სტილი

LAKO BUKIA RUNWAY - მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული

"გიყვარდე მუდამ/Love Me Always" - ამ სახელწოდებისაა F/W 207/2018 წლის კოლექცია, რომელიც დიზაინერმა LakoBukia-მ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარუდგინა. 

ნიჭიერი და ახალგაზრდა დიზაინერი LakoBukia ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისმა ლეიბლმა პოპულარობა და წარმატება ძალიან მალე მოიპოვა. LakoBukia მე-4 სეზონია მონაწილეობს ლონდონის მოდის კვირეულში, აქტიურად არის ჩართული პარიზის, ბერლინისა და კიევის ჩვენებებსა და შოურუმებში. 

LakoBukia-ს კოლექციები გაჯერებულია დიზაინერის მიერ შექმნილი ციფრული პრინტებითა და ქსოვილებით. მოდის სამყაროში ახალი მიგნებებისა და საზღვრების აღმოსაჩენად დიზაინერს საკმაოდ მრავალფეროვანმა განათლებამ შეუწყო ხელი. LakoBukia თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ლონდონის მოდის სპეციალიზებული კოლეჯის კურსდამთავრებულია. მაგისტრის წოდება ნიუ-იორკის მოდის, ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში მიიღო (Parsons: Fashion, Art and Design School in New York). LakoBukia სწავლის დასრულების შემდეგ, ორი სეზონის განმავლობაში მონაწილეობდა თბილისის მოდის კვირეულში და ასევე, თავისი კოლექციები გაჰქონდა პარიზის ცნობილ შოურუმში (MOREDASH SHOWROOM). 

დიზაინერის 2017/2018 შემოდგომა/ზამთრის კოლექცია მის ცხოვრებაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. დიზაინერი შვილს ელოდება და როგორც თავად, TREND.-თან საუბარში აღნიშნავს, ეს მის პიროვნებაში დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდა, რამაც კოლექციის შექმნაზეც დიდი გავლენა იქონია. 

კოლექცია მრავალფეროვანია, დიზაინერის განცდებსა და ემოციებს აცოცხლებს. გამოყენებულია განსაკუთრებით დეტალები, სეზონიდან სეზონამდე განწყობებისა და გარემოს ტრანზაქციები, გარდაქმნები, კლასიკურისა და სპორტულის მიქსი, ისეთი ქსოვილები, როგორიც არის მაქმანები და სტრეიჯი, მკვეთრი და თბილი პასტელური ფერების ნაზავი, ხელით ნაქსოვი კაბები და სვიტერები. 2017 S/S კოლექციის მსგავსად, F/W კოლექციაც საქართველოს თემატიკას ეძღვნება. თუმცა, როგორც დიზაინერი TREND.-თან საუბარში განმარტავს, ამ უკანასკნელში გაცილებით მეტად ჩანს მისი, როგორც პიროვნების ხასიათი და ემოციები. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს გაიხსნა და 8 მაისს დაიხურება. ორგანიზატორების განმარტებით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს კვირეულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ჩვენება ელით.

TREND. გთავაზობთ LakoBukia-ს ჩვენების სრულ ვერსიას:

Trend.ge