სილამაზე

სილამაზის 9 მარტივი რეცეპტი, რომელიც თქვენს ცხოვრებას დაუჯერებლად შეცვლის

სილამაზის 9 მარტივი რეცეპტი, რომელიც თქვენს ცხოვრებას დაუჯერებლად შეცვლის

ქალების დიდი ნაწილი დროს უთმობს თავის მოვლას. ვიტარებთ უამრავ პროცედურას, ვხარჯავთ ფულსა და ენერგიას იმისთვის, რომ შეუდარებლად გამოვიყურებოდეთ. თუმცა გვავიწყდება ისეთი მარტივი მეთოდები, რომლებიც რეალურად აუცილებელია თავის მოვლისთვის.

გთავაზობთ 9 ფანტასტიკურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ რომ გაიმარტივოთ ცხოვრება, დახარჯოთ ნაკლები დრო, ფული და ენერგია.

1. როგორ გავიხშიროთ წამწამები საბავშვო პუდრით - წაისვით ტუში წამწამებზე, შემდეგ მოიფრქვიეთ საბავშვო პუდრი, ამის შემდეგ კი, კვლავ წაისვით ტუში. ეს მარტივი ხერხი თქვენს წამწამებს გრძელსა და ხშირს გამოაჩენს.

2. როგორ უნდა გაიშროთ თმა სწრაფად პირსახოცის გარეშე - გამოიყენეთ ბამბის მაისური პირსახოცის ნაცვლად. ის უკეთ შთანთქვას ტენიანობას, ვიდრე პირსახოცი. გარდა ამისა, თუ ღამით ასე შეხვეულ თმას დაიტოვებთ, დილით ლამაზი და ბუნებრივი კულულები გექნებათ. 

3. ნათელი თვალები - შეგიძლიათ წაისვათ თეთრი და გლუვი თვალის ფანქარი ქუთუთოზე, რათა თვალის ჩრდილები უფრო მკვეთრი იყო. თვალი ასე უფრო დიდი და გამოჩნდება. 

4. როგორ მოვიშოროთ თმა - ბლოგერები რეკომენდაციას უწევენ შემდეგ ნიღაბს - 1 ჩაის კოვზი დაფქული შვრია, ორი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 2 ჩაის კოვზი თაფლი - შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და წაისვით გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3 ჯერ. 

5. როგორ გავუმკლავდეთ სიწითლეს ცვილით თმის მოშორების შემდეგ - დაიდეთ რძით გაჟღენთილი ბამბა პრობლემურ ადგილას და გაიჩერეთ 10 წუთით. 

6. როგორ ვუმკურნალოთ დამსკდარ ტუჩებს - თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ მწვანე ჩაის ბალიში. რამდენიმე წუთით გაიჩერეთ ტუჩებზე. ის პრობლემას მარტივად მოაგვარებს. 

7. სახის კანი რომ არ გაღიზიანდეს - დაიბანეთ სახე იმდენად ნაზად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. შხაპის მიღების დროს ნუ დაიბანთ მას ხელებით. ნუ გაიხეხავთ სახეს. 

8. თმის სამაგრები რომ თმიდან არ მოგძვრეთ - მიისხურეთ თმის სპრეი. ამის შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად დაიმაგროთ თმაზე. ის არ მოგძვრებათ. 

9. დილით რომ შთამბეჭდავი ვარცხნილობა გქონდეთ - გაიკეთეთ თმა რეზინებით ფოტოზე გამოსახულის მსგავსად და ასე დაიძინეთ. დილით მშრალი შამპუნი წაისვით და ამის შემდეგ მოიხსენით თმის სამაგრები. მიიღებთ საოცარ ვარცხნილობას.