რომელ რიცხვში დაიბადე - გაიგე მეტი საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანზე, დადებითი და უარყოფითი თვისებების შესახებ
- 01.05.2017
#1
ეს შემოქმედებითი, კრეატიული, ორიგინალური და ძალზე დამოუკიდებელი ადამიანების ნიშანია. ერთის მხრივ, ისინი საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებები არიან, მეორეს მხრივ კი - ინდივიდუალისტები, რომლებიც არ ითვალისწინებენ სხვის აზრს. ხშირად გამოდიან ლიდერებისა და ინიციატორების როლში. საკმაოდ ამბიციურები არიან და მზად არიან წავიდნენ რისკზე მიზნის მისაღწევად.
#2
ამ რიცხვში იბადებიან ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან ზედმეტი მგრძნობიარობით. არაფრით არ დატოვებენ უყურადღებოდ ნებისმიერ თხოვნას უცნობი ადამიანების მხრიდანაც კი. ისინი კარგი პარტნიორები არიან ბიზნესისთვის და შესანიშნავი კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები. მათი გადაჭარბებული სიმორცხვე ხშირად ხდება მთავარი დაბრკოლებად მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაწყვეტად.
#3
სამ რიცხვში იბადებიან დაუღალავი ოპტიმისტები, რომლებსაც შეუძლიათ იყონ ბედნიერი და დატკბნენ ცხოვრებით. მათთვის დამახასიათებელია მუდმივი შეყვარებულობის მდგომარეობა. მათ გააჩნიათ იუმორის შესანიშნავი გრძნობა. აქვთ შესანიშნავი ინტუიცია, რომლის დახმარებით კარგად ახდენენ მნიშვნელოვანი აზრებისა და იდეების იდენტიფიცირებას.
#4
პასუხისმგებლები, სერიოზული და სანდო ადამიანები. ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ ბრწყინვალე საქმიანი რეპუტაცია. საკუთარი შრომით შეუძლიათ გამოიმუშაონ სოლიდური ქონება. ეს ადამიანები საღი გონებით ეკიდებიან ნებისმიერ წარუმატებლობას, საკუთარი შეცდომებიდან შეუძლიათ გამოიტანონ სწორი დასკვნები და შემდგომ - სარგებელი.
#5
„ხუთიანი“ ნუმეროლოგიაში თავისუფლების სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებულები ძალიან კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარეები და უნივერსალურები არიან. მთავარი რჩევა, რომელიც უნდა მისცე „ხუთიანებს“ - იცოდნენ დროზე შეჩერება! არ გააკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები სიტუაციებიდან და არ დააჩქაროთ მოვლენები. თქვენ მოუთმენარ ხასიათსა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისადმი ლტოლვას შეუძლია სერიოზული საფრთხე შეგიქმნათ.
#6
ეს სიყვარულის და ურთიერთგაგების, პატიოსნების და ერთგულების, ოჯახისა და მეგობრობის ნიშანია. ამ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ძალიან აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, დიდსულოვნები არიან, ეხმარებიან სხვებს საქმიანი რჩევით და ხშირად ფულით. ამასთანავე ეს ციფრი დაკავშირებულია ეჭვიანობასთან და მესაკუთრის პოზიციასთან.
#7
ეს სიბრძნისა და გონიერების ნიშანია. ამ ნიშნის ადამიანებს უყვართ კითხვა, მზად არიან ყოველთვის ისწავლონ რაღაც ახალი და დაუკავშირონ საკუთარი ცხოვრება ინტელექტუალურ მოღვაწეობას. „შვიდიანის“ უარყოფით მხარეზეა - კამათისადმი სიყვარული, სარკაზმი, სიჯიუტე, გაღიზიანება.
#8
ნუმეროლოგიაში ეს ძალაუფლების, მფარველობისა და მმართველობის სიმბოლოა. ამ ნიშნის ადამიანები ეგოცენტრულები არიან, ოცნებობენ მიაღწიონ საყოველთაო აღიარებას. „8“ - ციფრია, რომელიც განასახიერებს მაღალ შემოსავალსა და მატერიალურ წარმატებას. უარყოფით თვისებებს კი შეიძლება მივაკუთნოთ გადაჭარბებული ამბიციურობა, ხისტობა ხელქვეითებთან მიმართებაში და მოუთმენლობა.
