სტილი

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული - LIYA RUNWAY

ლიკა გოგლიძის დებიუტი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის გახსნის დღეს შედგა. დიზაინერმა 2017/2018 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია წარუდგინა კვირეულის სტუმრებს. 

დიზაინერი თბილისში დაიბადა, თუმცა მოსკოვსა და ვენაში გაიზარდა. მოდისა და ხელოვნების მიმართულებით განათლება POLIMODA-ს დიზაინის სკოლაში, იტალიაში, კერძოდ ფლორენციაში მიიღო. მოგვიანებით დიზაინის მიმართულებით სწავლა მილანში, ევროპის დიზაინის უნივერსიტეტში (IED) განაგრძო. 

2015 წელს ლიკა გოგლიძემ თავის პარტნიორთან ანა მჭედლიშვილთან ერთად საბავშვო ტანისამოსის ხაზი - INKYGOLD შექმნა. რაც შეეხება LIYA-ს, დიზაინერი ამ ბრენდზე ინდივიდუალურად მუშაობს. 

აღსანიშნავია, რომ LIYA-ს კოლექცია მრავალფეროვანი, ჰარმონიული, იშვიათად ხისტი და მკაცრი სილუეტებით გამოირჩეოდა. ფერთა თამაში არ არღვევდა სისადავის შეგრძნებას და არც ქალურობისა და სექსუალურობის განცდას გახლდათ მოკლებული. 

როგორც დიზაინერი თავად განმარტავს, ქალი, რომელიც LIYA-ს კოლექციას მოირგებს, ცხოვრობს ყოველდღიურობით, აქვს მკაცრი იმიჯი, საინტერესო, აქტიური ცხოვრება, ჰყავს ოჯახი და აქვს სოციალური გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს გაიხსნა და 8 მაისს დაიხურება. ორგანიზატორების განმარტებით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს კვირეულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ჩვენება ელით. 

TREND. გთავაზობთ ჩვენების სრულ ვერსიას:

Trend.ge