10 რჩევა - იმისთვის, რომ მოგწონდეთ საკუთარი გარეგნობა და თავდაჯერებული იყოთ
- 01.05.2017
საზოგადოებაში სილამაზის გარკვეული სტანდარტები არსებობს. ადამიანები აწესებენ სტანდარტებს და ამის მიხედვით აფასებენ გაქვთ თუ არა „სრულყოფილი სხეული.“
ყველას ვერ ექნება მოდელის აღნაგობა, თუმცა გახსოვდეთ, ეს არ ნიშნავს რომ ლამაზები არ ხართ. ამან თვითშეფასება არ უნდა დაგიქვეითონ.
საბედნიეროდ, არსებობს გზები, რომელთა საშუალებითაც სხეულით, როგორიც ბუნებრივად გაქვთ, თავი სრულყოფილად და ბედნიერად იგრძნოთ.
1. შეიყვარეთ თქვენი სხეული - ეს შეიძლება არ იყოს მარტივი, მაგრამ თუ მოახერხებთ შეიყვაროთ თქვენი სხეული, მოიწონოთ ისეთი, როგორიც ბუნებრივად გაქვთ, ეს დიდ ბედნიერებას მოგიტანთ. გახსოვდეთ, დედამიწაზე არავინ არის თქვენი მსგავსი. უნიკალური ხართ და რატომ არ უნდა გიყვარდეთ ის?
2. შეიყვარეთ თქვენი ფორმები - არ აქვს მნიშვნელობა პუტკუნა ხართ, თუ ძალიან გამხდარი, უნდა შეიყვაროთ თქვენი ფორმები. სხვაგვარად თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ.
3. ნუ შეგეშინდებათ სასწორის - ზოგიერთ ადამიანს „ეშინია“ სასწორის და გაურბის წონის გაგებას. ეს შეცდომაა. პირიქით, ხშირად გამოიყენეთ ის და აკონტროლეთ წონა.
4. დაკავდით ფიზიკური აქტივობებით - გამუდმებით იმოძრავეთ, ნუ მოდუნდებით, ეს თავდაჯერებას შეგმატებთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ - ირბინოთ, დაკავდეთ იოგათი, აერობიკით და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით. შემდეგ ჯერზე როდესაც ივარჯიშებთ, დაფიქრდით, რა ბედნიერებაა რომ გაქვთ შესაძლებლობა პრობლემებისა და გართულებების გარეშე ვარჯიშის. ჯანმრთელი და აქტიური სხეული ბედნიერებაა.
5. ებრძოლეთ შინაგან პერფექციონისტს - შეიძლება პერფექციონისტი იყოთ ბევრი რამის მიმართ, მაგრამ თქვენი სხეულის მიმართ - არა. არ არსებობს ცნება - სრულყოფილი სხეული, ეს მედიის მიერ შექმნილი ილუზიაა. მიიჩნიეთ საკუთარი სხეული საუკეთესოდ. ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რისი გაკეთებაც თქვენს სხეულს შეუძლია და ნუ მოითხოვთ მისგან შეუძლებელს.
6. იფიქრეთ პოზიტიურად - ყოველ დილით როდესაც ადგებით და სარკეში ჩაიხედავთ, იფიქრეთ რაიმე კარგზე თქვენს სხეულთან დაკავშირებით. ასე მოიქეცით ყოველ დილით. ეს დაგეხმარებათ, რომ შეიყვაროთ ის და იყოთ თავდაჯერებული.
7. ესაუბრეთ ვინმეს - ზოგჯერ არის დღეები, როდესაც საკუთარი თავით, გარეგნობით არ ვართ ისეთი კმაყოფილები, როგორც სხვა დღეებში, ამ შემთხვევაში სასარგებლო იქნება თუ ამ თემაზე ვინმეს, ძალიან ახლობელ ადამიანს დაელაპარაკებით. უთხარით ერთმანეთს კომპლიმენტები და ისიც, თუ რა გხიბლავთ ერთმანეთის გარეგნობაში, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
8. ნუ ისაუბრებთ საკუთარ თავზე ნეგატიურად - საუკეთესო გზა იმისთვის, რომ საკუთარი სხეული შეიყვაროთ არის ის, რომ არაფერი თქვათ ნეგატიური მასზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ თავდაჯრებულობას მოგაკლებთ.
9. გამოიმუშავეთ ჩვევა - იმისთვის, რომ შეიცვალოთ საკუთარი თავისა და აღნაგობის მიმართ დამოკიდებულება საჭიროა, გამოიმუშაოთ შემდეგი ჩვევა -ცუდი სიტყვებით არასოდეს „შეამკოთ“თქვენი სხეული. ჩაინიშნეთ ეს. შეგიძლიათ დაწეროთ ფურცლებზე - „რა ლამაზი ხარ“, ან მსგავსი კომპლიმენტები და მიამაგროთ იმ ადგილას, რომელსაც ხშირად ხედავთ - მაგალითად სარკეს, მაცივარს.
10. დაუწესეთ საკუთარ თავს მაღალი სტანდარტი - ყოველთვის დააწესეთ საკუთარი თავის მიმართ მაღალი სტანდარტი, საკუთარი თავის შეფასებისას ყოველთვის მაღალი ქულა დაუწერეთ მას და აღმოაჩენთ, რომ საზოგადოებაშიც თქვენ მიმართ დამოკიდებულება მალე პოზიტიურად შეიცვლება.
თემები: თავის მოვლა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები
<a href="http://beauty.allwomenstalk.com">http://beauty.allwomenstalk.com</a>