#9
კალენდარული თვის ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური წარმომადგენელი. თავდადებული მეგობრები, რომანტიკული ცხოვრების მეგზურები, დაინტერესებული საქმიანი პარტნიორები არიან. მათი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა - გულუხვობა. ადვილად პატიობენ წყენას და ლმობიერად უყურებენ სხვის ნაკლოვანებებს. ერთადერთი, რაც დაბნეულ „ცხრიანებს“ აკლიათ - მეტი ყურადღება საკუთარი ფინანსების მიმართ. ნებისმიერი თანხა უცბად ეცლებათ ხელიდან.
#10
ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ციფრია. წარმოადგენს ორი საკრალური ციფრის კომბინაციას, რომლის აზრი იხრება გამონათქვამისკენ: „ან ყველაფერი, ან არაფერი“. ამ ციფრის ადამიანები პირდაპირ მოქმედებენ, ისინი თავს არიდებენ ინტრიგებს, ეშმაკურ გეგმებს. მათ გააჩნიათ სუფთა სული და დიდი გული, ყოველთვის იზიდავენ გარშემომყოფების ყურადღებას.
#11
არცერთი სხვა ციფრი არ ფლობს ასეთ ძლიერ სულიერ შემადგენელს, როგორც თერთმეტი. ეს ადამიანები ბავშვობიდანვე ირჩევენ თავისთვის შინაგანი განვითარებისა და კეთილმოწყალების გზას. მატერიალური ფასეულობები მათთვის მეორეხარისხოვანია, ისინი, პირველ რიგში, ზრუნავენ საკუთარ სულზე. ასეთ ადამიანებს გააზრებული აქვთ სიტყვის ძალა, ამიტომ საგულდაგულოდ წონიან ყველაფერს, რასაც ამბობენ, და არასოდეს არ იძლევიან ფუჭ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
#12
ამ ადამიანებს ახასიათებთ მყარი ნებისყოფა, ულევი ენერგია, ორგანიზატორული ნიჭი და კომუნიკაბელურობა. 12 - საკრალური ციფრია მთელი კაცობრიობისთვის. ათასზე მეტი წლის წინ სწორედ ეს ციფრი აირჩიეს სადღეღამისო დროის, თვეებზე წელიწადის დაყოფისა და სიგრძის გაზომვის განსაზღვრისთვის. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ ამ ციფრის წარმომადგენლებს აკისრიათ ყველაზე ხშირად განსაკუთრებული მისია - მათ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.
#13
ცამეტ რიცხვში დაბადებული ადამიანები არავის არ ტოვებენ გულგრილს. ამ ციფრული კოდის მატარებლები მთელი ცხოვრება ესწრაფვიან სრულყოფილებას, მათ ცხოვრებაში მუდმივად ხდება რაღაც ცვლილებები: როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. ერთ-ერთი მთავარი ნაკლია - მოუთმენლობა გარშემომყოფების მიმართ და სიზარმაცე.
#14
საკმაოდ ფიცხები არიან. როცა ბრაზდებიან, ვერ აკონტროლებენ თავს, რაზეც მერე ნანობენ. დამახასიათებელი თვისება - ძლიერი სექსუალური აგზნება. ძნელია უფრო ვნებიანი საყვარლის მოძებნა. ამ ციფრული კოდის მატარებლები ხშირად განიცდიან ფიასკოს ბიზნესში - ეს ციფრი დაკავშირებულია მატერიალური კეთილდღეობის დანაკარგთან. მათ უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ფინანსებს, ან უნდა ანდონ მათი მართვა საიმედო პარტნიორს.
#15
მათში ბუნებით არის ჩადებული უამრავი ნიჭი: ტექნიკურიდან-პოეტურამდე. მაგრამ ყველაზე რთული ამოცანების ასახსნელად ხშირად არ ყოფნით მოთმინება და შინაგანი დისციპლინა. ნებისმიერი სიძნელეები და პრობლემები გულთან ახლოს მიაქვთ. მაგრამ არ არიან მიჩვეულები ღიად გამოხატონ საკუთარი უკმაყოფილება, ურჩევნიათ ჩუმად იყვნენ. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან და მცირე კრიტიკაზეც კი მტკივნეულად რეაგირებენ.
#16
ეს რიცხვი მეტყველებს იმაზე, რომ მისი მფლობელი - ანალიტიკური წყობის ღრმად მოაზროვნე ადამიანია, რომელიც არ ამჟღავნებს საკუთარ ჭეშმარიტ გრძნობებს. პასუხისმგებელი, კარგად აღზრდილი, გულუხვი, თავისებურად იდუმალი და დამოუკიდებელი. გააჩნია შესანიშნავი ინტუიცია. წლების მანძილზე უფრო მეტად იკეტება საკუთარ თავში და ხდება უფრო თავშეკავებული და ფრთხილი. არ უყვარს ზედაპირულობა: თუ მან გადაწყვიტა ურთიერთობები - ეს ნიშნავს, რომ მისი გრძნობები ძლიერი და სერიოზულია.
