1. ორი ერთში - ასე ჰქვია შარვალს, რომელშიც ორი განსხვავებული სტილია ერთმანეთში შერწყმული და მისი ფასი 1190 ევროა.
2. ეს „ჭუჭყიანი“ ჯინსი 351 ევრო ღირს.
3. თუ გსურთ, რომ ზემოთ ნაჩვენებ ჯინსის შარვალს მსგავსი პიჯაკი შეუსაბამოთ 702 ევროს გადახდა მოგიწევთ.
4. შოტლანდიურ სტილში შექმნილი კაბა სულ რაღაც 1 535 ევრო დაგიჯდებათ.
5. 500 ევროდ შეიძენთ მეთევზის ბადის მსგავს გადასაცმელს.
6. თუ ამ ყველის ნაჭრის მსგავსი კაბის ყიდვას გადაწყვეტთ, თქვენი ჩანთა 1650 ევროთი დაცარიელდება.
7. ეს ფოლგით შეკერილი სამოსი 3080 ევრო ღირს.
8. ჯინსის „დაკონკილი“ პერანგის ფასი 410 ევროა.
9. ამ „ტკბილ“ შარვალს 2095 ევროდ შეიძენთ.
10. ეს „შთამბეჭდავი“ ფეხსაცმელი, რომელიც ზღვის სანაპიროზე გამოგადგებათ, 275 ევრო ღირს.
11. პირსახოცის მსგავსი სამოსის შეძენა 3060 ევროდ შეგიძლიათ.
12. კრუელას ჰგავს, თუ ძროხას? - თავად გადაწყვიტეთ - ეს ქურთუკი 2 080 ევრო ღირს.
13. სულ რაღაც 2 030 ევრო უნდა გადაიხადოთ ამ მოვარდისფრო სამოსის მხოლოდ ზედა ნაწილში, შარვალიც თუ გსურთ 1 300 ევროს დამატება მოგიწევთ.
14. შეგიძლიათ აიღოთ მაკრატელი და დაჭრათ თქვენი რომელიმე მაისური, ან გადაიხადოთ 425 ევრო ამ დაჭრილ თეთრ სამოსში.
15. და ბოლოს, თუ გსურთ, რომ საახალწლო ნაძვის ხესავით გამოიყურებოდეთ მაისში, ეს ზედა თქვენთვისა. სულ რაღაც 1615 ევროდ.
თემები: მოდა, ვარსკვლავების ჩაცმულობა, რჩევები
<a href="http://www.buzzfeed.com">www.buzzfeed.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია