LIFE

რატომ არის ქორწინებაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი უბედური - სიყვარულის „ახალი გზა“, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ

რატომ არის ქორწინებაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი უბედური - სიყვარულის „ახალი გზა“, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ

ჩვენს დროში უამრავი ადამიანი ამბობს, რომ უბედურია ქორწინებაში. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ყოველი 10 ადამიანიდან 6 ამბობდა, რომ ქორწინება არ აბედნიერებდა.

ზოგადად, როდესაც ტრადიციული ნორმები ირღვევა, რაღაც ახალი იკავებს მის ადგილს. ასევეა ურთიერთობებშიც. ტრადიციულ ურთიერთობას თანდათან შეგნებული და კარგად გაცნობიერებული ანაცვლებს.

ტრადიციული ურთიერთობა დაფუძნებულია მატერიალურ კმაყოფილებაზე და საჭიროებებზე და აქცენტი კეთდება ურთიერთობის შენარჩუნებაზე. ასეთ დროს ადამიანი თანდათან კარგავს იმის შეგრძნებას, თუ ვინ არის სინამდვილეში. ხდება სრულიად განსხვავებული, ისეთი,როგორიც არ სურს რომ იყოს.

ვთმობთ საკუთარ ცხოვრებას:

ტრადიციულ ურთიერთობაში ბევრს ვფიქრობთ პარტნიორის სიამოვნებაზე და როგორც წესი, საკუთარ ინტერესებს ვახშობთ. ეს შეიძლება მოიცავდეს როგორც ცხოვრებისეულ ოცნებებს,ასევე სექსუალურ ფანტაზიებს. არ შეგვიძლია ნამდვილი გრძნობების, სურვილების და მისწრაფებების გამოხატვა და პარტნიორისთვის გაზიარება. გვეშინია, რომ ის განგვსჯის. ყოველთვის კომპრომისზე მივდივართ, რადგანაც სხვაგვარად ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებთ.

რატომ არის ქორწინებაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი უბედური - სიყვარულის „ახალი გზა“, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ

ფოკუსირება შედეგზე:

ტრადიციული ურთიერთობა ასეთია - როდესაც გადადიხართ ახალ საფეხურზე, არაფერი აღარ ხდება, ურთიერთობა ვერ ვითარდება, ახალი საფეხური ფაქტობრივად არ არსებობს. თითქოს ქორწინება ურთიერთობის საბოლოო დანიშნულებაა. დაფიქრდით, რა ხდება შემდეგ როცა ქორწინდებით? -ურთიერთობა კვდება. ამიტომაცაა ქორწინებათა უმეტესობა წარუმატებელი. ადამიანები ძალიან ბევრს აკეთებენ იმისთვის, რომ დაქორწინდენ. ქორწინების შემდეგ კი, ტრადიციული ურთიერთობის დროს, ცხოვრება ცარიელი ხდება.

რატომ არის ქორწინებაში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი უბედური - სიყვარულის „ახალი გზა“, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ

როგორია შეგნებული და გაცნობიერებული ურთიერთობა?

შეგნებულ და გაცნობიერებულ ურთიერთობაში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის სულიერ საჭიროებებზე. ორივე პარტნიორი თანაბარი უფლებებით სარგებლობს.

გაცნობიერებულ ურთიერთობაში ადამიანებს არ ეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვის და არ ეშინიათ იმის თქმის, თუ რა სურთ, რა მისწრაფებები აქვთ.

გაცნობიერებულ ურთიერთობაში სიყვარული არ არის ურთიერთობის საბოლოო დანიშნულება, ეს უბრალოდ საწვავია თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში.



<a href="http://iheartintelligence.com">http://iheartintelligence.com</a>