#17
როგორი ამტანები არიან! გასაკვირია, როგორ მეზობლობენ ასეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემებით მგრძნობიარე სულთან. გულწრფელად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული და ალერსი, ისინი ვერ იტანენ სიყალბესა და ფარისევლობას. ძნელად ეგუებიან უარს. მოსწონთ განსაკუთრებული ყურადღება საკუთარი პიროვნების მიმართ.
#18
სამართლიანობისთვის მებრძოლების ციფრული ნიშანია. ამასთანავე ამ ნიშნის ადამიანები ძალიან განიცდიან და შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდნენ, თუ რაიმე მიზეზების გამო შეელახებათ რეპუტაცია, და ყველაფერს გააკეთებენ, რაც შესაძლებელია, რომ აღადგინონ ის. მათ ძალიან აწუხებთ საკუთარი გარეგნობა და ის, რამდენად მიმზიდველები არიან ისინი გარშემომყოფებისთვის.
#19
„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ - ანდაზა, რომელიც ზუსტად სიმბოლიზირებს იმ ადამიანების გზას, რომლებიც 19 რიცხვში დაიბადნენ. ისინი ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ იმის მიმართ, რას ლაპარაკობენ და აკეთებენ. ნებისმიერი ჩადენილი საქციელი (კარგი თუ ცუდი) არასოდეს არ ჩაივლის უკვალოდ - ბედისწერა მუდმივად ირეკლავს და უბრუნებს ერთიასად. ენერგიული და პრაგმატული ადამიანები. უპირატესობას ანიჭებენ სტაბილურობას: ოჯახშიც, და პროფესიაშიც.
#20
კატეგორიულად ვერ იტანენ მარტოობას - რაც მეტი ხალხია მათ გარემოცვაში, მით უკეთესი. შესანიშნავი ორატორები და ერთგული მეგობრები. უყვართ ხმაურიანი წვეულებები, სტუმართმოყვარეები არიან, რომანტიკოსები. უყვართ მუსიკა და ცეკვა. ასეთ ადამიანებზე ამბობენ „ბედით გათამამებულები“ - ბევრი მათი სურვილი სრულდება, როგორც ჯადოსნური ჯოხით. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.
#21
ამ დღეს დაბადებულები - ცხოვრებისმოყვარულები არიან, მზად არიან ყოველ დღე მადლობა გადაუხადონ ბედისწერას არსებობის ყოველი დღისთვის. ჩაციკლულები არიან ფულზე, რომლებსაც აშკარად უყვართ ისინი. მათგან გამოდიან შესანიშნავი ეკონომისტები, ბანკირები, ფინანსისტები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სტატუსს საზოგადოებაში და პარტნიორის მდგომარეობას. ცინიკურები და ირონიულები არიან. მათი კიდევ ერთი სისუსტე - სექსია.
#22
ოცდაორი - განათლების ნიშანია. მათ, ვინც ამ რიცხვში დაიბადა, უყვართ სხვისი სწავლა და მშვენივრად ართმევენ თავს ამ ამოცანას. მათ ბუნებით აკისრიათ მისია გახსნან და აუხსნან სხვებს ყველაზე რთული პროცესები, რომლებიც ხდება დედამიწაზე და მის გარეთ. აქედან არის, მაგალითად, მათი მიზიდულობა კოსმოსთან. მაგრამ წარმატებას ცხოვრებაში ისინი აღწევენ არა შემთხვევით, არამედ დაძაბული მუშაობის წყალობით.
#23
იდუმალ ციფრში 23 დაშიფრულია თავგადასავლებების მიმართ სიყვარული და მუდმივი მოძრაობა წინ. ამ რიცხვში დაბადებულები მამაცები, გაბედულები, იმპულსურები და კომუნიკაბელურები არიან. მათი ნიჭი მრავალწახნაგოვანია და მაღალი ინტელექტის, კრეატიულობისა და პროგრესიული იდეების წყალობით მათ შეუძლიათ შედგნენ პრაქტიკულად ნებისმიერ პროფესიაში. მათთვის ცხოვრებაში მთავარია - თავისუფლება, მათ არავის წინაშე არ უყვართ ანგარიშის ჩაბარება. ისინი გვანან მაგნიტს, რომელიც იზიდავს რთულ სიტუაციებსა და პრობლემებს. ამიტომ მათ ცხოვრებას ვერ უწოდებ ადვილს.
