როგორი მაკიაჟი გამოხატავს თქვენს ხასიათს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ‘’წაიკითხეთ’’ საკუთარი თავის შესახებ
- 06.05.2017
როგორი ხასიათი გაქვთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით? - ყოველივე ტორონტოელმა მაკიაჟის სპეციალისტმა, სეტარე ჰოსეინმა, მაკიაჟით ასახა.
მან შექმნა სერია და ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი პიროვნების შესაბამისი მაკიაჟი შეურჩია.
1. ვერძი - ცეცხლოვანი და საოცრად ვნებიანია, ის ფოლადის ჯავშანს ატარებს და მისი რქები ყოველთვის მზადაა ბრძოლისთვის. ვერძი უშაშარ ლიდერადაა დაბადებული. ამასთანავე, ბავშვური სული აქვს.
2. კურო - უკომპრომისო და მკაცრი ხასიათი აქვს, არის თავადაჯერებული და მტკიცე. ის ყოველთვის იქნება ძლიერი და ვერაფერი დაასუსტებს.
3. ტყუპები - აღიარებულია მათი წინააღმდეგობრივი ბუნება. მისი გონება ყოველთვის იბრძვის ლოგიკასა და აბსურდულობას შორის.
4. კირჩხიბი - ის არის ტალღა, ამავდროულად, ნაზი და ბრწყინვალე. ის ყველაფერს გრძნობს და განიცდის, თუმცა არ უყვარს დარდის ჩვენება. ის შეიძლება ზოგჯერ იყოს რთული და შეუვალი.
5. ლომი - ლომის ცნობა ბევრ ხალხშიც არ გაგიჭირდებათ, ის არის ის ვინც ხმამაღლა იცინის, ან რაიმით გამოაერჩევს თავს ბევრ ადამიანს შორის. ის ყველაზე თავდაჯერებული ადამიანია დედამიწის ზურგზე. არის ლიდერი და მეომარი.
6. ქალწული - მას სამართლიანად მიიჩნევენ. ჭკვიანი და ანალიტიკოსია. ის არის ძალზე მშვენიერი და ამავდროულად, ქაოსური.
7. სასწორი - მისი მომხიბვლელი პიროვნება ძალიან სასიამოვნოა, აქვს მელოდიური ხმა. ის არის ეკლებში დაფარული ყვავილი.
8. მორიელი - მის გამჭოლ მზერაში მისი ხასიათი კარგად იკითხება, მისი თვალები ხომ ჰიპნოზურია. არის ძლიერი, ვნებიანი, ნახევრად ქალღმერთი, ნახევრად ჯოჯოხეთი. აქვს საოცარი ინტუიცია. მისი სული თვალებში ვლინდება.
9. მშვილდოსანი - ის დაუღლელად ცდილობს სამყაროს ამოხსნას, ეძებს ახალ გამოცდილებას. ის ყოველთვის მაღალი დანიშნულებისთის იბრძვის.ეძებს თავგადასავლებს. მშვილდოსნებს სურთ ხიდის გაყვანა ცასა და დედამიწას შორის.
10. თხის რქა - არის თავდაჯერებული, გამბედავი და ძლიერი, ამბიციური და პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე. არც ერთი მთა არ არის ისეთი მაღალი მან რომ დაპყრობა ვერ შეძლოს. მისი სიყვარული ისეთივე მყარია, როგორც დედამიწა.
11. მერწყული - ის არაპროგნოზირებადია. ანარქია - ეს არის სიტყვა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მერწყულის ხასიათს. მისი ცხოვრება ტალღების გარღვევას ჰგავს.
12. თევზები - ღრმად იდუმალი თევზებიყოველთვის ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით წასვლას და ყოველთვის აჩვენებენ ხასიათის ორბუნებოვნებას.მისი გული ემოციების ოკეანეა.
თემები: მაკიაჟი, ქალები, რჩევები, ზოდიაქოს ნიშნები
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>