თუ მხოლოდ შავი ფერის სამოსს ატარებთ - 10 რამ, რაც გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ
- 30.04.2017

1. შავი მოკლე კაბა - ის შეგიძლიათ ჩაიცვათ ნებისმიერ სიტუაციაში და წელიწადის სხვადასხვა დროს -შიშველ ფეხებზე, სათვალესთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში, ასევე ქურთუკის შიგნით, ჩექმაზე ზამთარში.

2. ტყავის ჩექმა - ეს ფეხსაცმელი საოცარია, როგორც კაბაზე, ასევე მოტკეცილ ჯინსზე. ის ძალიან უხდება შიშველ ფეხებსა და მინი კაბას. საუკეთესო არჩევანია ზამთარში და შემოდგომაზე.

3. ნაქსოვი ქუდი - ნაქსოვი შავი ქუდი საუკეთესო არჩევანია ცივ დღეებში. ის არის დახვეწილი და გლამურული. შეგიძლიათ შეუსაბამოთ ელეგანტურ სამოსს.

4. შავი საცურაო კოსტიუმი - ასეთი საცურაო კოსტიუმი არის კარგი, თუ გსურთ, რომ საზოგადოებამ თქვენი სექსუალურობა დაინახოს. და ბონუსი - შავ საცურაო კოსტიუმში იმალება სხეულზე არსებული ლაქები, რაც ღია ფერის საცურაო კოსტიუმში თავლშისაცემია.

5. ტყავის ქურთუკი - შავი ტყავის ქურთუკი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა იმ ქალს, რომლებიც მხოლოდ შავ სამოსს ატარებენ. ის არის საუკეთესო ტანზე მომდგარ შარვალთან, უხდება მოკლე კაბებს.

6. ფარფლებიანი კაბა - ეს მოდური კაბა ლამაზია ნაქსოვ ჯემპრზე, უხდება დაბალყელიან ჩექმას.

7. ბეწვის მოსაცმელი - არაფერია იმაზე უფრო დახვეწილი და გლამურული, ვიდრე შავი ბეწვის ქურთუკი. თუ მას კლასიკურ შავ ჩანთას შეუხამებთ, ზამთარში თქვენზე ელეგანტური არავინ იქნება.

8. შარვალი ყოველდღიურიბისთვის - ეს შარვალი შეგიძლიათ ჩაიცვათ წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი, სახლში ჩასაცმელადაა მოსახერხებელი. მაღალწელიანი შარვალი საოცხოოდ ეხამება ტოპ მაისურებს.

9. ტყავის შარვალი - ეს შარვალი საუკეთესო არჩევანია ქალებისთვის, რომლებსაც სურთ, ხაზი გაუსვან თავიანთი სხეულის მოყვანილობას. ასეთ შარვალში ძალიან სექსუალური გამოჩნდებით.

10. დეტალებით გაფორმებული შავი ხელჩანთა - შავი ხელჩანთა შეგიძლიათ ნებისმიერი ფერის სამოსს შეუსაბამოთ.

თემები: ტანსაცმელი, ტრენდი, შავი, ქალები, რჩევები, 2017 წლის ტენდენციები
<a href="http://fashion.allwomenstalk.com">http://fashion.allwomenstalk.com</a>