დაუდგება — თუკი ის ერთ დღეს სამსახურიდან წამოსვლას და ოცნებების ასრულებას გადაწყვეტს, სჭირდება ვინმე, ვინც ბოლომდე მის გვერდით იდგება. ახლა მარტივია დათანხმება, მაგრამ როგორ მოიქცევი, თუკი ის მთლიანი დანაზოგის გამოყენებას და თავისი ახალი კომპანიის დაარსებას გადაწყვეტს?! ამ ყველაფერს დიდი მოთმინების უნარი, სიყვარული და გაგება სჭირდება...

ნდობა და მხარდაჭერა - რასაც მამაკაცები ურთიერთობიდან ელიან

1. ადამიანი, ვისაც შეუძლია ენდოს — ადამიანი, ვისაც გულს გადაუშლის. ყველა თავის საიდუმლოს და შიშს გაანდობს. ნდობა არის მთავარი რამ ურთიერთობაში, ხოლო ურთიერთპატივისცემა ჯანსაღი ურთიერთობის საფასურია.

ნდობა და მხარდაჭერა - რასაც მამაკაცები ურთიერთობიდან ელიან