#24
ეს უსაფრთხოებისა და ლოიალობის სიმბოლოა. არ არსებობს კალენდარული თვის უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი წარმომადგენელი. სანამ გადადგავენ ნაბიჯს, ისინი კარგად აწონ-დაწონიან, შეაფასებენ შესაძლებელ შედეგებს და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საკვებს. თანაც, ეს ვლინდება სხვადასხვა ასპექტში: მათ შეუძლიათ გახსნან საკუთარი რესტორანი ან გაითქვან სახელი, როგორც გენიალურმა კულინარებმა.
#25
ამ ადამიანების ცხოვრებას მართავს ინტუიცია. ეს ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, მათი აზრი არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ. თუ ასეთი ადამიანი გადაწყვიტავს ბოლო მომენტში შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება იმის გამო, რომ „იგრძნო რაღაც ცუდი“ - უკეთესია დაუჯეროთ მას. მხოლოდ ინტუიციური უნარით საქმე არ იფარგლება. 25 რიცხვი ასევე ინტელექტის სიმბოლოა. უგუნური საქციელის ჩადენა მათ წესებში არ ზის.
#26
ეს უწყვეტი კავშირების სიმბოლოა. ამ რიცხვში დაბადებულები ყველაზე ერთგული მეგობრები და მეუღლეები არიან. მათ გააჩნიათ მყარი ხასიათი, ძლიერი ენერგეტიკა, ხელმძღვანელობის ნიჭი. უარყოფითი თვისებები: პატივმოყვარეობა, სწრაფვა უსაზღვრო ძალაუფლებისკენ. ასეთ ადამიანებს უყვართ წესრიგი, მათ სახლში სისუფთავე და სილამაზე სუფევს.
#27
ნუმეროლოგიაში ამ ციფრში ჩადებულია განკურნების ძალა. მისი წარმომადგენლები პოულობენ საკუთარ მოწოდებას მედიცინის სფეროში. „27“-ის მფლობელები ემოციურები არიან, გააჩნიათ თანაგრძნობა და ინტუიცია. არასოდეს არ ყრიან ფარ-ხმალს, გამოაქვთ გაკვეთილები ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ხშირად ეცვლებად განწყობა, მოუთმენლები და თავდაჯერებულები არიან.
#28
ციფრი, რომელიც სიმბოლიზირებს კანონს. ამ ციფრის ადამიანებს გააჩნიათ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა. ისინი მუდმივად მოუწოდებენ ყველას წესრიგისა და წესების დასაცავად. მათგან გამოდიან კარგი მოსამართლეები და იურისპრუდენციის მუშაკები. სხვა უკიდურესობა - თავად არასოდეს არ აღიარებენ დანაშაულს და ახასიათებთ მუდმივი ბრალდებები გარშემომყოფების მისამართით.
#29
რიცხვი უდიდესი ემოციური პოტენციალით. ხშირად ვარდებიან უკიდურესობაში (დღეს - მიყვარს, ხვალ - მძულს). ფინანსების მხრივ იღბალი სწყალობთ - ფულს საკმაოდ ადვილად შოულობენ: კარგი ანაზღაურება აქვთ, იგებენ ლატარიებში. პირად ცხოვრებაზე კი სერიოზულად უწევთ მუშაობა, მუდმივად უყვარდებათ უღირსი ადამიანები და პარტნიორის გვერდით ხშირად იტანჯებიან დაუცველობის გრძნობისგან.
#30
გააჩნიათ ფანტასტიკური მეხსიერება, შესანიშნავად შეუძლიათ კონცენტრირება. მათი ინტელექტის შესაძლებლობები უდიდესია, გონების გამჭრიახობა და სისწრაფე ეხმარებათ გაუმკლავდნენ ყველაზე რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება გაჯერებულია მოვლენებით, მათთან არ მოიწყენთ. პირდაპირები არიან და ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ საქმიანი რჩევებით.
#31
მიზანდასახული და დამოუკიდებელი ადამიანების ნიშანია. არ უშვებენ ხელიდან არცერთ შესაძლებლობას, რომელსაც სთავაზობს ცხოვრება. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებენ, იქნება მიყვანილი სრულყოფილამდე. ეს თვისება ეხმარება მოიპოვონ საზოგადოებაში მაღალი ადგილი. არ უყვართ დატკეპნილი ბილიკებით სიარული, ყოველთვის ეძებენ ახალ გზებსა და მიმართულებებს. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას. ნუ ეცდებით მის მოტყუებას - სამუდამოდ დაკარგავთ მის ნდობას.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://inmyway.org">http://inmyway.org</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია