ტრენდის შესახებ
თანამედროვე სამყარო ზედმეტად რთული და ხმაურიანია. ტრენდი მარტივად მოგითხრობთ, რა არის სტილი, გეხმარებათ აღმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო მე და იზრუნოთ მის განვითარებაზე. ეს არის ადგილი, სადაც ქალები პოულობენ საკუთარ თავს, რჩევებს სილამაზის, ჯანმრთელობის, ჯანსაღი ურთიერთობების და მეტი თავდაჯერებულობის მისაღწევად.
ტრენდს ვქმნით ქალები — ქალებისთვის, მათთვის, ვინც თავად საზღვრავენ მიზნებს ცხოვრებაში, ვისი იდეებიც მუხტავენ გარშემომყოფებს, არასოდეს ჩერდებიან და მუდამ ეძებენ იმ დეტალს, რაც მათ ახალ ტრენდს შექმნის.
ტრენდი არის ჩვენზე და ჩვენს გარემოზე, გამოცემა, რომელიც აძლევს კონტექსტს ყველაფერს, რაც გვეხება ქალებს თანამედროვე საქართველოში — რას წარმოვადგენთ, რას ვსვამთ, მივირთმევთ, ვუყურებთ, გვაცვია ან ვატარებთ, ვის ვთვლით მისაბაძად ან შთაგონების წყაროდ.
ჩვენი მისიაა, ვიყოთ #1 მედია-ბრენდი ჭკვიანი, გამორჩეული და წარმატებული ქალებისთვის. შემოგვიერთდი!